ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

სოციალისტურ სამყაროში პირველ მაისს მშრომელთა დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ეს მცდარი წარმოდგენა არაერთი ქვეყნის მშრომელებს აქვთ და სწორედ ამიტომ ზეიმობენ პირველ მაისს. სინამდვილეში, პირველი მაისი სულაც არაა დღესასწაული. ამ დღეს მუშები არ უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, პირიქით, ისინი უნდა შეიკრიბონ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და უნდა მოაწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები! პირველი მაისს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, როგორიც აქვს სოციალისტურ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში). ამ დღეს პროლეტარიატმა უნდა აჩვენოს მთელი თავისი ძალა, რაც გამოიხატება მოძალადე, მონათმფლობელური, მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ისტორიულ დღეს მშრომელთა კლასი ერთად უნდა დადგეს და გამოხატოს თავისი ნება და პოზიცია აწმყოსა და მომავაალთან დაკავშირებით.

1886 წლის პირველ მაისს, ჩიკაგოელი მუშები გაერთიანდნენ და მოაწყეს შეხვედრა, რომელზეც ისინი უსმენდნენ სოციალისტი და უფრო მეტად, ანარქისტი, ორატორების სიტყვებს. დიახ, ისინი ძირითადად ეთანხმებოდნენ ანარქისტულ და ლიბერტარულ მსოფლთმხედველობას. იმ დღეს, ამერიკელი მუშები შეეცადნენ ერთად გამოეხატათ თავიანთი პროტესტი სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ. სწორედ ამაზე საუბრობდნენ ამერიკელი ლიბერტარიანელები – სპაისი, პარსონსი და სხვები. ამ გამოსვლას მოჰყვა სახელმწიფოს მიერ შეუიარაღებელი მუშების ამოჟლეტა, ორატორების დაკავება და დახოცვა.

ჩიკაგოელი მუშები იმისთვის არ შეკრებილან, რომ პირველი მაისი აღენიშნათ. ისინი გაერთიანდნენ, რათა ეპოვათ პრობლემების გადაჭრის გზა.

დღესაც, მიუხედავად იმისა, განთავისუფლდნენ თუ არა მუშები ბურჟუებისა თუ სოციალ–დემოკრატებისგან, მათ პირველი მაისი უნდა აღიქვან არა – დღესასწაულად, არამედ გაერთიანების, სოლიდარობის, მომავლის ერთად დაგეგმვის და ჩიკაგოელი წამებულებისთვის პატივის მიგების დღედ. სამწუხაროდ, „პროფესიონალი სოციალისტები“ პირველ მაისს ასე არ უყურებენ – მათთვის ეს დღე მშრომელთა საერთო ნადიმთან ასოცირდება.

პირველი მაისი მშრომელთა ცხოვრებაში ახალი ერის დაწყების სიმბოლოა. ეს არის ერა, რომელიც პროლეტარიატს სთავაზობს ბრძოლას ბურჟუების წინააღმდეგ, ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ბრძოლას სოციალური იდეალებისთვის.

Facebook Comments