კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary.
ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.
‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.
სარჩევი
1. ანარქიზმის განსაზღვრებები და წინამორბედები
აღნიშნულ თავში განხილულია ანარქიის კონცეფციის ისტორია საფრანგეთის რევოლუციიდან მოყოლებული დღემდე. სიტყვა “ანარქია” მოდის ბერძნულიდან და ნიშნავს მმართველის გარეშე, ან ავტორიტარისგან თავისუფლებას. აღნიშნული სიტყვა 1849 წლამდე გამოიყენებოდა ნეგატიური მნიშვნელობით სანამ პიერ ჟოზეფ პრუდონმა არ გამოიყენა თავისი პოლიტიკური და სოციალური იდეოლოგიის აღსაწერად. ის ამტკიცებდა რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია იერარქიის გარეშე შესაძლებელი და აუცილებელიცაა. რა დგას დღეს სიტყვა “ანარქიზმის” უკან?
2. რევოლუციური მომენტები ანარქიზმის ისტორიაში
წარსულში მომხდარ ყველა რევოლუციაში იყო ანარქისტული ელემენტი და ეს თამაშობდა ყოველთვის წამყვან როლს – ეს მომენტები აღწერილია რომის იმპერიის მონათა აჯანყებებიდან დაწყებული, გასული ოთხი საუკუნის განმავლობაში მომხდარ რევოლუციურ მოძრაობებში, მათ შორისაა: ინგლისის სამოქალაქო ომი, საფრანგეთის რევოლუცია და 1848 წელი ევროპაში, 20-ე საუკუნის ქვეყნების მოვლენები , მექსიკა, რუსეთის რევოლუცია, იტალიის გაერთიანება, ესპანეთის სამოქალაქო ომი და მოგვიანებით ამბოხი სტალინის რეჟიმის წინააღმდეგ.
3. სახელმწიფო, საზოგადოება და სოციალიზმის კრახი
ანარქისტები განასხვავებენ ერთმანეთისაგან საზოგადოებას და სახელმწიფოს. ადამიანების სპონტანური ასოციაციები ძალიან ღირებული ელემენტია ანარქისტებისთვის. ანარქისტებს ხშირად მიუთითებენ, რომ ანტიპათია სახელმწიფოს მიმართ არის მოძველებული, რადგან თანამედროვე სახელმწიფო წარმოადგენს სოციალური კეთილდღეობის საშუალებას, მაგრამ მათ ავიწყდებათ რომ სოციალური უზრუნველყოფა წამოვიდა არა სახელმწიფოს მხრიდან, არამედ, მაგალითად ინგლისში, ურთიერთდახმარების ქსელური თვითორგანიზაციებიდან. ამ თავის გამოკვლევის საგანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და საზოგადოების განსხვავება ანარქისტულ თეორიაზე დაფუძნებით და თუ რატომ მოხდა სახელმწფიოებრივი სოციალიზმის კრახი.
4. ნაციონალიზმის და ფუნდამენტალიზმის დეფლაცია
ანარქისტები იმედოვნებენ რომ ხალხურ თვითორგანიზების პრინციპს შეუძლია ჩაანაცვლოს სახელმწიფო და უფრო ეფექტურად დააკმაყოფილოს საზოგადოებრივი მოთხოვნილებები. თუმცა სკეპტიკოსები უარყოფენ ანარქიზმს, როგორც პრიმიტიულ იდეოლოგიას, რომელიც არაა რელევანტური თანამედროვე სამყაროსთვის. აღნიშნულ თავში აგრეთვე ნაჩევნებია ანარქისტების პოზიცია რელიგიაზე და სეკულარიზმზე და იმ სირთულეებზე, რომელიც რელიგიური ფუნდამენტალიზმის სახით დგას დღის წესრიგში. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სხვა მემარცხენე ჯგუფებთან ერთად, ანარქისტებიც ტერიტორიულ და რელიგიურ სეპარატიზმს განიხილავდნენ, როგორც არარელევანტურ მოვლენას. დღევანდელობის შემყურე, ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ფანატიკოსები დაკარგავენ სტიმულს მას შემდეგ, რაც მათი ლიდერები აღიარებენ, რომ არავინ მიჰყვებათ, რადგან ადამიანებს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ მოსათათბირებელი მეზობლებთან.
5. სასჯელაღსრულების დაწესებულებები და შრომის განთავისუფლება
ანარქისტები წინააღმდეგები არიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების და გააჩნიათ შთამბეჭდავი ისტორია ციხიდან პატიმრების დახსნისა. 1886 წელს კროპოტკინი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება, რომელიც აშენებულია კოოპერაციაზე და არა კონკურენციაზე, ნაკლებად ეხება ანტისოციალური მოქმედებების პრობლემა: ციხეში დროის გატარება ნიშნავს დროს უფრო დახვეწილ კრიმინალურ ტექნიკებზე ფიქრისთვის. მეხუთე თავი ეძღვნება დანაშაულისა და სატუსაღოების კრიტიკას და აგრეთვე ანარქისტების დამოკიდებულებას შრომის საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ვარირებს, მაგრამ ის ემთხვევა მოქალაქეთა უზარმაზარი რაოდენობის მისწრაფებებს, რადგან ეს უკანასკნელნიც დაქირავებული შრომის ხაფანგში გამომწყვდეულებად გრძნობენ თავს.
6. თავისუფალი განათლება
განათლების საკითხს ხშირად ეხებოდა ანარქიზმი, დაწყებული 18 საუკუნიდან, უილიამ გოდვინის შრომებით, დამთავრებული პოლ გუდმანის 1964 წელს გამოცემული წიგნით “სავალდებულო ცუდი განათლება”. რას ფიქრობენ ანარქისტები თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაზე? ამ საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა პროგრესულმა ექსპერიმენტებმა დიდი გავლენა მოახდინა სკოლაზე, განსაკუთრებით – დაწყებითი სკოლის საფეხურზე. მიუხედავად ამისა, ანარქისტები განასხვავებენ “პროგრესულ’’ და “ლიბეტარიანულ’’ განათლებას. განსხვავება მდგომარეობს, გაკვეთილზე სავალდებულო და ნებაყოფლობით დასწრებაში. შეიძლება ითქვას რომ ანარქიზმმა ყველაზე დიდი წვლილი საგანმანთლებლო სფეროში შეიტანა.
7. ინდივიდუალისტური პასუხი
ერთი საუკუნის განმავლობაში სიტყვა ‘’ლიბერტარიანელი’’ გამოიყენებოდა ‘’ანარქისტის’ სინონიმად. მიუხედავად ამისა, უახლოეს წარსულში სიტყვა ‘’ლიბერტარიანელი’’ მიითვისეს თავისუფალი ბაზრის ამერიკელმა ფილოსოფოსებმა: დევიდ ფრიდმანმა, რობერტ ნოზიკმა, მიურეი როთბარდმა და რობერტ პოლ ვოლფმა. 7 თავი შეისწავლის თანამედროვე ‘’ლიბერტარიანულ’’ პოზიცია ტრადიციული ანარქისტული თვალსაზრისიდან გამომდინარე და ასკვნის რომ მე-19 საუკუნის ინდივდუალისტი ანარქისტებისაგან განსხვავებით მე-20 საუკუნის ამერიკელი ‘’ლიბერტარიანელები’’ უმეტესწილად აკადემიური წრის წარმომადგენლები არიან, ვიდრე სოციალური აქტივისტები და მთელი მათი შრომები მიზნად ისახავს იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მოქმედ, თავისუფალ საბაზრო კაპიტალიზმს.
8. ჩუმი რევოლუციები
არის თუ არა გასული საუკუნის ანარქისტების მისწრაფებები შეუძლებელი იმედების კატალოგი? “ჩუმი რევოლუციები” ამტკიცებენ, რომ პასუხი არის-არა. ნაწილიბრივი, თუმცა არასრულად ხილული გზა არის ის რომ, რევოლუციებმა მოახდინეს ცხოვრების ტრანსფორმაცია არა ზედაპირზე, არამედ ზედაპირს ქვემოთ. ჩაცმის საკითხი შეიძლება გამოვიყენოთ ამის საილუსტრაციოდ. 50 წლის წინ ადამიანის სოციალური კლასზე დასკვნის გამოტანა შეგვეძლო მათი ჩაცმის საფუძველზე. თუმცა დღეს ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ქალთა მოძრაობა მამაკაცთა დომინირების უნივერსალური კონვენციის უარყოფისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ უდიდეს ცვლილებას მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთობებში. დღეს რა შეუძლიათ ანარქისტებს გააკეთონ გლობალური კაპიტალიზმის პირობებში?
9. ფედერალური დღის წესრიგი
ანარქიზმი ხშირადაა კრიტიკის ობიექტი როგორც, მხოლოდ იზოლირებული ჯგუფებისთვის შესაფერისი წყობა. შესაფერისი პატარა თვითმმართველობისთვის, ვიდრე ერთი და გლობალურისთვის, მულტი ნაციონალური საზოგადოებისთვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ფედერალური დღის წესრიგი ამტკიცებს, რომ წარსულის ზოგიერთ ანარქისტ მოაზროვნეს, როგორიცაა პრუდონი, ბაკუნინი და კროპოტკინი, ფედერალურ დღის წესრიგში ჰქონდათ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ევროპის ერთიანობა. ეს მოაზროვნეები წინასწარ აფრთხილებდნენ საკუთარ ევროპელ თანამედროვეებს რა უარყოფითი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმას, თუ არ მიიღებდნენ ფედერალურ მიდგომას. კოორდინაცია შეიძლება მიღწეული იყოს ცენტრალიზაციის ან ბიუროკრატიის გარეშე.
10. “მწვანე’’ მისწრაფებები და ანარქისტული მომავალი
ანარქისტი მოაზროვნეები მანამდე მიანიშნებენ საფრთხეებზე, სანამ ეს წარმოდგენები შეაღწევს პოპულარულ დისკურსში. დღეს ჩვენ გვაქვს უამრავი ლიტერატურა რესურსების ნაკლებობასა და ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. “მწვანე” მისწრაფებები და ანარქისტული მომავალი ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმი შეიძლება ეჭიდება “მწვანე” პრობლემებს მაგრამ, მისი შინაგანი ბუნების გამო პრობლემას ვერ აგვარებს. ანარქისტები აღნიშნავენ, რომ ეკოლოგიურად ეფექტური საზოგადოება შეუთავსებელია კაპიტალიზმთან და მისი ბაზრების გაფართოების მოთხოვნებთან. მაგრამ შეგვიძლია დაველოდოთ კაპიტალიზმის დაცემას “მწვანე” ცხოვრებისთვის? ვინაიდან ეს საკითხები უფრო და უფრო მწვავედ დგება დღის წესრიგში, შესაძლოა, ანარქიზმი კიდევ უფრო შესაბამისი გახდეს მიმდინარე საუკუნისთვის.