განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

გოდვინი: განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ
იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობს ნაციონალური განათლების სისტემა, არსებობს მუდმივი ოპოზიცია, რომელიც მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობდა და საუბრობს. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ამგვარი სწავლების იყო უილიამ გოდვინი, რომელმაც 1793 წელს დაწერა ,, კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობაზე’’ , რომელიც გახდა პირველი თანამედროვე ანარქისტული შეტევა სახელმწიფო სისტემაზე.

ადამიანისთვის, რომელმაც ორი რევოლუცია გადაიტანა (ფრანგული – 1789-99 წლებში და ამერიკული 1776 ბოლოდან), მნიშვნელობა არ ჰქონდა მმართველობის რომელი ფორმა იქნებოდა ქვეყანაში, ამიტომ მან დაიწყო მართველობის ყველა ფორმასთან აქტიური ბრძოლა. ის მიიჩნევდა, რომ საზოგადოების ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს – განათლება და მთავრობა (მართველობის სხვადასხვა ფორმებით). აქედან გამომდინარე გოდვინის აზრით ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ადამიანების ხელში რჩებოდა იყო/არის თავისუფალი განათლება, რომლის გატარება უნდა დაიწყოს არა უნივერსიტეტიდან, არამედ სკოლიდან! ის ამტკიცებდა, რომ წარმატებული რეფორმა სკოლაში საწინდარი იყო ნებისმიერი თავისუფალი რეფორმის წარამტების საწინდარი, ამ სახის ცვლილებები უნდა მომხდარიიყო კომპლექსურად. ამრიგად არ მოხდებოდა გაუცხოება სასკოლო სივრციდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადასვლის დროს.

პირველი ანარქისტი მწერალი, დარწმუნებული იყო, რომ სამართლიანი საზოგადოება შეიძლება იყოს შედეგი იმ ადამიანების პრაქტიკის, რომელნიც აზროვნებენ თავისუფლად და პოულობენ თავისუფალი განვითარებისთვის გზებს (ერთ-ერთი პირველი კლასიკური იდეა ანარქიზმის – აზროვნება=თავისუფლება). გოდვინი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსტიტუცია თუ სხვა სახის კანონები მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას და ახდენს ყველა იმ გზის ბლოკირებას რომელიც თვითრეორგანიზაციის და თანასწორუფლებიანი საზოგადოების ჩამოყალიებებას უწყობს ხელს. მისი აზრით ადამიანთა უმრავლესობა ბუნებრივად, ყველანაირი კანონების გარეშე არჩევს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, აქედან გამომდინარე ქცევის წესები რომელიც ბურჟუაზიის მიერ იქნა შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებაა და საზოგადოების სოციალური ფენების ცვლილებისკენ მიმართული კიდევ ერთი გზა.

როდესაც უილიამ გოდვინმა, კრიტიკული იდეების წარმოდგენა დაიწყო, იმ დროისთვის სახელმწიფოს მიერ შემოთვაზებული საგანმანათებლო იდეა უალტერნატივოდ და ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად ითვლებოდა. მისი ცოლიც კი მერი უოლსტონკრაფტი პროტო-ფემინისტი, მხარს უჭერდა სახელმწიფოს საგანმანათლებლო იდეას, როგორც საშუალებას გენდურული თანასწორებისთვის. გოდვინის საფუძვლიანი შეშფოთება 19 საუკუნის ბოლოს ,,აღსრულდა’’, როდესაც სკოლაში დაიწყო იერარქიული დაყოფა ინდივიდების, როგორც მართველების და მათი მსახურების, რომელიც დაკავშირებული იყო ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებასთან.

ფერერი: პარაზიტების მმართველობა სკოლაში!

ამ დროს ჩვენ ვაწყდებით პირველ ნამდვილ ალტერნატივას სახელმწიფო განათლების. მაშ ასე, 1901 წელს, ბარსელონაში ანარქისტ ფრანცისკო ფერერის მიერ იქნა დაარსებული ,,თანამედროვე სკოლა’’. 1909 წელს, ექსპერიმენტატორი-პედაგოგი, ესპანეთის მთავრობამ დაადანაშაულა აჯანყების მომზადებაში და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ ფაქტმა ფერერს ძალიან დიდი აღიარება მოუტანა როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში. თუმცა მისმა თანამედროვე სკოლამ მხოლოდ ხუთი წელი იარსება, მაგრამ მიუხედავად ამისა მის მიერ განვითარებული პროგრესული იდეები არ დაგაკარგულა, არამედ გახდა ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა რომელიც შემდგომ შეიქმნა ევროპასა და ა.შ.შ.-ში.

ფერერი მთლიანად იზიარებდა გოდვინის იდეებს, მის ნაკვალევზე მანაც დაიწყო პოლიტიკური ანალიზი არსებული სისტემის და მართველობის. ერთ-ერთ ნაშრომში ის წერს : არავინ ისე კარგად არ აცნობიერებს იმას, რომ მათი ძალაუფლება მთლიანად არის დამყარებული მათ მიერ ,,რეფორმირებულ’’ სკოლაზე’’. ინდუსტრიალიზაციის ზრდასთან ერთად 19 საუკუნეში, სკოლები განსხვავებულად განვითარდნენ, მაგრამ ამის მიზეზი არ იყო მთავრობების მიერ გატარებული ,,რეფორმები’’ , არამედ მე-19 საუკუნეში მეტ-წილად დაიწყო პოლიტიკური ამინდის შეცვლა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მთელი რიგი სიახლეები ეკონომიკაში და ა.შ., აქედან გამომდინარე ცვლილებები აუცილებელი იყო. თუმცა იმ ,,რეფორმებმა’’ რომლებიც გატარებულ იქნა იმ პერიოდში, გამოწივია კლასობრივი უთანასწორობა და სოციალური ატომიზაცია.

ფერერი შეუძლებლად თვლიდა, რომ მთავრობა საკუთარი სურვილით გაატარებდა ისეთ რეფორმას და შექმნიდა ისეთ სისტემას, რომელიც მიზან მიმართული იქნებოდა საზოგადოების რადიკალური ცვლილებებისკენ. ამიტომ წარმოუდგენელია გვჯეროდეს, რომ სანქცირებული განათლების სისტემა შემოთვაზებული სახელწმიფოს მიერ, გაანადგურებს კლასობრივ უთანასწორობას და შექმნის თანასწორუფლებიან საზოგადოებას. ფერერი მიიჩნევდა, რომ განათლების სისტემის ავტორიტარიზმის შედეგად, მომავალში შეიძლება დაბალი ფენის წარმომადგენლებს დაეკარგათ ყველანაირი სურვილი განათლების მიღების ან უარესს შემთხვევაში სისტემის მიერ ,,რეფორმის’’ შემდგომ, ისინი ბურჟუაზიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმებოდნენ. ამრიგად სახემწიფოს ეყოლებოდა მისთვის სასრუველი მოქალაქეები, რომელნიც ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცვლილელებს ,,გაგებით’’ მოეკიდებოდნენ და ეს მიიყვანდა საზოგადოებას აბსოლუტურ ტოტალიტარულ მმართველობამდე.

ფერერის საფუძვლიანი ეჭვი მალევე აღსრულდა რეალობაში. მაგალითად, ნაცისტურ გერმანიაში სკოლას მთლიანად აკონტროლებდა სახელწმიფო და მიზანმიმართულად ხდებოდა ნაცისტური პროპაგანდის სწავლება. მესამე რაიხის დროს მთელი აქცენტი იყო გადატანილი გერმანიის ისტორიასა და ლიტერატურა. 6 წლიდან რასობრივი ბიოლოგიის კურსი იწყებოდა. 5 საათიანი ფიზ-მომზადების ძირითადი მიზანი იყო მოემზადებინა ბრძოლისუნარიანი მოზარდები შემდგომი ომებისთვის და მათივე აზრით, სწორედ ასეთებს შეეძლოთ არიული სისხლის დაცვა. რათქმაუნდა ეს მხოლოდ ფორმებია, თუმცა გოდვინი და ფერერი ამაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ, ერთგვარად ეს ის კვანძი რომელიც ჯერ-ჯერობით ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა.

ლიბერტარულად განვითარებული საზოგადოება

ივანე ილიჩისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა ,,გადარჩენის ერთობლივმა’’ კონცეფციამ და განათლების მიღების სპეციფიკურმა მეთოდიკამ, სკოლის ავლით, საზოგადოების დახმარებით. ასეთ პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით ის გამოსავალს ხედავდა ურთიერთდახმარების ინსტიტუტების გაძლიერებაზე. განათლებულ საზოგადოებას მუდამ გააჩნია რესურსურსი, რომ განავითაროს შმედეგი სტრქუტურები:

• ინფორმაციული ცენტრი – ეს იგივეა რაც ბიბლეოთეკა ყველაზე ფართო გაგებით, რომელიც შეიცვას წიგნებს და ყველა საშუალებას ინფორმაციის მიღებისთვის, ასევე გზამკვლევი სხვადასხვა საკითხებში და ნებისმიერ კომუნალური ტიპის საქმიანობაზე.

• განათლების ცენტრი/პროფდარეგისტირება – ამ ცენტრში რეგისტრირდებიან პროფილური განათლების მქონე პირები (მანქანათმშენებლობა, აგურის დაგება, ისტორიის ცოდნა და ა.შ) ამის შემდგომ დაინტერესებული პირი თავისით იპოვის სასურველ მასწავლებელს.

• შეიძლება არსებობდეს ხელობის შემსწავლელი ან დონის ასამაღლებელი კურსები, მაგრამ ეს კურსი ვერ ჩაითვლება ძირითადად პრაქტიკული ცოდნის ჩარჩოებში. თუმცა სწავლების სამოქმედო გეგმა მთლიანდ იქნება დამოკიდებული ,,მოსწავლეების’’ სურვილზე.

• მაქსიმალურად უზრუნველყოფა კომპიუტერული სისტემის და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების. დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება იპოვონ თანამოაზრეები, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, გამოსცენ ჟურნალები, გაზეთები ან ბუკლეტები თავიანთი ინტერესის სფეროების მიხედვით.

ამ ტიპის განათლება პირდაპირ არის დაფუძნებული თავისულ არჩევანზე და არა კლასობრივ-იერარქიულ სისტემაზე. 20 საუკუნის ბოლო წლებიდან, ჩვენ ვადევნებთ თვალს ბავშვებში საპირისპირო მოთხოვნილებების ზრდას, რომელიც საერთოდ არ უნდა შეესაბამებოდეს მათ ასაკს. მაღალ ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სისტემის ავტომატიზაციამ გამოიწვია ის რომ ე.წ. მოზარდთა შრომა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამასთანავე ამგვარი ტიპის დასაქმება იწვევს ხელფასის დაწევას და სულ უფრო და უფრო ღრმა ტრანსისში აგდებს უმუშევრებს.ისინი ამბობენ რომ ამგვარი განვითარებით ახალგაზრდები მთლიანად დაივიწყებენ განათლებას და დაიწყებენვიწრო პროფილურ განვითარებას, შემდგომ კი სწავლა პრივილეგია გახდება მხოლოდამხოლოდ ბურჟუაზიისთვის. თავის დროზე ხელოვნურად აწეული სკოლის დამთავრების ასაკი და სტუნდენტების რაოდენობა, არის კიდევ ერთი ცდა კაპიტალიზმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაართულოს მდგომარეობა ძალზედ გართულებულ სისტემაში. მაგრამ მოზარდების დიდი რაოდენობა ხვდება რომ განათლების გარეშე, 15 – 16 წლის ასაკის შემდგომ არსებულ ეკონომიკურ ფორმაციას ისინი აღარ სჭირდება, ისინი ვეღარ იპოვიან ისეთ ადგილს საზოგადოებაში როგორც ეს 30-20 ან მეტი წლის წინ ხდებოდა.
მათთვის ვინც მუშაობს – ამბობდა ფრეიერი – მაღალ ტექნოლოგიური განვითარება გახდება კიდევ უფრო ვიწროპროფილური, იმდენად ვიწრო,რომ ადამიანებს სურვილი არ ექნებათ ფიქრის, არც შესაძლებლობა და არც დრო. ჩვენს თვალწინ იქმნება ისეთი საზოგადოება, სადაც თავისუფლად განვითარება კიდევ უფრო მეტად რთული ხდება. იგივე ფრეიერეს სიტყვები – ,, მათ არ სჭირდებათ, როგორ შეიძლება გამოვიდნენ კრიტიკული მდგომარეობიდან ან როგორ შეიძლება მოიქცნენ ამათუ იმ სიტუაციაშია, მათ ყოველთვის ჰყავთ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც თავისით იპოვიან პასუხს ა თუ ბ. ადამიანებმა გვერდზე გადადეს თავისუფალი აზროვნება, ტექნიკური განვითარების და განათლების გამო.

ფრეიერმა გააკეთა აქცენტი ე.წ. პრობლემურ სწავლებაზე, რომელიც ინტერპრეტირებულ იქნა როგორც რევოლუციური მომავალი. ,,ჩაგრულთა პედაგოგიკაში” ის წერს : პრობლემური სწავლება უნდა იქნეს საწინდარი იმისა, რომ საზოგადოებამ დაიწყოს მოვლენების განსხვავებული და კრიტიკული აღქმა. ეს უნდა იყოს დაფუძნებული პროგრესზე, ოღონდ არა ისეთზე როგორსაც სახელმწიფო გვთავაზობს არამედ ისეთზე,რომელიც რეალურად საზოგადოებას სჭირდება. განათლება უნდა იყო ის სფერო, რომელიც უნდა ვითარდებოდეს საზოგადოების მოთხოვნილებების საფუძველზე. ასეთი განათლება ნათელს გახდის ვის რა და როგორ სჭირდება.

დღევანდელ საზოგადოებაში განათლების გაიგივება ხდება სკოლასთან, მაგრამ მრავალი მოაზროვნე თვლიდა და თვლის რომ დღევანდელი სკოლა არის ძალაუფლების, ავტორიტარიზმის გამოვლინება.აქედან გამომდინარე, განათლება სკოლის გარეშე წარმოუდგენელი არ არის, ეს შეიძლებამოხდეს ! ანარქისტულ საზოგადოებაში!

Ash, პირდაპირი მოქმედება – საქართველო, 2010 წელი