შესავლის ნაცვლად
სჯობს დაწვა ვილა, რომელიც შენს ფაცხაზე ააშენეს და მისი ცეცხლით გათბე, ვიდრე ქუჩაში დარჩენილმა გაიყინო. ვალებში ჩაფლულმა ჯობს მევალე მოკლა, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავხარ, ვიდრე მისი სიმდიდრის ფუნდამენტში ჩამარხულ მორიგ ჩონჩხად იქცე. ადამიანი არასდროს არ კვდება ისე ნამდვილად, როგორც მაშინ როდესაც უსამართლობას ეგუება. სჯობს მტრის ტყვიამ წაგართვას სიცოცხლე, ვიდრე მკვდარმა იცხოვრო.
როგორ დავიწყოთ დაწყება?
უკიდურესი გაჭირვება რომელშიც იმყოფება მოსახლეობის დიდი ნაწილი, ადამიანებს მათი მდგომარეობიდან გამოწვეული ტკივილის გამოხატვის უკიდურესი ფორმებისაკენ უბიძგებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არა ბრძოლის, ძალაუფლების მქონეთაგან, მათ მიერ მითვისებული კეთილდღეობის გამოგლეჯის, არამედ გამოხვეწნის მცდელობაა. საკუთარი უძლურების, სასოწარკვეთის დემონსტრირებით, სიბრალულის მოპოვება, რომელიც არასდროს არ გაათავისუფლებს ადამიანს იმ პირობებისაგან, რომლებიც მისდამი სიბრალულს აღძრავს.
როგორც მათხოვარი რომელიც დახმარებას გთხოვს და მხოლოდ ლუკმა პურის საფასურს მოელის შენგან და არა იმ გაჭირვებისაგან განთავისუფლებას, რომელიც მას მათხოვრობისაკენ უბიძგებს, სწორედ ასეთ დახმარებას უნდა მოელოდნენ ისინი ვინც თავის ბრაზს, სასოწარკვეთას მთავრობისადმი, ბიზნესისადმი, მძარცველის და ჯალათისადმი თხოვნებად გარდაქმნის. მოწყალებას უნდა ელოდოს, ვინაიდან ღირებული მხოლოდ ბრძოლით მიიღწევა და სწორედ ბრძოლის ფორმებზე გვექნება საუბარი, თუ როგორ იღებდა ეს ბრაზი პოლიტიკური ბრძოლის ფორმებს წარსულში და რა ფორმა შეიძლება მიიღოს დღეს ჩვენს რეალობაში, როდესაც პოლიტიკური ბრძოლის არანაირი ტრადიცია არ არსებობს და მისი ერთადერთი საწყისი, მხოლოდ ეს ბრაზია.
გაჭირვებით გამწარებული ადამიანი არა სიბრალულს არამედ შიშს უნდა იწვევდეს. ხურდის მიწოდებას ვერ უნდა უბედავდნენ, იმის შიშით რომ ხელს მოსჭამს, სწორედ მაშინ მიიღებს იმას რასაც მოითხოვს.
გაფიცვები და მისი ალტერნატივა
ხალხმა დაჰკარგა საკუთარი ხმა , მის ნაცვლად ლაპარაკის, მისი ტკივილისა და მიზნების გამოხატვის უფლება, პოლიტიკოსებმა მიითვისეს და მისი ნამდვილი ხმა მხოლოდ კვნესის სახით გვესმის ზოგჯერ, მაგრამ ხალხის წყურვილი მოუსმინონ საბრძოლო ყიჟინად უნდა გადავაქციოთ.
ევროპაში მუშათა მოძრაობის ჩასახვა, ინდუსტრიალიზაციასთან ერთად დაიწყო. ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც ბრძოლის მექანიზმები (გაფიცვები ,დემონსტრაციები), ასევე ამ ბრძოლის წარმმართავი სტრუქტურები (თრედ-იუნიონი, პროფკავშირი, როგორც ბურჟუაზიული ასევე სოციალისტური და სინდიკალისტური პროფკავშირები), რომლებმაც განუწყვეტელი ბრძოლის შედეგად, აიძულეს საკუთარი ექსპლუატატორული კლასები ამ ექსპლუატაციის სიმძიმე განვითარებად ქვეყნებში გადაეტანათ, ხოლო მათთვის ის კეთილდღეობა მიეცათ რომელსაც 19 საუკუნეში რევოლუციურად განწყობილი მუშები ვერც კი ინატრებდნენ. მიუხედავად ამ სტრუქტურების ბოლო ათწლეულების განმავლობაში დეგრადაციისა და ბრძოლის სიმწვავის კლებისა, ისინი მეტწილად ინარჩუნებენ 20 საუკუნის მეორე ნახევარში მოპოვებული უფლებების დიდ ნაწილს. ჩვენს დეინდუსტრიალიზირებულ ქვეყანაში, სადაც არც ასეთი სტრუქტურები არსებობს და არც რეალური პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება, ასევე არ არსებობს მშრომელები, რომლებიც თავის კეთილდღეობას, მშრომელი კლასისათვის უფლებების მოპოვებასა და დაცვაში ხედავენ. დაქირავებული პერსონალი, იქნება ეს მომსახურების სფეროში თუ მრეწველობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ აღიქვამენ თავს მუშათა-მშრომელი კლასის ნაწილად. იმ კლასის რომლის შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მისი ცხოვრებისა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, მათთვის ეს მხოლოდ დროებითი სამუშაოა, სადაც ხელფასის აღებიდან ახალ ხელფასამდე უნდა გაიტანოს თავი. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის შრომითი გამოცდილება საპენსიო ასაკამდე, ასეთი დროებითი სამუშაოებით შემოიფარგლება. შესაბამისად როგორი მძიმეც არ უნდა იყოს სამსახური, თანამშრომლებში არ ჩნდება სოლიდარობის განცდა, ვინაიდან ყველა თავის გატანაზე ფიქრობს, იქ სადაც დროებითაა, შემთხვევითაა. ამას ემატება სრული დაუცველობის განცდა, უმუშევრად დარჩენის პერსპექტივის წინაშე. მუშათა მოძრაობის არარსებობისა და პროფკავშირების სრული დისკრედიტაციის ფონზე, თავად სიტყვა გაფიცვა ისტორიულ რელიქვიად აღიქმება.
აქედან გამომდინარე პოლიტიკურად აქტიურმა ჯგუფებმა მუშაობა უნდა აწარმოონ იმასთან ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი გარდა დაკარგული ხელფასისა და არაფერი შეძენილი გარდა ბრაზისა. რომელსაც სოციალურ ქსელებში აფრქვევენ და ქვეცნობიერად არა მხოლოდ ამ წყენის გაზიარებით მისგან განთავისუფლებას, არამედ თანაგრძნობასა და სამართლიანობის აღდგენას მოელიან.
გაუწოდე „თანადგომის ხელი“ ერთ ადამიანს და შენსკენ გამოიწევა ათასობით სამართლიანობის ცეცხლით ანთებული გულები. ვინაიდან მოსახლეობაში დაგროვილია როგორც წყენა, ასევე ამ წყენისაგან განთავისუფლების მუხტი. „ლუდისტების“ მსგავსად რომლებიც დაზგებს ამსხვრევდნენ და ვერ ხვდებოდნენ რომ მათი უბედურების მიზეზი არა დაზგები, არამედ ამ დაზგების მფლობელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია, ასევე მოსახლეობის ბრაზი ჯერჯერობით მიმართულია ჯოხისადმი რომელიც ტკენს და ვერ ხედავენ ხელს რომელიც იქნევს ამ ჯოხს. საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ წითელი ხაზის გასმა მშრომელებს და მათ ექსპლუატატორებს შორის, რომლებსაც ზურგს სახელმწიფო უმაგრებს. ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრა რომ სახელმწიფო იცავს ექსპლუატატორებს მუშებისაგან, მძარცველებს გაძარცვულებისაგან და შეუძლებელია სახელმწიფოს მეშვეობით ამ ძარცვის მოსპობა, არამედ მხოლოდ ძარცვის პირობების შემსუბუქება. და ეს ხაზი სისხლით უნდა იქნას გასმული.
ნებისმიერი დათმობა რომელზეც სახელმწიფო წავა იქნება მხოლოდ ამ ძარცვის შესანარჩუნებლად, მოსახლეობის მრისხანების მოთოკვის მიზნით, მრისხანების და არა საცოდაობის. მხოლოდ მაშინ იქნება ეს შესაძლებელი როდესაც მილიონობით გაძარცვული, შეურაცხყოფილი, ღირსება აყრილი ხალხი სახელმწიფოში მათი მტრების იარაღს დაინახავს და არა მათ დამცველს.
სოციალური ქსელების მეშვეობით უნდა მოხდეს მარგინალიზება როგორც ძარცვის ასევე შემგუებლობის. იმათი ვინც არ იბრძვის თუნდაც საკუთარი შრომის პირობების გაუმჯობესებისათვის და ამ ბრძოლაში დაინახავს ის იმ უფსკრულს რომელიც არსებობს მას, დაბალ ხელფასში, თავის გატანაში, ვალებში, უპერსპექტივობაში ჩაფლულსა და მისი გაჭირვებით ფუფუნების მწვერვალებზე ამაღლებულ ექსპლუატატორს შორის, რომლებსაც ახლა თეთრი შურით უყურებს. ექსპლუატაცია გაუნათლებლობაზე, დანაშაულებრივ გულუბრყვილობაზე დგას. მისი შემოქმედი სწორედ გაძარცვული უმრავლესობაა, რომელშიც არ ქრება იმედი რომ ოდესმე თითონაც შესძლებს ძარცვას, რომ ერთხელაც მასაც გაუმართლებს და შესძლებს იმ პირამიდის წვერზე აფოფხებას, რომელიც ახლა მის ბეჭებზე, მის დაუღალავ შრომაზე-თავის გატანაზე დგას და პიროვნების ყველა იდეალს, სიღარიბით შელახული, აუტანელი ყოფიერების ჭუჭყში სრესს.
მონების მორჩილება აქცევს უმცირესობას ბატონებად და არა მათი ძალა. ბატონების ძალა მონების მორჩილებაშია, მათ ილუზორულ იმედში რომ თვითონაც შესძლებენ ოდესმე მონების ყოლას. კაპიტალიზმმა მოძებნა ყველაზე მყარი ბორკილები მონებისათვის და მას ეკონომიკური იძულება ჰქვია. თუ ადრე მონების ძებნა უწევდათ, ახლა მონობის მსურველების მოგერიება უწევთ. ადამიანი ცნობიერი ცხოვრების ნახევარს ჰყიდის, ასხვისებს საკუთარ შრომასთან ერთად, საკუთარ თავს ჰყიდის, გარდაქმნის შრომის იარაღად, რომლისგანაც გაუცხოვებულია ამ შრომის შედეგი. და ეს მდგომარეობაც კი პრივილეგიად არის ქცეული. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უბრალოდ განწირულია, როგორმე თავის გადარჩენისათვის, ჩუმი, წყნარი სიკვდილისათვის, ამას გვასწავლის საზოგადოებრივი მორალი. რომ საკუთარი საცოდაობით არ შევაწუხოთ, მოვუწამლოთ ცხოვრება იმათ ვისაც ჩვენზე მეტად გაუმართლათ და აქვთ ფუფუნება ცხოვრებით დატკბნენ. შეუძლებელია თავისუფალი იყო, როდესაც სხვისი გაჭირვება, საკუთარი სიმაძღრით კმაყოფილებას აღძრავს შენში და არა გულის რევას, იმით რომ მაძღარი ხარ მაშინ, როცა სხვას შია,
კაპიტალიზმის ბორკილები უფრო მყარია ვიდრე მონათმფლობელობის ვინაიდან, მონა შეიძლება გაექცეს პატრონს და ამ გზით განთავისუფლდეს ბატონისაგან და გაჭირვებული სადაც არ უნდა გაიქცეს თან ატარებს თავის მტანჯველს-სიღარიბეს.
როდესაც მთელი ეს მოდუნებული ცხოვრების სიმძიმით დაბეჩავებული მასა, ჩამოიფერთხავს დაღლას, იმ ტყუილს რომლითაც ის ცხოვრობს, როგორც ჭუჭყს ჩამოირეცხავს იმათ ვინც სპობენ მის გონებასა და სხეულს და თავის გატანად აქცევენ ცხოვრებას, რომელიც შემოქმედების, საკუთარი თავის შემოქმედების აქტს უნდა წარმოადგენდეს და არა გაჭირვების ტალახში ფართხალს. ტალახში რომლისგანაც კაცობრიობის პარაზიტები, მათი ოცნებების კოშკებს აშენებენ. ტკივილისა და ტანჯვის მეშვეობით გახდება კაცობრიობა იძულებული მივიდეს სიმართლესთან. ტკივილი და ტანჯვა აიძულებს დაამსხვრიოს ტყუილის უღელი, რომელშიც ჩაამწყვდიეს, მოაშინაურეს მისი ძლევამოსილი გონება და სხეული. ეს უღელი ჰგონია რო მას იცავს საკუთარი თავისაგან. შთააგონეს რომ ის არი საკუთარი თავის მტერი და მხოლოდ ეს უღელი იცავს უფსკრულში გადაჩეხვისგან. მაგრამ ტკივილთან ერთად მოვა რეალობის აღქმა, იმ ტკივილთან რომელსაც ვერ გაექცევა მისთვის შეთხზულ გამაყუჩებელ-ტყუილებში და იძულებული იქნება ამ ტკივილისაგან გასათავისუფლებლად იარაღი აიღოს ხელში და მოსპოს ტკივილის შემოქმედნი.
სოციალურ ქსელებში უნდა მოხდეს მძარცველი კომპანიის რესურსებზე შეტევა, ასევე უშუალოდ ობიექტზე უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში „შეტევა“, პლაკატების, საყვირების, შესასვლელში მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდებით, რომ იძენენ მძარცველების პროდუქციას. ყველა შესაძლო გზით მოხდეს კომპანიის ანტირეკლამა და მხოლოდ მაშინ, როდესაც დამსაქმებელი მითვისებული ხელფასის სანაცვლოდ დაკარგავს ათჯერ და ასჯერ მეტ პოტენციურ მოგებას, მხოლოდ მაშინ წამოვა დათმობაზე, თანამშრომლებისათვის ხელფასის არ გადახდა მისთვის ეკონომიკურად წამგებიანი იქნება , მხოლოდ მაშინ გაიღვიძებს მასში რაციონალური გათვლა რომ „არ უღირს“ და მას კეთილსინდისიერებას დაარქმევს.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი ტაქტიკა ეფექტური იქნება, ყოველი მოტყუებულის და გაძარცვულის პატრონობა და დაცვა არ უნდა იყოს თვითმიზანი, ეს მხოლოდ ჩანასახი, პირველი ნაბიჯია, მათი ორგანიზებისათვის, თავდაცვის პროპაგანდისთვის, სოლიდარობის შესაძლებლობის დემონსტრირებისათვის, მათი ორგანიზებისათვის, რათა ერთმანეთთან კავშირის დამყარებით, შეეძლოთ თავის დაცვა და არავის ხელში არ აბარებდნენ საკუთარ ბედს, რამდენად მზრუნველად არ უნდა ეჩვენებოდეთ ეს ხელები.
მშრომელთა პირველი ნაბიჯი პოლიტიკურად გაცნობიერებულმა ჯგუფებმა უნდა გადადგან, რათა ეს ნაბიჯი სწორი მიმართულებით იქნას გადადგმული და მტვერი გადაწმინდონ პოლიტიკურ კლოუნადაში, წარსულის რელიქვიებად ქცეულ გაფიცვებს, პროფკავშირებს, მუშათა მოძრაობას, თვითორგანიზებას, რევოლუციას.
5 ადამიანის კანონის ფარგლებში ყოველგვარი რისკის გარეშე მოქმედება სრულიად საკმარისია იმისათვის რომ ნებისმიერი კომპანია, აიძულონ დათხოვილ თანამშრომელს ხელფასი გადაუხადონ, ან უსამართლოდ ჩამოჭრილი ხელფასის ნაწილი დაუბრუნონ და ეს თავისი მასშტაბებით უმნიშვნელო მიღწევა, უდიდესი მორალური გამარჯვება იქნება, ბრძოლის შესაძლებლობის ფაქტი, ურთიერთდახმარების ეფექტურობის და რაც მთავარია პოლიტიკური პარტიების გარეშე პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობის დემონსტრირება. ვინაიდან ცხადი გახდება რომ მშრომელებს მხოლოდ ერთმანეთის თანაგრძნობასა და ძალაზე დაყრდნობით შეუძლიათ, მათ წინაშე არსებული უსამართლობების მოსპობა.
ყველაზე დიდი გზაც პირველი ნაბიჯით იწყება და არაუშავს თუ ეს ნაბიჯი მოუქნელი-ტლანქი იქნება, წინ დიდი გზაა სიარულის მანერის გამოსასწორებლად.
ილეგალიზმი
მას შემდეგ რაც კომუნისტურმა იდეებმა 19 საუკუნეში პოლიტიკური იერსახე მიიღო, ძალადობრივი აქტები მისი განუყრელი თანამგზავრები იყვნენ. მართალია ბლანკისტების მცდელობები, მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფების მიერ, განხორციელებული თავდასხმებით სახელმწიფო დაწესებულებებზე, რევოლუციის პროვოცირება მოეხდინათ სრული კრახი განიცადა, მაგრამ ილეგალისტი ანარქისტებისა და რუსეთის იმპერიაში მოქმედი მემარცხენე რადიკალების წვლილი კომუნისტური იდეების პროპაგანდაში შეუფასებელია. ვინაიდან მათი ქმედებები მიმართული პირველ რიგში სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო, არც სოციალისტური და არც კაპიტალისტური სახელმწიფოები არ წყალობენ მათ. ბიუროკრატია მისთვის სახიფათო ქმედებების მარცვალს ხედავს, წარსულის ობიექტურ შეფასებაში. რის გამოც მემარცხენე რადიკალები ან ფანატიკოსებად, ან საუკეთესო შემთხვევაში გზიდან აცდენილ ახალგაზრდებად ჰყავთ მონათლული. მაგრამ „სახალხო ნების“ მიერ იმპერატორის მკვლელობა ან ფრანგი ანარქისტების მიერ სასამართლოში აფეთქების მოწყობა, უფრო ხმამაღლა გაჰყვიროდა სამართლიანობის მოახლოებაზე, ვიდრე ასობით დაწერილი ტომები, რომლებისადმიც მშრომელების უმრავლესობას ხელი არ მიუწვდებოდა.
ის სასოწარკვეთის ყვირილი რომელიც აღმოხდა ლევანს, არ უნდა იყოს არც მოქმედების მაგალითი და არც ძალადობრივი გზით მოქმედების შეუძლებლად აღქმის საბაბი. ვინაიდან მიუხედავად მისი გარეგანი ანტურაჟისა, ლევანის ქმედება აპოლიტიკური იყო თავისი არსითა და მოტივებით, მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, ისეთივე ბუტაფორიული იყო როგორც მისი ხელყუმბარა, მაგრამ ამით ის ადამიანებში არ გამოთქმულ, ვერ გამოთქმულ გრძნობებს შეეხო. ვინაიდან ეს დაბნეულ, უიმედობის მიერ, საკუთარი და საზოგადოებრივი სასოწარკვეთის გამოხატვის უკიდურეს ფორმამდე მიყვანილი, მსხვერპლის აქტი იყო, მაგრამ მსხვერპლის მძარცველების მიერ გასამართლება შეიძენს პოლიტიკურ შინაარსს.
დანაშაული როგორც პოლიტიკური აქტი მიმართული უნდა იყოს როგორც ბანკებისა და მსხვილი კაპიტალის, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ის არ უნდა იკვებებოდეს ცდუნებით რომ შესაძლებელია სახელმწიფო წინააღმდეგობაში მოვიდეს კაპიტალთან, რომლის ხელშიც არსებულ რეპრესიულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ძალადობრივი აქტები ადამიანების ცნობიერებაში სწორედ, მოძალადე მტარვალ ბიზნესსა და მის დამცველ სახელმწიფოს შორის არსებულ ილუზორული ზღვარის გაქრობას უნდა ემსახურებოდეს.
ტერორისტული აქტი არა დანაშაული არამედ უსამართლობაზე გაცემული სამართლიანი პასუხია. ჩვენი სისხლი მაშინაც იღვრება როდესაც არ ვიბრძვით, და ეს სისხლი კაპიტალიზმის წისქვილზე იღვრება, წისქვილზე რომელიც ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს ბედს უმცირესობის კეთილდღეობად გარდაქმნის.
განვითარებად ქვეყნებში რომელთა რიცხვსაც უდაოდ საქართველოც მიეკუთვნება, კაპიტალი შიდა რესურსების ექსპლუატირებაზეა ორიენტირებული. მისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს არა არჩევანი, არამედ მისი ობიექტური ეკონომიკური მოთხოვნილებაა, ვინაიდან ის არაკონკურენტუნარიანია და უცხო ქვეყნის ბაზრების დაპყრობა მისთვის შეუძლებელია. შესაბამისად შეუძლებელია სახელმწიფოს მშრომელებმა თავის შეცოდებით, სიღარიბის, სასოწარკვეთის დემონსტრირებით, გამოსთხოვონ ის პრივილეგიები ის ელემენტარული საარსებო უფლებები რომლებითაც ცხოვრობენ ევროპელი მშრომელები. მათი მხოლოდ გამოგლეჯა არის შესაძლებელი. მხოლოდ მაშინ დათმობენ მოგების ნაწილს, როდესაც ექსპლუატირების შესაძლებლობის შენარჩუნების სანაცვლოდ, სიცოცხლის დათმობა მოუწევთ.
მშრომელთა უფლებები დამოკიდებულია არა ბიზნესის კეთილსინდისიერებაზე- ის ყოველთვის და ყველგან მორალის მიღმაა, არა სახელმწიფოს მოწყალებაზე-ის ყოველთვის ჯალათია, არამედ მშრომელთა ხელში არსებულ ძალაზე- მათ სოლიდარობაზე, გაჭირვებისას ერთმანეთის თანადგომაში, საკუთარი კეთილდღეობისა და ღირსების დანახვაზე. სოლიდარობაზე.
ბრძოლა უნდა არსებობდეს ყველა შესაძლო ფრონტზე ლეგალური და ილეგალური სახით, ილეგალური წარმოადგენს პროპაგანდის ყველაზე ცხად, გულწრფელ, ხმამაღალ, მშრომელთა გაჭირვებით, უსამართლობით, შურისძიებით, დამცირებით, ბრაზით , სამართლიანობის სურვილით გადავსებული გულიდან ამოხეთქილ ყვირილს, რომელიც მთელს ერს გამოაღვიძებს და ბრძოლის ყიჟინად გაჰყვება ჩაგრულთა გამარჯვებამდე.
ახლა როდესაც ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად ათობით ადამიანი ქუჩაში რჩება და ამას ქალაქისათვის-ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლს უწოდებენ, როდესაც გარეგანი კეთილდღეობა, მშენებარე კორპუსების ჩრდილში ჩამალულ, ადამიანთა უბედურებაზე დგას. ახლა როცა დახოცილი მუშები თანაგრძნობასაც აღარ იწვევს ხალხში და მშრალ სტატისტიკად იქცევიან. ახლა როცა მუშაობა და არა თუ ოჯახის არამედ თავის ვერ გამოკვებაც კი ნორმადაა ქცეული. ახლა როდესაც ინფიცირებული ადამიანები საკუთარი და ახლობელი ადამიანების სიცოცხლის ფასად იძულებულნი არიან სამსახურში გავიდნენ რათა არ დაჰკარგონ ის. აღარაა დრო გადადების, მომავალში გაკეთების, ახლაა ის მომავალი, ის შემდეგ რომლისთვისაც ინდობდი თავს ახლაა ის მომავალი რომლისთვისაც ზოგავდი ძალებს, ახლაა წამი ბრძოლის დაწყების.