პირდაპირი მოქმედება – საქართველო

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]

იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.

ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.

მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.

ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს "სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია". ეს ის დროა როცა სწავლის საფასურმა თითქმის გაორმაგდა.
პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”. ეს ის დროა როცა სწავლის საფასური თითქმის გაორმაგდა.

 

პირდაპირი მოქმედება, მანიფესტი

თანამედროვე განათლება

საქართველოში განათლება ავტორიტარულია. განათლების სისტემა დაფუძნებულია კონკურენტული ბრძოლის და იერარქიის პრინციპებზე, რაც ბადებს სოციალურ ატომიზაციას და შესაბამისად იწვევს ურთიერთდახმარების და სოლიდარობის ინსტიტუტების განვითარების შეფერხებას. ასეთი ვითარება შეუძლებელს ხდის სტუდენტურ გარემოში თავისუფლების და თანასწორობის არსებობას.

“ოფიციალური” პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთხვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ.

არსებულ პირობებში, როდესაც საბაზრო ურთიერთობები აქტიურად იმკვიდრებენ თავს განათლების სფეროში, განათლების მიღების შესაძლებლობა ხდება სულ უფრო ნაკლებად მისაწვდომი საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. სასწავლებლები ყურადღებას უთმობენ შემოსავლის მიღებას, და არა სტუდენტების დახმარებას ცოდნის გაღრმავებაში. ამასთანავე სწავლის პირობები და უნივერსიტეტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებენ. ხელისუფლება არ არის დაინტერესებული სასწავლო პროცესში რადიკალური, საფუძვლიანი ცვლილებების შეტანით. ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ პერმანენტული რეფორმები, კოსმეტიკური ცვლილებები, რომლებიც არ წყვეტენ განათლებაში არსებულ პრობლემებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, განათლების ხარისხის რეალური ამაღლება და არსებული პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ თავისუფალი სტუდენტური მოძრაობის და განვითარებული სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის შედეგად. ჩვენ ვდგავართ ლიბერტარული (თავისუფალი) პედაგოგიკის პრინციპებზე.

მიზნები

თავისუფალი პროფკავშირის (სინდიკატის) მიზანია დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობის შექმნა მოქმედებების კოორდინაციის და ორგანიზების თავისუფალ, ჰორიზონტალურ პრინციპებზე. სინდიკატის მიზანი არის სასწავლო პროცესის რეგულირება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობის მიერ.

რადგან სასწავლო პროცესი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პიროვნების, და შესაბამისად მთლიანობაში საზოგადოების ფორმირებაზე, განათლების სისტემაში არსებული ავტორიტარული პრინციპები ღრმად უარყოფითად მოქმედებენ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ გულგრილნი ძირეული გამანთავისუფლებელი მოძრაობების მიმართ, და აუცილებლად მიგვაჩნია გავუწიოთ აქტიური დახმარება ყველას, ვინც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს. ჩვენ ასევე ვუცხადებთ სოლიდარობას უცხოეთის ყველა დამოუკიდებელ სტუდენტურ პროფკავშირს და განმანთავისუფლებელ მოძრაობას. ავტორიტარიზმისგან განათლების განთავისუფლების საქმე ყველა ქვეყნის სტუდენტისთვის საერთოა.

ყოველდღიური საქმიანობა

ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებში ყურადღებას ვამახვილებთ შემდეგ მიმართულებებზე:

მონაწილეობა სტუდენტურ ბრძოლაში:

სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა და გაფართოება (სწავლის პირობები, სტიპენდიები, სწავლის საფასური და ა.შ.)

ბრძოლა ადმინისტრაციის უფლებების შეზღუდვისთვის, საბოლოო ეტაპზე ადმინისტრაციის ჩანაცვლება სტუდენტურ-ლექტორული თვითმართველობით.

მონაწილეობა სოციალურ ბრძოლაში, რაც გულისხმობს:

ბრძოლა სიტყვის, პრესის, შეკრების, პიროვნების თავისუფლებისთვის და ა.შ.

ბრძოლა შოვინიზმის, ნაციზმის და სხვა ანტიჰუმანური მოძრაობების და მოვლენების წინააღმდეგ.

ამ მიმართულებებით ჩვენი მოქმედებების მეთოდები:

ჩვენი პოზიციის გავრცელება ბეჭვდითი და სიტყვიერი ფორმით, გაზეთების, ჟურნალების, პროკლამაციების გამოშვება, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.

პირდაპირი მოქმედების აქციები:

პიკეტები, დემონსტრაციები, პასიური წინააღმდეგობა, გაფიცვები და ბრძოლის სხვა მეთოდები.

ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა.

გაუმარჯოს რეალურ თვითმართველობას!

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!

* * *

პირდაპირი მოქმედება ორგანიზაციული ხელშეკრულება 
(წესდება)

ნაწილი I

ზოგადი დებულებები/შესავალი

ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!

1) სინდიკატი ,,პირდაპირი მოქმედება’’ (იგივე ‘’პ.მ’’) არის საქართველოში განათლების ავტორიტარიზმისგან განთავისუფლებაში დაინტერესებული ადამიანების არაპარტიული/არასამთავრობო გაერთიანება.
2) ‘’პ.მ’’ არის სახელმწიფოსგან, კომერციული სტრუქტურებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან დამოუკიდებელი ორგანაიზაცია, რომელსაც გააჩნია თავისი მიზნები და ბრძოლის მშვიდობიანი ხერხები.
3) ‘’პ.მ’’ მოქმედებს სინდიკალისტური მეთოდებით ლიბერტარიანული პრინციპებიდან გამომდინარე
4) ‘’პ.მ’’ მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ თავისუფალ გაერთიანებასთან, რომელიც გაიზიარებს სინდიკატის მანიფესტში აღნიშნულ პრინციპებს, მიზნებს და მეთოდებს.

მიზნები

1) ჩვენი მთავარი მიზანი არის ლიბერტარულ პრინციპებზე, თავისუფალი სტუნდენტური მოძრაობის შექმნა, სტუნდენტურ გარემოში ურთიერთდახმარების და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრება, განვითარება, სტუნდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა, მათი გაფართოება, სტუნდენტურ-ლექტორული თვითმართველობის მიერ განათლების პროცესის რეგულირება.

ნაწილი 2 ორგანიზაციული სტრუქტურა

2.1 ,,პ.მ’’ შედგება ადგილობრივი სექციებისგან, სექცია იქმნება სასწავლებელში სინდიკატის მინიმუმ 3 წევრისგან შემდეგი სქემით : 1 სასწავლებელი – 1 სექცია. სინდიკატის სექციები ორიენტირებულნი არიან წევრების გაზრდაზე და ახალი სექციების შექმნაზე აქტიური საქმიანობისთვის.
2.2 გადაწყვეტილება ‘’პ.მ’’ სექციის შექმნის თაობაზე მიიღება დამფუძნებელ კრებაზე (კონფერენციაზე). კონფერენციის ოქმი გადაეცემა ორგანიზაციის საბჭოს. სექციის დამფუძნებელ კრებას ესწრება საბჭოს წარმომადგენელი დამკვირვებლის სტატუსით.
2.3 სინდიკატის ინდივიდუალური წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ სასწავლებლებში სადაც ჯერ არ არსებობს სექცია.
2.4 ,,პ.მ’’-ი ს ყველა სექცია ვალდებულია დროულად მიაწოდოს საბჭოს ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ.
2.5 სინდიკატის ყველა სუბიექტი რეგისტრირდება ორგანიზაციის საბჭოში
2.6 პმ-ს ყველა სექციას აქვს ერთნაირი სახელწოდება, განსხავებით მოქმედების ადგილებში – მაგ: პირდაპირი მოქმედება – თსუ ან თსუ-ს სექცია და ა.შ.
2.7 საერთო პრობლემების (მაგ: შიდაორგანიზაციული კონფქლიტი და ა.შ.) შესახებ ორგანიზაციის აზრის გასარკვევად შესაძლებელია ჩატარდეს რეფერენდუმი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა შეიძლება ეკუთვნოდეს ნებისმიერ სექციას. რეფერენდუმის ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფა, მონაცემთა გადამუშავება და სხვა ორგანიზაციული საკითხები წყდება საბჭოში დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

3 ‘’პ.მ’’  ტექნიკური და საკოორდინაციო ორგანო არის საბჭო. საბჭო შედგება სექციების წარმომადგენლებისაგან რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრივილეგიები. -ახმოვანებენ მათი სექციის პოზიციას.
– ვალდებულნი არიან წარუდგინონ თავიანთ სექციებს რეგულარული მოხსნება ჩატარებული მუშაობის შესახებ
– შეიძლება იქნან გაწვეულნი და შეცვლილნი ნებისმიერ დროს.

საბჭო:
– ადგენს და ცვლის წესდებას და მანიფესტს
– ადგენს სხვა დოკუმენტებს და რეზოლუციებს
– განიხილავს გარიცხულთა აპელაციებს, ცალკეული პირების მიღების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს.
– ნიშნავს ამხანაგურ სასამართლოს
– გამოიმუშავებს საერთო ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებს
– იბარებს პირდაპირი მოქმედების სუბიქეტების მოხსენებებს ჩატარებული მუშაობის შესახებ ასევე საბჭოს ფუნქციებში შედის საქმიანობის შემდეგი მიმართულებები
– ინფრომაციული (ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება სექციებს შორის, რეფერენდუმების ჩატარება და სხვა)
– ორგანიზაციული (სინდიკატის სუბიექტთან მონაცემთა ბაზა)
– კონსულტაციური (სექციების დახმარება ლიტერატურით, გამოცდილების გაზიარება, სემინარების მოწყობა და.ა.შ) საბჭოს გადაწყვეიტელბა შედის ძალაში თუ სხდომაზე სექციების ნახევარზე მეტი იქნება წარმოდგენილი.
ნაწილი 3

წევრობა პირდაპირ მოქმედებაში
3.1 სინდიკატის წევრი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც იზიარებს მანიფესტში და წესდებაში გაწერილ პრინციპებს. ეთანხმება და აღიარებს ორივე დოკუმენტს. 3.2. პ.მ. წევრი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უკვე შეუსრულდა 17 წელი განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რასის და რელიგიის.
3.3 პირდაპირი მოქმედების წევრები არ შეიძება იყვნენ განათლების სისტემაში პასუხისმგებელ თანამდებობაზე მომუშავე პირები, სასწავლებლის ადმინისტრაციის და ე.წ. ოფიციალური თვითმართველობის წარმომადგენლები. სადამსჯელო-რეპრესიული ორგანოების თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიის წევრები
3.4. სინდიკატში გაწევრიანებისთვის აუცილებელია წერილობითი განცხადების შეტანა ადგილობრივ სექციაში ან ორგანიზაციის საბოჭში. განცხადების განხილვის პერიოდი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1 კვირა
3.5. სექციის ან საბჭოს გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წევრი შეიძლება იქნას გარიცხული შემდეგი ქმედებების გამო – წესდების, მანიფესტის და სინდიკატის სხვა დოკუმენტების დარღვევა.
– გრძელვადიანი (2-3 თვე) უმოქმედობა მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე.
– პირდაპირი მოქმედების დისკრეტიდაციისკენ მიმართლი ნებისმიერი ნაბიჯი.
3.6 გარიცხულს აქვს უფლება მიმართოს სექციას ან ორგანიზაციის საბჭოს აპელაციით სინდიკატში აღდგენის თაობაზე
3.7 სადაო საკითხების გადაწყვეტა შეუძლია ამხანაგურ სასამართლოს
3.8 ორგანიზაციის ნებაყოფლობითი დატოვების შემთხვევაში აუცილებელია სექციის ან საბჭოს ინფორმირება წერილობითი განცხადების ფორმით.

ნაწილი 4
პირდაპირი მოქმედების წევრების უფლებები და მოვალეობები
4.1 ‘’პმ” ს წევრს აქვს უფლება
– მიიღოს ინფორმაცია სინდიკატის საქმიანობის შესახებ
– მიიღოს აქტიური მონაწილეობა სინდიკატის მუშაობაში
– დატოვოს ორგანიზაცია განცხადების შედეგად.
4.2. პირდაპირი მოქმედების ყოველი წევრი ვალდებულია:
– შეასრულოს წესდება, სექციების და საბჭოს გადაწყვეტილებები. იმოქმედოს მანიფესტის და ორგანიზაციის სხვა დოკუმენტების მიხედვით.
– დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი
– მხარი დაუჭიროს სინდიკატის საერთო გადაწყვეტილებებს, კონფერენციების საერთო რეზოლუციებს და მათ შესრულებას (უმცირესობის უფლებების 5,2 მუხლის გათვალისწინებით)

ნაწილი 5 რეგლამენტი
5.1 საბჭოს ან სექციის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, სასურველია კონსენსუსის მიღწევა. თუ ეს შეუძლებელია გადაწყვეიტელბა მიიღება უმრავლესობის მიერ აქტიური განხილვის შემდეგ.
5.2 უმცირესობას შეუძლია არ შეასრულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, მაგრამ იღებს ვალდებულებას არ შეუშალოს ხელი გადაწყვეტილების შესრულების პროცესს.
5.3. სექციის იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც შიდა საქმეებს ეხება, სასურველია იცოდეს პმ-ს სხვა სუბიქტებმაც. თუ გადაწყვეტილება ეხება მთლიანად ორგანიზაციას ის აუცილებლად გახდება საჯარო განხილვის თემა საბჭოში ან რეფერენდუმის მეშვეობით. 5.4 საბჭოში სექციების წარმომადგენლები აირჩევიან სექციის კრებაზე. წარმომადგენლები იღებენ მათი სტატუსის დამადასტურებელ მანდატს.
5.5საბჭოში ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სახის პრინციპი, 1 სექცია – 1 ხმა.

თავისუფლება! თანასწორობა! სოლიდარობა!

* * *

მოკლე ვიდეოსიუჟეტი “პირდაპირ მოქმედებაზე” 2010

 

* * *

Über Alles TSU, Über Alles!

ეს ტექსტი ეხება “პირდაპირი მოქმედების” ჯგუფის რამოდენიმე წევრსა და თსუ-ს სტუდ. თვითმმართველობას შორის მომხდარ ინციდენტს.

გიორგი ხუბუა — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

იოზეფ გებელსი — სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხმინისტრი.

სანამ ამ პატარა წერილის მთავარ ნაწილზე გადავიდოდე, მინდა რამდენიმე ციტატა მოვიყვანო :

,, «მე პირადად მეცნიერი ვარ და ვიცი, რომ ელემენტარული დიალექტიკაა – სადაც არ არის წინააღმდეგობა, არ არის განვითარება. აქედან გამომდინარე, განსხვავებული აზრის მიმართ შეურიგებლობა ან მიუღებლობა არ გვაქვს. სასურველია, რომ მოვისმინოთ რაციონალური არგუმენტები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ფაკულტეტებთან შეხვედრის დროს, დიალოგი გადადიოდა ემოციურ სიბრტყეში… აშკარად იგრძნობა არგუმენტების დეფიციტი 24 საათისათვის» (22.06.2006, #137, გვ.5)’’

«ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ სტუდენტებს ჩემთვის ერთხელაც არ მოუმართავთ და ჩემთან შეხვედრა არც უცდიათ. ეს ფორმა, როცა ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე ასეთ სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ უნივერსიტეტს, რომლის პრესტიჟი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ცუდი ფაქტია»

ორივე განცხადება, ბატონი გიას მიერ არის გაკეთებული.

მშვენიერი პროპაგანდაა ვერაფერს იტყვი. წამებულის მანტია ძალიან კარგად მუშაობს, აფერუმ ბატონო გია (გიორგი) მოხიბლული ვარ თქვენით! საოცარია ამხელა შრომისმოყვარეობის უნარი ამხელა მიზანმიმართული საქმიანობა და ასეთი კარგი Waffen-SS ფორმირება, ტფუ შემეშალა, მინდოდა მეთქვა ასეთი კარგი თვითმმართველობა. ,,ჭეშმარიტად N1 ქართული უნივერსიტეტის’’ რექტორი ბრძანდებით!

ბატონმა გიამ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, ბევრჯერ ახსენა რომ თსუ არის საუკეთესო საშუალება ცოდნის მისაღებად და ახალგაზრდის სრული განვითარებისთვის, ეს არის ისეთი საუნივერსიტეტო სივრცე სადაც სტუდენტებს ეძლევა საშუალება ერთდროულად მიიღოს მაღალი დონის ევროპული განათლება (აქამდე თუ დაეცემოდა ევროპული განათლება არ მეგონა) და მართოს უნივერსიტეტი.

ევროპული განათლების მიღების იმედი გადამეწურა იმ წამს, როდესაც ფეხი შევდგი ამ ,,ცოდნის ტაძარში’’, მაგრამ იმის იმედი არ დამიკარგავს, რომ რაიმეს შეცვლით იქნებოდა ე.წ. თვითმართველობა მაინც დაინტერესებული. ეს იმედიც მალე გამიქრა რადგანაც ეს ისეთივე ბიუროკრატიული აპარატი აღმოჩნდა, როგორიც ადმინისტრაცია. ეს პატარა ,,მმართველებიც’’ ისევე ცდილობენ ნებისმიერი გზით სკამის შენარჩუნებას, როგორც მათ ზემოთ მდგომნი და რაც მთავარია, ამ ,,პროგრესულ’’ ძალას, ისევე ეშინია ცვლილებების როგორც თსუ-ს სულზე უტკბესს ადმინისტრაციას.

გუშინ პირდაპირი მოქმედების წევრებმა მანიფესტი გაავრცელეს თსუ-ს მეორე კორპუსში (იგივე აქცია შედგა სამხატვრო აკადემიაში), კანონმდებლობით საუნივერსიტეტო სივრცეში აქვს თავისუფალ პროფკავშირს არსებობის და აგიტაციის უფლება, როგორც გაირკვა არა თსუ-ში. მანიფესტის ასლის შეტენა ბატონ გიასთანაც ვცადეთ, იმ იმედით რომ იგი დაინტერესდებოდა ამ ყველაფრით და როგორც მინიმუმ ცივილიზებული ფორმით დაგვისაბუთებდა თავისი პოზიციის სისწორეს და აღარ განმეორდებოდა მისთვის უცნაური ფორმა, როდესაც სტუდენტები არ გამოთქვამდნენ მასთან შეხვედრის სურვილს, მაგრამ როდესაც დაცვამ და მდივანმა გადაიკითხეს მანიფესტი (თუმცა ალბათ აცნობეს ბატონ გიას), მათ გვითხრეს, რომ ისინი ვერ გადასცემდნენ ამ წერილს ბატონ რექტორს და უკან დაგვიბრუნეს, გვირჩიეს რომ კანცელარიაში დაგვეტოვებინა თუმცა დიდი იმედი ნუ გექნებათ-ო. პროკლამაციების გავრცელება ხდებოდა კანონის ყველა წესის დაცვით, არანაირი ადმინისტრაციული რესურსის დაზიანება ან რაიმე მსგავსი არ მომხდარა.

როდესაც მინი-აქცია დასასრულისკენ მიდიოდა, ,,თავისუფლებისთვის’’ და ,,განვითარებისთვის’’ მებრძოლი თვითმართველობის წევრი გამოჩნდა და გვითხრა, რომ თუ რაიმე პრობლემა გვქონდა შეგვეძლო თვითმართველობის პრეზიდენტთან და წარმომადგენლებთან ერთად წყნარად და მშვიდად განგვეხილა, რაღა თქმა უნდა თუ გვქონდა არგუმენტები. როდესაც ეს ყველაფერი საჯაროდ შევთავაზეთ, მათგან მივიღეთ უარი, არგუმენტები იყო ის, რომ საჯარო დებატების მოწყობას სჭირდება ფინანსები (?), დიდი დრო (?) და რესურსი (?) (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ,,სტუნდენტური Party’’ მოწყობა ძალიან მცირე დროში შეიძლება, ალბათ ესეც თსუ-ს ევროპულ განათლების შემადგენელი ნაწილია). რადგან ასეთი აბსტრაქტული და ასტრალურად წარმოუდგენელი აღმოჩნდა საჯარო სივრცეში ამ ყველაფრის მოწყობა, დავთანხმდით და იმ იმედით რომ მივიღებდით არგუმენტირებულ პასუხებს და შედგებოდა 2 სტუდენტურ ჯგუფს შორის ჯანსაღი დისკუსია. თუმცა ეს იმედი მაშინვე მოკვდა, როდესაც თვითმართველობის პრეზიდენტი ბატონი დაჩი(თუ არ ვცდები) შემოვიდა და იურიდიულ-ქუჩური ტერმინებით(ესეც მაღალი დონის მანიშნებელია მეგობრებო!), საოცრად პრაგმატული გინებით და მრავალი ,,ევროპული განათლებისთვის’’ დამახასიათებელი ტერმინით დაიწყო საუბარი ( უფრო სწორად ე.წ. კაჩაობა (შეგახსენებთ ეს ის თვითმართველობა, რომელიც გულაშვილის სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას შეუერთდა). არგუმენტაცია ვერანაირად ვერ მოქმედებდა, მსჯელობის პასუხად საკითხის ხელოვნური დაძაბვა და ისტერია ახლდა თან, მთავარი ,,რაზბორკა’’ კი ამ ნაწყვეტის გამო მოხდა

ამონარიდი მანიფესტიდან :

«ოფიციალური» პროფკავშირები და სტუდენტური თვითმართველობის ორგანოები ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სტუდენტების ინტერესების დაცვის სფეროში და ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების რეალურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში არსებული საკითხების გადაწყვეტაში, რადგან ხშირ შემთხვევაში თვითონ იმყოფებიან სასწავლებლის ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ.’’

რატომღაც სულზე უტკბესმა თვითმართველობის წევრებმა ეს მიიღეს პირად შეურაცხოფად და დაიწყეს გინება და ყვირილი იმაზე , რომ ვინც თვითმართველობას შეეხებოდა ყველას ##########! ასევე შემოგვთავაზეს თსუს მეორე კორპუსის უკან გასვლა და იქ ახსნა ვინ რა კაცი იყო!

ნებისმიერი მცდელობა და ახსნა, რომ მანიფესტი ზოგადად სისტემურ პრობლემატიკას ეხებოდა და არა რომელიმე წევრს სრულიად ამაო იყო, სამაგიეროდ მათვის გინება ყველაზე გულახდილი ნათქვამი რომელიც რეალურად გამოხატავს დღევანდელ მდგომარეობას თსუ-ში.

დიალოგი N1:

მე — Direct Action საერთაშორისო ორგანიზაციაა, ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და მანიფესტის პრინციპები ყველასთვის ერთია(მცირე შესწორებებით რაღათქმაუნდა). შეგიძლია იხილო თუნდაც უკრაინული მაგალითი. თან კანონით გვაქვს მგონი ამის უფლება, ასე არ არის?

სუბიექტი — მისმინე ჩემი ძმა, ეს საქართველოა და აქ სულ სხვა პონტია. კანონი და ეგეთები არ გვინდა რა.

დიალოგი N2 –

მე — აქ ზოგადად სისტემაზეა საუბარი თქვენ შეიძლება გინდოდეთ შეცვლა, მაგრამ არსებული რეჟიმი არ გაძლევთ ამის საშუალებას. ეს ალტერნატიული გზაა.

ის — მისმინე, ჩემი დედა #####! აქ თვითმართველობა წერია და ვინც თვითმართველობას შეეხება ყველას დედას #####ნვთ და ყველამ იცოდეს ვინ არიან თვითმართველობაში

მე- საოცარია, მაგრამ პირადად რატომ იღებთ? საუბარი ზოგადად ინსტიტუტზე და სისტემაზეა

ის — ბიჭო! ###-ზე მკიდია სისტემა და ინსტიტუტი და ალტერნატიული გზა, თუ რამე მოგინდება ამოხვალთ თვითმართველობაში და იქ გაარკვევთ, არ მინდა და არ გაავრცელებთ სულ არ მაწყობს თქვენი პროკლამაციები.

მე — კარგი აზრი არ აქვს საუბარს.

ის- რაააა? ჩემი დედა ##### აზრი არ აქვს საუბარს? გინდა მეორეს უკან გავიდეთ და იქ ვისაუბროთ და ვიჩხუბოთ? თუ გინდა თქვენ 100 იყავით და მე მარტო ვიქნები.

პატარა დაწყნარება და დასასრული დიალოგის

იცოდეთ ჩვენ ვინ ვართ ბიჭო!

მადლობა, რომ გაგვაგებინეს ვინ არიან თვითმართველობაში! თვითლუსტრაცია კარგი რამ ყოფილა.

ბატონი გია არ შეგხვდა, მაგრამ შეგხვდა ქუჩური მენტალიტეტის მქონე იურიდიული თვითმართველობა, რომელთაც აშკარად აქვს ბატონი გიას გულის გასახარად ,,ევროპული განათლება’’ მიღებული.

არა მგონია წაიკითხოს ეს სულზე უტკბესმა ადმინისტრაციამ, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ დღეს არსებული საუნივერსიტეტო რეჟიმი არის ფაშისტური! მიზნად ისახავს ადამიანის ზომბირებას და ისეთ ადამიანად გარდაქმნას, როგორიც მათ სურთ! ეს არის სრული დიქტატი და ნებისმიერი კანონის (რომელიც მათ მიერ არის დაწერილი და მათივე ინტერესებისთვის ) სრული უგულებელყოფა და ფეხქვეშ გათელვა!

დიდება გებელსის პროპაგანდას, ბატონი გიას რეალობას!

გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ გვაქვს ,,ევროპული განათლება’’, ,,აზრის გამოხატვის თავისუფლება’’, ,,ალტერნატიული აზრის არსებობა’’ ; გვყავს სტუდენტებზე გადამკვდარი თვითმართველობა(ასე დაგვიხასიათეს თავი)! გვაქვს ფაშიზმი და გვაქვს…

არაფერი არაფერთა შორის!

შეუცნობელია ხუბუას გზანი, და კიდევ უფრო შეუცნობელი თვითმართველობის გზანი, რომელსაც ევროპულ განათლებამდე მივყავართ!

Ash, 2010

Facebook Comments