C.2 რატომ არის კაპიტალიზმი ექსპლუატაცია ?

ანარქისტები კაპიტალიზმის დახასიათების დროს მას აღწერენ როგორც – დამქირავებლის მიერ მშრომელების ექსპლუატაციას, რომელსაც ახდენს კაპიტალის მფლობელი. ამ თვალსაზრისის ყველაზე ცნობილი განმარტება არის  პრუდონის ნაშრომი „კერძო საკუთრება ქურდობაა“, რა თქმა უნდა მსგავსი ხედვა აქვს ანარქიზმის ყველა ფორმას. ბაკუნინი კაპიტალიზმს აღწერდა როგორც „ეკონომიკურ ურთიერთობას ექსპლუატატორსა და ექსპლუატირებულს შორის“, როგორც ის გულისხმობს, უმცირესობას აქვს „ძალაუფლება და პრივილეგია რომ იცხოვროს სხვების შრომის ხარჯზე, აქვს უფლება რომ მოახდინოს მათი ექსპლუატაცია ვინც არ ფლობს ძალაუფლებას და კაპიტალს, ამიტომ ისინი იძულებული არიან გაყიდონ საკუთარი მწარმოებლური ძალა, ფიზიკური და გონებრივი უნარი იმათზე ვინც ფლობს ამ ორივეს – კაპიტალს და ძალაუფლებას.“ [ბაკუნინის პოლიტიკური ფილოსოფია, გვ.183], ეს ნიშნავს იმას რომ, როცა მშრომელი ჰყიდის საკუთარ შრომას დამქირავებელზე, მის მიერ შექმნილი პროდუქტის ღირებულების დიდი ნაწილი არის უსამართლოდ მითვისებული დამქირავებლის მიერ“. [კროპოტკინი „ანარქია და ანარქო-კომუნიზმი“, გვ. 52]
ამ კრიტიკის საპასუხოდ და საკმაოდ ირონიულად, კაპიტალიზმი იცავს კერძო საკუთრებას როგორც შრომის პროდუქტს. [როგორც აღნიშნულია სექცია B.4.2_ში] ჯონ ლოკიმიიჩნევს რომ დაცული უნდა იყოს კერძო საკუთრება, იმ თვალსაზრისით რომ ნებადართულია საკუთარი შრომა მიჰყიდო სხვებს.

ეს კი საშუალებას აძლევს შრომის მყიდველებს(კაპიტალისტებს და მესაკუთრეებს) მიითვისონ სხვა ადამიანების(დაქირავებული მუშების და მოიჯარეების) შრომის პროდუქტი და ამრიგად, დისიდენტი ეკონომისტის, დეივიდ ელერმანის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კაპიტალისტური წარმოება, ანუ წარმოება რომელიც დაფუძნებულია სამუშაო ხელშეკრულებაზე, მშრომელებს ართმევს ყოველგვარ უფლებას მათივე შრომის ნაყოფზე. კაპიტალისტურ სისტემაში ილუზია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მათივე შრომის პროდუქტზე, ყოველთვის იყო სხვისი წარმოებული პროდუქტის მითვისების გამართლების საშუალება. ამრიგად კაპიტალისტური წარმოება, ყოველთვის იყო დაფუძნებული ექსპლუატაციაზე, რადგანაც ის ფაქტობრივად ხელს უწყობს დამქირავებლის მიერ, მშრომელთა მიერ წარმოებული პროდუქტის მითვისებას.“

 

ეს ყველაფერი პრუდონმა აღწერა შემდეგნაირად:

„თუ ვინც შრომობს ის თავად გახდება მესაკუთრე,  ეს იქნება პოლიტიკური ეკონომიკის და იურისპუდენქციის პრინციპების გარდაუვალი უგულვებელყოფა, და როცა მე ვამბობ მესაკუთრეს, მე არ ვგულისხმობ უბრალოდ საკუთარი ანაზღაურების, ხელფასის, ჯამაგირის მესაკუთრეს, მე ვგულისხმობ მესაკუთრეს რომელიც ფლობს იმ დოვლათს, რაც მან შექმნა, რომლისგანაც მხოლოდ დამქირავებელი, კაპიტალისტი იღებს მოგებას და სარგებელს. მუშას აქვს ბუნებრივი, სამართლიანი უფლება იმაზე რაც მან შექმნა, იმის შემდეგაც კი როცა ის იღებს საკუთარ ხელფასს გაწეული შრომის სანაცვლოდ.“ [„რა არის კერძო საკუთრება?“ გვ. 123-4]

 

კაპიტალიზმის მორალური გამართლება რომ ავიღოთ, ის საკუთარ კრიტერიუმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს: „კაპიტალიზმის მხარდამჭერები ამბობენ რომ მუშას, აქვს უფლება ისარგებლოს ბუნების მიერ შექმნილი პროდუქტით და ასევე კაპიტალისტური ინდუსტრიის მიერ შექმნილი პროდუქტით, რეალურად კი მშრომელს, არ აქვს არც ერთის საშუალება. მის მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს დამქირავებლის საკუთრებას, ხოლო ბუნების პროდუქტი, ისევე როგორც მთლიანად ბუნება სახელმიწიფოს საკუთრებას, რომელსაც იგი კაპიტალის მფლობელზე ჰყიდის, ხშირად კი მშრომელს არ შეუძლია საკუთარი წარმოებული პროდუქტის შეძენაც კი, ამ პროდუქტის არაადეკვატურად მაღალი ღირებულების და მისი უსამართლოდ დაბალი ხელფასის გამო.“ [პრუდონი, „ციტირება შრომაზე“ გვ.65 ].

როცა მოაიზრებენ ანარქისტულ საზოგადოებას და მისი მოწყობის პრინციპს, ეს თემა არის დიდი განხილვის საგანი ინდივიდუალისტ და კოლექტივისტ ანარქისტებს შორის, ინდივიდუალისტები მიიჩნევენ რომ ცალკეულმა მშრომელებმა უნდა მიიღონ საკუთარი შრომის პროდუქტი იმის მიხედვით თუ რამდენად პროდუქტიულები არიან, ანარქო-კომუნისტები კი მიიჩნევენ რომ „თუ სოციალური საკუთრება განაწილდება საჭიროების და მოთხოვნილების მიხედვით ეს იქნება საუკეთსო ეკონომიკური შეთანხმება.“ ეს არის ორი მიზეზის გამო, პირველი – „თანამედროვე ინდუსტრიაში არ არის არანაირი ინდივიდუალური პროდუქცია, იმიტომ რომ ყველა მშრომელი და მათი შრომის პროდუქტი არის სოციალური, შრომის ინსტრუმენტები რითიც ისინი სარგებლობენ სხვა ადამიანებმა შექმნეს, ასევე ცოდნა, რომელიც საჭიროა ამ სამუშაოს შესრულებისთვის, მათ მიიღეს სხვა ადამიანების მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარების შედეგად,  ყველა ეს ცოდნა თუ გამოცდილება წარმოადგენს ადამიანის სოციაულური ბუნების გამოხატულებას, როცა ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გადაეცემოდა ერთი ადამიანიდან მეორეს, მესამეს და ა.შ. .“ [ბერკმენი, „რა არის ანარქიზმი?“ გვ. 169-70] მეორე მიზეზი – სამართლიანობის თვალსაზრისით, მოთხოვნილების ქონა არ არის დამოკიდებული მუშაობის უნარზე და რა თქმა უნდა უსამართლო იქნება რომ დავსაჯოთ ის ადამიანები, ვისაც ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია მუშაობა (მაგალითად: ავადმყოფები, ბავშვები ან მოხუცები), ეს იქნება ფუნდამენტური ანარქისტული პრინციპების დარღვევა და უკიდურესი ეგოიზმი რომ არ გავუზიაროთ ასეთ ადამიანებს სოციალური საკუთრება, რომლის შექმნის დროს ნებისმიერი ადამიანი იყენებს საერთო, სოციალურ ცოდნას და გამოცდილებას, და ამ ორის შედეგად შექმნილ პროდუქტს. ამას გარდა, როცა განსხვავებული შეხედულებების მქონე ანარქისტები კამათობენ როგორ უნდა გადაწყდეს მსგავსი საკითხები, ყველაზე სამართლიანად, იმაზე ყველა თანხმდებიან რომ შრომის პროცესი უნდა აკონტროლოს მოთხოვნილებამ და საჭიროებამ, ამის მიხედვით უნდა მოხდეს პროდუქციის წარმოება(როგორც ინდივიდუალრად ისე კოლექტიურად), ასევე თანხმდებიან რომ უშრომელი შემოსავალი არის ექსპლუატაცია (იმ ადამიანების ვინც ქმნის ამ პროდუქტს) თუმცა გამონაკლისია რა თქმა უნდა შრომის უნარის არ-მქონე ადამიანები (ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და ა.შ.). ანარქისტები „უშრომელ შემოსავალს“ უწოდებენ შემოსავალს რომელსაც იღებს დამქირავებელი, მშრომელთა მიერ წარმოებული პროდუქტიდან, ასევე ნებისმიერი სახის მოგებას რომელსაც საფუძვლად უდევს სხვის(დაქირავებული მუშის) მიერ  შექმნილი პროდუქტი ან სხვა ადამიანების ექსპლუატაცია, ასევე „ჭარბი-ღირებულება“, ანუ პროდუქციის ზედმეტი ღირებულება, რომელიც არარეალურია და გაზრდილია ხელოვნურად, ასევე „მევახშეობის“ თანამედროვე, დახვეწილი ინსტიტუტები – ბანკები.

ამდენად ეს კრიტიკა არის დიდი პრობლემა კაპიტალიზმისთვის, რომელიც შესაძლოა დავინახოთ როგორც საფრთხე მრავალფეროვანი და მრავალრიცხვოვანი თავდაცვითი თეორიებისთვის, რომელიც შექმნეს ეკონომისტებმა რომ გაემართლებინათ „უშრომელი შემოსავალი“.
ეკონომისტებმა, უახლოეს წარსულში, დაინახეს საკმაოდ აშკარა პრობლემა და ამის დასაფარად შეიქმნა მთელი რიგი თეორიები. ჯონ სტიუარტ მილმა, ეკონომისტების კლასიკური სკოლის ცნობილმა წარმომადგენელმა,  აღწერა კაპიტალიზმის ტიპიური მორალური გამართლება, ასევე იმ პრობლემების გამართლებასთან ერთად რომელსაც ის იწვევს. როგორც ის თავის ნაშრომში „კლასიკური შესავალი ეკონომიკაში“ განმარტავს: „კერძო საკუთრების ცნება, რომ დავიყვანოთ მის არსებით ელემენტებამდე, ეს არის შემეცნება, თითოეულ პიროვნებაში, რომ მას აქვს ექსკლუზიური განკარგვის უფლება იმაზე რაც მან შექმნა თავისი ფიზიკური ანგონებრივი ძალისხმევით, საფუძველი ამ ყველაფრის, არის მწარმოებლების უფლებები საკუთარი შრომის პროდუქტზე“ .ამის შემდეგ კი ის აღნიშნავს თუ როგორ აშკარა წინააღმდეგობაში მოდის კაპიტალიზმის პირობებში შექმნილი კანონები და როგორ ერგება ის მფლობელების, დამქირავებლების ინტერესებს: „მშრომელებს არ აქვთ უფლება იმაზე რასაც ისინი აწარმოებენ“ ამგვარად, აქედან შესაძლოა განიმარტოს რომ კაპიტალისტური საზოგადოება ცნობს ინდივიდის საკუთრების უფლებას, იმ საკუთრების რომელიც არ შეუქმნია მას, მაგალითად მუშები წარმოებაში ქმნიან მთელს პროდუქციას, საკუთარი შრომით და უნარებით, თუმცა, ნაცვლად იმისა რომ ეს ყველაფერი ეკუთვნოდეთ მათ, კანონი აძლევს მათ მხოლოდ მათთვის გათვალისწინებულ ქირას, ხელფასს, და პროდუქციას კი მიაკუთვნებს იმას, ვისაც აქვს  ფულადი სახსრები და კაპიტალი, რის გარეშეც ალბათ თვითონ მოუწევდა შრომა იმ პროდუქტების შესაქმნელად რომელსაც ყიდულობს კაპიტალით. [ჯონ სტიუარტ მილი, პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები, გვ 25]

ნეოკლასიკური ეკონომიკის ზრდასა და განვითრებასთნ ერთად, პრობლემა იგივე დარჩა და საჭირო იყო კაპიტალიზმის გასამართლებლად რომ მას ძველებურად გაეგრძელებინა ეკონომიკის მართვა.  ჯონ ბეითს კლარკმა, სტიუარტ მილის მსგავსად გააკრიტიკა კაპიტალისტური საზოგადოება და შემდეგნაირად განმარტა ეს ყველაფერი:

„როცა მუშა ტოვებს სამუშაო ადგილს, და სურს წაიღოს თავისი კუთვნილი ანაზღაურება, სამოქალაქო კანონები გარანტიას უქმნის მას რომ მან მიიღოს საკუთარი ანაზღაურება, ხელფასი, მაგრამ სანამ ის დატოვებს სამუშაო ადგილს, ის არის კანონიერი მფლობელი იმ სიმდიდრის ნაწილისა რომელსაც მანამდე მიეს მიერ ჩადებული შრომა მოუტანს მომავალში მის საწარმოს/კომპანიას. ეკონომიკურ კანონს კი შეუძლია რომ, ერთის მხრივ გაურკვეული გზით, დაადგინოს როგორი უნდა იყოს მშრომელის ანაზღაურება,  შესაბამისი რაოდენობა მის მიერ შექმნილი ღირებულებისა, რომელიც გააჩნია იმ მომენტში საწარმოს/კომპანიას, და გადაუხადოს მშრომელს არაადეკვატური, მიზერული ანაზღაურება კომპენსაციის სახით, ან  სულაც აიძულოს იგი რომ დატოვოს მისი კუთვნილი და კანონიერი წილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. სამართლიანობიდან გამომდინარე, კანონებმა საშუალება უნდა მისცეს ადამიანებს დაიტოვონ საკუთარ, მშრომელ ხელებში ყველაფერი, როგორც მათივე შექმნილი პროდუქტი, რაც კანონით არის მათი საკუთრება. ნებისმიერი სხვა ალტერნატივა იქნება ინსტიტუციონალური ძარცვა და ლეგალურად დაწესებული ძალადობა დამქირავებლის მიერ, კერძო საკუთრების და კანონის სახელით.“ [ჯონ ბეითს კლარკი, დოვლათის განაწილება, გვ. 8-9]

რატომ  უნდა იღებდნენ ასეთ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ მაღალ ანაზღაურებას, მიწის, კაპიტალის, ტექნიკის და საწარომოო რესურსის მფლობელები, როცა ამ დროს მშრომელები იღებენ საარსებო მინიმუმთან მიახლოებულ შეურაცხმყოფელ ანაზღაურებას? კაპიტალისტური ეკონომიკის თანახმად ყველაფერს აქვს ღირებულება, ასევე ადამიანები უნდა დაჯილდოვდნენ იმ გაღებული მსხვერპლის, ტანჯვის შესაბამისად რაც მათ გაიღეს და გადაიტანეს პროდუქციიის წარმოებისას. ამ სქემით, შრომა მიიჩნევა ღირებულებად რომელიც გააჩნია მშრომელს, შესაბამისად ის უნდა დაჯილდოვდეს იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მოთხოვნადია მისი შრომა, შრომის ღირებულება ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მომგებიანია იგი არსებულ კაპიტალისტურ სისტემაში, ანუ რამდენად არის მოთხოვნა მშრომელის მიერ წარმოებულ პროდუქტზე, შესაბამისად განისაზღვრება მისი შრომის ღირებულებაც. ეს კი არასოდეს არ ხდება ადეკვატურად,  მეტ სარგებელს იღებენ ადამიანები რომლების არანაირ ღირებულებას არ ქმნიან, არ მონაწილეობენ შრომის პროცესში არც ფიზიკურად და არც გონებრივად, არ ქმნიან არანაირ პროდუქციას, ეს ადამიანები არიან ბიუროკრატები, მენეჯერები, დირექტორები, თავად მფლობელები ან დამქირავებლები, რომლებიც მხოლოდ დირექტივებს გასცემენ და სხვის მიერ გაწეული შრომის ხარჯზე იღებენ მოგებას, მატერიალურ სარგებელს. მოცემული რეალობა არის დოვლათის არათანაბარი გადანაწილების საფუძვეული და ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში ხვდება უმრავლესობის შრომის შედეგად შექმნილი პროდუქტი, რაც ზრდის უფსკრულს ადამიანებს შორის და იწვევს კლასობრივ დაყოფას.  კაპიტალიზმის პირობებში(კლასობრივი სისტემის), ეს პერსპექტივა ქმნის წინაპირობას  რომ მშრომელები დათანხმდნენ რთულ და ხანგრძლივ სამუშაოს, მათი უმეტესობა ამას სიხარულით აკეთებს იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს და შრომა არის ერთადერთი ღირებულება რისი გაყიდვაც შეუძლია მას, საკუთარი ფიზიკური შრომის თუ ცოდნის გაყიდვის სანაცვლოდ კი შეუძლია არსებობისთვის საჭირო რესურსების მიღება. მათ უწევთ საკუთარი დროის, ენერგიის, ცოდნის, ჯანმრთელობის და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის გაღებაც კი იმ დამცინავი ანაზღაურების სანაცვლოს რასაც მათ აძლევენ დამქირავებლები, ეს ყველაფერი კი დაცულია სახლმწიფო სტრუქტურების, კანონების და პოლიციის საშუალებით, ასევე სრულიად მისაღები და გამართლებულია კაპიტალისტური მორალის და ეკონომიკის თვალსაზრისით.

ეკონომისტები ბუნებრივია რომ დაინტერესებულები არიან გაამართლონ ზედმეტი, ზეგანაკვეთური და არაადეკვატური შრომა, და ამტკიცებენ რომ ეს ქმნის უფრო მეტ ღირებულებას და პროდუქტს. ჯონ სტიაურტ მილი ამბობდა: „შრომა შეუძლებელია განხორციელდეს საჭირო მასალების და მოწყობილობების, ტექნიკის გარეშე. ეს ყველა მოწყობილობა, ტექნიკა თუ ინსტრუმენტი არის მანამდე წარმოებული, ანუ ნებისმიერი პროდუქტის წარმოება არის სოციალური პროცესი, როცა მშრომელი იყენებს მანამდე შექმნილ ინსტრუმენტს, ცოდნას თუ გამოცდილებას რომელიც არის ხანგრძლივი სოციალური ურთიერთობების შედეგი, მშრომელები არ არიან ვალდებული რომ გაუყონ საკუთარი წარმოებული პროდუქცია სხვას, მაგრამ თუ მათ არ აქვთ ეს მასალები, ტექნიკა და ინსტრუმენტები რისი საშუალებითან აწარმოებენ პროდუქციას, და სხვისგან იღებენ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ნივთებს, მასალებს, მათ უწევთ რომ გადაიხადონ ამისათვის საკუთარი შრომით და მათ მიერ შექმნილი პროდუქტით“ . კლარკი ეთანხმებოდა ამაში მილს და ამბობდა რომ: „ეს ქმნის ადამიანების ექსპლუატაციის საშუალებას, რომელიც დაცულია და გამყარებულია კაპიტალის მფლობელის ინტერესებზე მორგებული კანონებით, მშრომელის(რომელიც ქმნის მთელს პროდუქციას) არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დამქირავებელი, კაპიტალის მფლობელი იღებს არაადეკვატურად მაღალ ანაზღაურებას სრულიად არაფერში, ის არ მონაწილეობს არც ფიზიკურად და არც გონებრივად სამუშაოს შესრულებაში, მხოლოდ გასცემს დირექტივებს და იღებს უშრომელ შემოსავალს იმის გამო რომ ის არის იმ ყველაფრის მფლობელი და მესაკუთრე რაც არ გააჩნია სამუშაოს შემსრულებელს, მშრომელს.“

ანარქისტული კრიტიკის საპასუხოდ ბევრი ეკონომისტი იცავს უშრომელ შემოსავალს, დანარჩენი თეორიები განვითარდა ამ თეორიების საფუძველზე და წარმოადგენდა მათ გაგრძელებას,  რომელიც შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.

ასევე ირონიულია ის რომ, 200 წლის შემდეგ, ადამ სმიტისნაშრომი „ეკონომიკა“ არ ეთანხმება განმარტებას, ჭარბი ღირებულების წყაროს წარმომავლობის შესახებ. როგორც დისიდენტმა ეკონომისტებმა, მიშელ ნეიპელსმა და ნაჰიდ ასლანბეიგმა აჩვენეს, ეკონომიკის შესავლების ტექსტები წარმოადგენს „არათანმიმდევრულ, ფართოდ აღირებულ თეორიას“ სარგებლის ტარიფზე.  რამდენიმე წიგნის განხილვის შემდეგ, ეკონომიკის შესავლებზე, მათ აღმოაჩინეს რომ მათში იყო „უცნაური ნაზავი“ თეორიებისა, რომელიც იყო „ხშირად დამაბნეველი, არასრული და არათანმიმდევრული.“ ეს თეორიები გარეგნული, ზედაპირული თანმიმდევრულობის და აბსურდული მსჯელობის საშუალებით ამართლებენ უშრომელ შემოსავალს, სოციალურ უთანასწორობას, უსამართლობას და კლასობრივ დაყოფას. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დროს გამოყენებული ტარიფი კი არის უსაფუძვლო და არ გააჩნია დასაბუთებული დალაგებული და თანმიმდევრული ახსნა, ეს არის ნეოკლასიკური მოდელის ფუნდამენტური მარცხი.

როგორც აშკარა გახდა, ანარქისტები მიიჩნევენ რომ თეორიები, რომლებიც ემსახურება „ჭარბი ღირებულების“ , „უშრომელი შემოსავლის“ დაცვას და გამართლებას არის იდეოლოგიურად მოტივირებული ქცევა, რომელიც მოკლებულია ფაქტობრივ მტკიცებულებებს და ლოგიკას. როცა ჩვენ ვეცდებით  მივუთითოთ კაპიტალისტებს, რომ გაუმართლებელია ზედმეტი ღირებულების მითვისება დამქირავებლის მიერ, მუშების დაბალი ხელფასების ხარჯზე, პასუხად მივიღებთ მხოლოდ დაუსაბუთებელ ირაციონალურ ურთიერთგამომრიცხავ კაპიტალისტურ თეორიებს, არ აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ ხსნიან ამ მითვისებას კაპიტალისტი ეკონომისტები, ჩვენ დავინახავთ უთანასწორობას, სიმდიდრე და ძალაუფლება არის რეალური მიზეზი თუ რატომ არის ეს მითვისება უფრო მომგებიანი და პროდუქტიული ქმედება კაპიტალისტებისთვის, ინვესტორებისთვის, და მესაკუთრეებისთვის. გავრცელებული ეკონომკური თეორიები ძირითადად ცდილობს რომ გაამართლოს შემოსავლის და დოვლათის უსამართლო და არაადეკვატური განაწილება. ესენია ბუნდოვანი ხედვები იმის შესახებ თუ რა იქნება უკეთესი, ჩვენ მიგვაჩნია რომ მეცნიერულ ანალიზს ზედმეტი ღირებულების წყაროზე, წარმომავლობაზე, არ შეუძლია მოსპოს იგი, ჟან ჟაკ რუსო ამბობდა :

„სოციალური შეთანხმების თვალსაზრისით, ურთიერთობა ადამიანების ამ ორ კლასს შორის , შესაძლოა შეჯამებული იქნას რამდენიმე სიტყვით: თქვენ გჭირდებით მე, იმიტომ რომ მე ვარ მდიდარი და თქვენ ხართ ღარიბები, ჩვენ როგორმე  უნდა შევთანხმდეთ. მე თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ გქონდეთ პატივი მემსახუროთ მე, იმ პირობით რომ თქვენ დამაჯილდოვებთ მე იმ მცირეოდენით რაც თქვენ გაქვთ, თქვენს მიერ შექმნილი პროდუქტის და ღირებულების სახით, იმ ტანჯვის სანაცვლოდ რისი ატანაც მე მიწევს რომ გაძლევთ ბრძანებებს და დავალებებს. [სოციალური კონრაქტი და დისკურსი, გვ. 162]
ეს არის ექსპლუატაციის ანალიზი რომელსაც ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ სექცია C2.2. _ში რომ შევაჯამოთ: შრომა პირდაპირ კავშირშია სოციალურ უთანასწორობასთან როცა საქმე ეხება კაპიტალისტურ ბაზარს და წარმოებას. სამუშაო ადგილას, კაპიტალისტები ახდენენ მშრომელთა ექსპლუატაციას, მათ ძალისხმევას მიმართავენ საკუთარ მოგებაზე, ხელფასი, ჯილდო, ნებისმიერი სახის ქმედება დამქირავებლის მხრიდან რომელიც ზრდის მშრომელის მოტივაციას, მიმართულია არა მშრომელის ინტერესებზე, არამედ მოგების ზრდაზე რომელიც დამოკიდებულია მშრომელის პროდუქტიულობასა და მოტივირებულობაზე, რაც იზრდება მსგავსი წახალისებების შედეგად. თავის მხრივ ეს ზრდის კონკურენციას და მშრომელთა აგრესიას, მათი მოტივაცია და ქმედება მიმართულია სხვა მშრომელების საწინააღმდეგოდ, ესეც კიდევ ერთი „ჭკვიანური“ სვლა კაპიტალისტური სისტემისგან რომ გაანეიტრალოს მშრომელებში სოციალური ჩაგვრის შედეგად გაჩენილი ამბოხი და მათი აგრესია მიმართოს სხვა კუთხით, გათიშოს ისინი და დაუპირისპიროს ერთმანეთს. სოციალური ჩაგვრა ფესვებს იღებს მსგავსი დამოკიდებულებებიდან, სახელდობრ, ფაქტიდან რომ მუშებს არ აქვთ არჩევანი, რის გამოც უწევთ რომ გაყიდონ საკუთარი თავისუფლება მათზე ვისაც აქვს კაპიტალი და ამით გამოიმუშავონ საარსებო წყარო.

რომ გაამართლონ ზედმეტი ღირებულება, კაპიტალისტები არამარტო უნდა ფლობდნენ საწარმოო პროცესს და მუშების შრომის პროდუქტს, ისინი უნდა ფლობდნენ თვითონ მუშებსაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნდა აკონტროლებდნენ მუშებს, მაშასადამე, პრუდონის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „კაპიტალისტური წარმოება არის დესპოტიზმზე დაფუძნებული“. პროდუქციის ზედმეტი, ხელოვნურად აწეული ღირებულება გამომდინარეობს ზეგანაკვეთური შრომიდან და შუსაბამო, არაადეკვატური ანაზღაურებიდან, რომელსაც იღებენ მშრომელები შესრულებული სამუშაოსთვის. სამუშაოს არანორმალური ხანგრძლივობა, ცუდი სამუშაო პირობები, შეუსაბამო ანაზღაურება და შრომის გადაჭარბებული ინტენსიურობა, ქმნის ზედმეტ ღირებულებას, რაც აისახება მხოლოდ და მხოლოდ მფლობელის, დამქირავებლის ჯიბეზე, მის მოგებაზე. ამის საფუძველი და მიზეზი არის კაპიტალისტური საზოგადოების იერარქიული და კლასობრივად დაყოფილი ბუნება.

Facebook Comments

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook