ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892

რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა. ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი, რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie! (სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოს ანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან?

მგვარად საზოგადოებაში, რომელშიც ხდება აღნიშნული მოვლენები, არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემს მიერ ჩადენილი ქმედებები. ვინაიდან ასეთი ქმედებები არის მხოლოდ თვითგადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც ადამიანები ყველა ხერხს ხმარობენ. ველა ჩვენგანი მარტოხელაა; სიღატაკის უღლის ქვეშ, მას არ სურს დიდხანს ფიქრი; და მე შიმშილით შეყრობილი, დაუფიქრებლად ვსარგებლობდი იმ ხერხებით, რომელიც ჩემს ხელთ იყო, და სიცოცხლესაც ვრისკავდი.

ანა მეპატრონე მუშის სამსახურიდან განთავისუფლებისას ფიქრობს იმაზე, რომ ის შეიძლება შიმშილით მოკვდეს? ანა ფიქრობენ იმათზე, ვისაც არ აქვს აუცილებელიც კი, ისინი ვინც ფლობენ ჭარბს? რსებობენ ადამიანები რომლებიც სხვებს ეხმარებიან, მაგრამ მათ არ შესწევთ ძალა დაეხმარონ მათ ვინც კვდება ყოველგვარი სიდუხჭირიდან ან თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს რათა აღარ განაგრძოს საბრალო არსებობა და არ იტანჯოს შიმშილისაგან, გაუმჯობესების ყოველგვარი მოლოდინის გარეშე.

მგვარად მოიქცა გაიემების ოჯახი და ქალბატონი ზუბეი, რომელმაც მოკლა თავისი ორი შვილი რათა აღარ ენახა მათი ტანჯვა. ა ასე სჩადის მრავალი ქალი, იმ შიშით, რომ ისინი ვერ გამოკვებავენ შვილებს. ისინი ყოყმანის გარეშე კლავენ მათი სიყვარულის ნაყოფს, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.

ა ყველაფერი ეს ხდება საფრანგეთში სადაც ყველაფერი უხვადაა, სადაც ხორცის დახლები სავსეა ხოცით, საფუნთუშეები კი პურით, სადაც მაღაზიები გატენილია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, სადაც უამრავი ბინებია. ოგორ უნდა დავეთანხმოთ იმას, რომ ყველაფერი საზოგადოებაში წესრიგშია, როდესაც ცხადია საწინააღმდეგო?

ოიძებნება ადამიანები, რომლებიც შეიცოდებენ თანამედროვე წყობის მსხვერპლებს, მაგრამ შემდეგ იტყვიან,„ჩვენ ხომ არ ვართ დამნაშავენი მათ უბედურებაში, ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე როგორც შეუძლია“, მაგრამ რა ჰქნან იმათ, ვისაც არ აქვთ აუცილებელიც კი, ვისაც არ აქვს სამსახური, ვისაც დარჩენია მხოლოდ შიმშილისაგან სიკვდილი? საზოგადოება გაიმეტებს მათი გვამებისათვის თანაგრძნობის რამოდენიმე სიტყვას, და ამით დასრულდება ყველაფერი. ე ეს წილი სხვებს დავუთმე და ვარჩიე გავმხდარიყავი კონტრაბანდისტი, ფულის გამყალბებელი, ქურდი, მკვლელი. ე შემეძლო ქუჩაში შეწყალება მეთხოვა, მაგრამ ეს ვულგარულობაა და აიძულებს ადამიანს დაეცეს; ამასთანავე თქვენს კანონებში არის პუნქტი, რომელიც მათხოვრობასაც დანაშაულად ცნობს.

თუ ყველა შევიწროებული, იმის ნაცვლად, რომ ეთმინა, აიღებდა იმას, რაზეც აქვს მოთხოვნილება, ყველგან სადაც შესძლებდა, ნებისმიერი გზით, შესაძლოა მაძღარი და კეთილდღეობაში მყოფი ფენა, უფრო ადრე მიმხვდარიყო, თუ როგორი საშიშია თანამედროვე სოციალური წყობის შენარჩუნება, რომელშიც ბატონობს ხიფათის მოლოდინი. ისინი სავარაუდოდ აღიარებდნენ ანარქისტების მოსაზრებას, რომ სულიერი და ფიზიკური მშვიდობის დამყარება მოითხოვს იმ მიზეზების განადგურებას, რომლებიც იწვევენ დანაშაულს და არა იმათ ამოწყვეტას, ვინც შიმშილისაგან ნელ-ნელა სიკვდილს ამჯობინა, ცხოვრებისათვის აუცილებელი ძალით მოეპოვებინა, სიცოცხლის ფასადაც კი.

ი რატომ ჩავიდინე ის, რაშიც თქვენ მე მადანაშაულებთ. ს არის მხოლოდ საზოგადოების ბარბაროსული მდგომარეობის შედეგი, რომელიც კანონების სიმკაცრით ამრავლებს მისივე მსხვერპლთა რაოდენობას. კანონები სჯიან შედეგებს, მაგრამ არასდროს არ ეხებიან მიზეზებს.

მბობენ, რომ საჭიროა იყო სასტიკი რათა მოკლა ადამიანი. აგრამ ამის მთქმელებს ავიწყდებათ რომ მსგავს ქმედებებს ბედავენ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ა თქვენ თვითონ ბატონო ნაფიმსაჯულებო, დარწმუნებულები ჩემი მოკვლის აუცილებლობაი, თქვენ, რომლებიც რათქმაუნდა გამომიტანთ სასიკვდილო განაჩენს, ვინაიდან ის დაგაკმაყოფილებთ, თქვენ, რომლებსაც ელვას გცემთ დაღვრილი სისხლი, როდესაც გამოგაქვთ რა ჩემთვის სასიკვდილო განაჩენი, მერყეობთ არა უმეტესად, ვიდრე მე! ხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ მე ჩემი სიცოცხლით ვრისკავდი, თქვენ კი არ გემუქრებათ არანაირი ხიფათი.

მგვარად ძვირფასო ბატონებო, საქმე არა იმაშია, რომ გაასამართლოთ დამნაშავენი, არამედ იმაში, რომ მოსპოთ დანაშაულის მიზეზები. კანონების კოდექსების შემქმნისას, კანონმდებლებს დაავიწყდათ, რომ ისინი მათ მიმართავდნენ არა დანაშაულის მიზეზების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ მათი შედეგების წინააღმდეგ, ხოლო ვინაიდან მიზეზები განაგრძობენ არსებობას, არსებობ შედეგებიც და დამნაშავენი იქნებიან მუდამ; თქვენ მოკლავთ ერთს და ხვალ მის ადგილას გაჩნდება ათი.

რა ვქნათ? ავანადგუროთ სიღატაკე. ანაშაულის ეს ჩანასახი, უზრუნველვყოთ ყველას მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, და როგორი ადვილია ამის განხორციელება! აკმარისია საზოგადოება დაფუძნდეს ახალ საწყისებზე, სადაც ყველაფერი იქნებოდა საერთო, სადაც ყველას ენებოდა უნარების შესაბამისი სამსახური და ყველა მოიხმარდა ზუსტად იმდენს, რამდენიც მისთვისაა აუცილებელი.

აშინ ვეღარ დავინახავდით ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ფულის დაგროვებით, რათა გაგვხადონ მათი მონები, ქალებს, რომლებიც ყიდიან თავის სილამაზეს, ვეღარ დავინახავდით ადამიანებს, რომლებიც ფულისათვის სიკვდილზეც მიდიან. ხადია რომ ყველა დანააულის მიზეზი ერთია და ბრიყვი უნდა იყო, ამას რომ ვერ ხედავდე.

ს მართალია. ვიმეორებ; საზოგადოება ქმნის ბოროტმოქმედებს: და თქვენ ბატონო ნაფიცმსაჯულებო იმის ნაცვლად, რომ თქვენი ძალები საზოგადოების გარდაქმნისაკენ იყოს მიმართული, დასჯით ხართ დაკავებული. თქვენი შრომა მიმართული დანაშაულის ფესვებისაკენ იქნებოდა ბევრად უფრო გრნდიოზული, ვიდრე თქვენი მართლმსაჯულება, რომლის შედეგებიც ასე უმნიშვნელოა.

მე – გაუნათლებელი მუშა ვარ, მაგრამ მე ვცხოვრობდი ღატაკების ცხოვრებით და საკუთარ თავზე ვიწვნიე თქვენი დამსჯელი კანონების უსამართლობა. ვინ მოცათ თქვენ უფლება მოკლათ ან ციხეში გამკეტოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბრძოლის არენაზე გაგდებული იძულებული შეიქმნა აეღო ის, რაშიც უკიდურეს მოთხოვნილებას განიცდიდა?

ე ვმუშაობდი რათა მეცხოვრა და ჩემი ოჯახის სიცოცხლე უზრუნველმეყო, ანამ მე თვითონ და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ იმდენად არ ვიტანჯებოდით მე ვრჩებოდი ის, რასაც თქვენ უწოდებთ პატიოსან ადამიანს. შემდეგ გაქრა სამსახური და დადგა შიმშილის ჟამი. ა მაშინ, ბუნების კანონმა, ძლევამოსილმა შიმშილმა, რომელიც არ იტანს წინააღმდეგობას – თვითგადარჩენის ინსტინქტმა მიბიძგა – მიბიძგა დანააულისაკენ, რომელშიც ბრალს მდებთ და რომელსაც ვაღიარებ კიდეც.

ამომიტანეთ განაჩენი ბატონო ნაფიცმსაჯულნო, მაგრამ თუ სწორად გამიგეთ, ასევე გაასამართლეთ ყველა უბედური, რომელთაგანაც სიღატაკემ და ბუნებრივმა სიამაყემ შექმნა დამნაშავე, უბრალო კეთილდღეობა შექმნიდა პატიოსან ადამიანს, ხოლო გონიერი საზოგადოება- ისეთივე ადამიანებს როგორიცაა, სხვა ყველა.

Facebook Comments