ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

 

ამერიკაში თავიანთი შეხედულებების გამო დაპატიმრებული და სიკვდილით დასჯილი იტალიური წარმოშობის ანარქისტების, ნიკოლა საკოსა და ბარტოლომეო ვანზეტის ისტორია.

„დაინახე, რა ვუქენი მაგ ანარქისტ ნაბიჭვრებს?“
-თავმჯდომარე მოსამართლე ვებსტერ ტეიერი.

საკო და ვანზეტი იყვნენ თავდადებული ანარქისტები და აქტიურად მონაწილეობდნენ მუშათა მრავალ მოძრაობაში. 1916 წელს საკო დააპატიმრეს მინესოტაში გაფიცული მუშებისთვის მიძღვნილ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო შტატ მასაჩუსეტში, ფლემეთში გამართულ გაფიცვაში. სწორედ აქ გაიცნო მან ბარტოლომეო ვანზეტი, გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ანარქისტების დიდი ნაწილის მსგავსად, ეს ორნიც პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ომს მოჰყვა გაუსაძლისი სიღარიბე, რომელმაც გამოიწვია მუშათა დიდი ნაწილის უკმაყოფილება. მთავრობას ეშინოდა, რომ მუშები მიბაძავდნენ რუსეთის რევოლუციის მაგალითს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა კომუნიზმი და ანარქიზმი წარმოედგინად „არაამერიკულად“, და რათა მოერიდებინათ მუშები „წითელი“ პროპაგანდის ზეგავლენისგან.

1920 წლის აპრილში, 8 კვირით დააპატიმრეს ანარქისტი ანდრეა სალსედო. 3 მაისის დილას კი იგი „გადმოვარდა“ ნიუ-იორკის სამართლის დეპარტამენტის შენობის მეთოთხმეტე სართულიდან. საკომ და ვანზეტიმ, სხვა ამხანაგებთან ერთად, იმ წამსვე ამის გასაპროტესტებლად მოაწყეს საჯარო შეხვედრა ბოსტონში. როდესაც ისინი აგროვებდნენ შეხვედრისთვის მხარდამჭერებს, ისინი დაიჭირეს და დააპატიმრეს „რადიკალური მოქმედებებისთვის“. მალევე მათ ბრალი დასდეს წინა აპრილში მომხდარ ძარცვაში – როდესაც საგადასახადო უწყებაში შეჭრის დროს მძარცველებს შემოაკვდათ 2 მცველი.

სასამართლო პროცესი დაიწყო 1921 წლის ივნისში და გაგრძელდა რამოდენიმე კვირას. სახელმწიფოს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება ,მათ წინააღმდეგ. ვანზეტის თორმეტმა კლიენტმა (იგი თევზის გამყიდველი იყო) მისცა ჩვენება, რომ ძარცვის დროს იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ამის გარდა, ძარცვაში რეალურად მონაწილე ერთ-ერთმა პირმა აღიარა თავისი დანაშაული და თქვა, რომ საკო და ვანზეტი ძარცვაში არ მონაწილეობდნენ.
მოსამართლე ვებსტერ ზეერს ვანზეტის შესახებ უთქვამს: „შეიძლება ამ კაცს მართლა არ ჩაუდენია ის დანაშაული, მაგრამ მორალურად, იგი მაინც დამნაშავეა, რადგან არსებული ინსტიტუტების მტერია.“ მოსამართლის მოადგილემ, ყოფილმა პოლიციელმა, ასე უპასუხა თავის მეგობარს, რომელმაც ივარაუდა, რომ საკო და ვანზეტი უდანაშაულონი იყვნენ: “ეშმაკმა დასწყევლოს ორივე. ყოველ შემთხვევაში მათი ჩამოხრჩობა საჭიროა!“.

ორი კაცისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლემ ტრაბახით უთხრა თავის მეგობარს: „დაინახე, რა ვუქენი მაგ ანარქისტ ნაბიჭვრებს?“

ეჭვი არაა, რომ საკოსა და ვანზეტის ასამართლებდნენ მათი პოლიტიკური შეხედულებებისთვის, ხოლო საბოლოო განაჩენს ჰქონდა კლასობრივი მასშტაბი – სახელმწიფომ ამით უთხრა ამერიკულ მუშათა კლასს: „ერიდეთ ანარქისტულ იდეებს, თორემ მკაცრად აგებთ პასუხს.“

საკომ და ვანზეტიმ ციხეში 6 წელი გაატარეს. ამასობაში სახელმწიფო უარით პასუხობდა ყოველ აპელაციას. ბოლოს, 1927 წლის 23 აგვისტოს, ისინი სიკვდილით დასაჯეს.
სიკვდილით დასჯის ამბავმა ქუჩაში გამოიყვანა ასი ათასობით დემონსტრანტი მთელს მსოფლიოში. პარიზში საჭირო გახდა ამერიკის საელჩოსთვის ტანკებით ალყა შემოერტყათ, გაბრაზებული დემონსტრანტებისგან მის დასაცავად. ლონდონში მოწყობილი ბუნტის შედეგად დაშავდა 40 ადამიანი. ჟენევაში ამერიკის კონსულატს გარს შემოერტყა 5000 კაციანი ბრბო. ბოსტონსა და ნიუ-იორკში გაიმართა უზარმაზარი მსვლელობები, რომელთა წევრებს ეკეთათ შავი სამკლაურები.

სიკვდილის წინ, ვანზეტიმ თქვა: “დედამიწაზე ყველაზე დაბალ და უბედურ არსებასაც კი, არც ერთ მათგანს არ ვუსურვებდი იმას, რაც მე ვიტანჯე იმისთვის, რაშიც დამნაშავე არ ვარ. მაგრამ ჩემი მსჯავრი ისაა, რომ მე ვიტანჯებოდი იმ რაღაცეებისთვის, რაშიც დამნაშავე ვარ. მე ვიტანჯები იმიტომ, რომ რადიკალი ვარ და მართლაც, მე რადიკალი ვარ. ვიტანჯები იმიტომ, რომ იტალიელი ვარ და მართლაც, მე იტალიელი ვარ… თქვენ რომ შეგძლებოდათ სიკვდილით დაგესაჯეთ ორჯერ და მე რომ შემძლებოდა ხელახლა დავბადებულიყავი ორჯერვე, ისევ ვიცოცხლებდი იმისთვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც უკვე გაკეთებული მაქვს. უკანასკნელი მომენტი მაინც ჩვენ გვეკუთვნის – აგონია ჩვენი ტრიუმფია!“ მათი სიკვდილის მოგონებით, და ახალი, სამართლიანი საზოგადოებისთვის მათი ბრძოლი გაგრძელებით, ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ადამიანებს.

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (საქართველო)

Facebook Comments