სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

მე არ შემიძლია საკუთარ თავს მივანიჭო ისეთი ფუფუნება, როგორიც ტყულია.

არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამ ნიღაბის უკან, მთავარია რას სიმბოლიზირებს ის.

დიახ, მარკოსი – გეია. მარკოსი გეია სან-ფრანცისკოში, ზანგი – სამხრეთ აფრიკაში, მექსიკელი სან-ისიდროში (ქალაქი ამერიკაში მექსიკის საზღვართან -ა.ბ.). ანარქისტი – ესპანეთში. პალესტინელი ისრაელში. ინდიელი სან-კრისტობალის ქუჩებზე, ებრაელი გერმანიაში,  ბოშა პოლონეთში,  პაციფისტი ბოსნიაში, მარტოხელა ქალი მეტროში საღამოს ათი საათის შემდეგ, გლეხი მიწის გარეშე, ქურდი ჯურღმულში, უმუშევარი, უბედური სტუდენტი და რათქმაუნდა ზაპატისტა მთებში. მარკოსი ესაა ყველა ჩაგრული, შეურაცხყოფილი და დაბეჩავებული მმართველი უმცირესობის მიერ, რომლებიც აჯანყდნენ და ამბობენ: საკმარისია.

არავინ საჭიროებს თანხმობას, რომ იყოს თავისუფალი.

თავისუფლება გავს მზის ამოსვლას, ამ დროს ბევრი ამჯობინებს  ძილს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იღვიძებენ ჯერ კიდევ მაშინ როცა ბნელა, რათა არაფერი გამოტოვონ.


ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ ვაიძულოთ ისინი, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას, თავი არაკომფორტულად იგრძნონ.

ჩემთვის სულერთია ვინ გაიმარჯვებს უახლოეს არჩევნებში. რადგან ვინც არ უნდა იყოს ის – უნდა იქნას ჩამოგდებული.

ჩვენ, მეოცნებეების არმია ვართ, რადგან უხილავები ვრჩებით. 

თუ შენ ოცნებობ მარტო – ოცნება ოცნებად რჩება, მაგრამ თუ ოცნებობ სხვასთან ერთად – შენ ქმნი რეალობას. 

ჩვენ გვინდა სამყარო ისე იყოს მოწყობილი, რომ მასში შეეძლოს არსებობა მრავალ განსხვავებულ სამყაროს.

მე ის ვარ, ვინც ვარ, ხოლო თქვენ ის, რასაც თქვენ წარმოადგენთ. მაშ მოდით ავაშენოთ ისეთი სამყარო, სადაც თქვენ შეგეძლებათ იყოთ ის ვინც ხართ, და სადაც არც მე, არც თქვენ და არც სხვას არ ექნება უფლება აიძულოს ვინმე გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენ.

ჩვენი მტრები ამჯობინებენ ჩვენს დადანაშაულებას უპატივცემულობაში, რადგან მათ ამის გარდა არაფერი გააჩნიათ.

ბოლოსდაბოლოს კულტურა გავს ხსნად ყავას: ის ადვილად იხსნება წყალში, და ის შეიძლება იყოს ერთჯერადი. და მაინც, კულტურა არ არის ყავა.

მე ბევრს ვკითხულობ. ადრე, არმიაში თავისუფალი დრო იარაღების დაშლაში და წმენდაში გამოიყენებოდა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი იარაღი სიტყვაა, და მეც ვგრძნობ მუდმივ დამოკიდებულებას ამ არჩევანისაგან, ნებისმიერი მომენტში მზად უნდა ვიყო.

იდეაც შეიძლება გახდეს იარაღი.

ჩვენ არ დავბადებულვართ იმისთვის რომ მოვკლათ, ან რომ ვიყოთ მოკლულები. უბრალოდ გვინდა რომ ჩვენი ხმა გაგებულ იქნას.

ჯარისკაცი – ეს აბსურდული პროფესიაა, იმიტომ რომ მას იარაღის აღება ჭირდება იმისათვის რათა დაარწმუნოს ყველა, რომ სწორედ მისი დამქირავებლები ფლობენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

ომი წრეს გავს: როგორც წრეს, მას არ გააჩნია დასაწყისი და არც დასასრული.

ძალაუფლება საშიში რამეა: მისგან იწყება სისხლდენა.

ნამდვილი ცხოვრება არ გულისხმობს ხანგრძლივ დაგეგმვას.

“მშვიდობით” ჯობია თქვა მაშინვე, როგორც კი მიხვედი, რადგან შემდეგ დაშორება არ იქნება ისეთი მტკივნეული.

სიკვდილი არაა მწარე, დავიწყებისაგან განსხვავებით. 

ბოდიშით შეწუხებისთვის, მაგრამ ეს რევოლუციაა.

Facebook Comments