Tag Archives: ალექსანდრე ბერკმანი

ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

Alexander_Berkman_1x

თავი 3: კანონი და სახელმწიფო.

დიახ, მართალი ხართ: კანონი კრძალავს ქურდობას.

თუ მე მოგპარავთ რაიმეს, თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ პოლიციელს, რომელიც დამაპატიმრებს. კანონი დასჯის ქურდს, სახელმწიფო კი დაგიბრუნებთ მოპარულ საკუთრებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია), რადგან კანონი კრძალავს ქურდობას. ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ხელჰყოს შენი ქონება შენი ნებართვის გარეშე.

თუმცა, შენი დამქირავებელი იღებს შენი შრომის პროდუქტს. შრომით წარმოებულ მთელ სიდიდრეს კაპიტალისტები თავიანთ საკუთრებად აქცევენ.

კანონი ამბობს, რომ დამქირავებელს არაფერი მოუპარავს, ვინაიდან მისთვის პროდუქტის გადაცემა, შენი თანხმობით მოხდა. შენ თავად დათანხმდი შენს ბოსთან გარკვეულ საფასურად მუშაობას, იმ პირობით, რომ ის შრომის პროდუქტს მიიღებდა. ვინაიდან შენ დათანხმდი ამას, კანონის თქმით, შენი დამქირავებელი ქურდი არ არის.

მაგრამ, ნუთუ მართლა დათანხმდი?

როდესაც მძარცველი შუბლზე იარაღს მოგადებს, მას ყველაფერ ღირებულს მისცემ. დიახ, შენ დათანხმდი, მაგრამ იმ მიზეზით, რომ თავის შველა არ შეგიძლია, მისმა იარაღმა გაიძულა ასე მოქცეულიყავი. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

Alexander_Berkman_1x
დღეს საზოგადოება მცირეოდენ ძალისხმევასაც კი არ დებს იმ საქმეში, რომელსაც დანაშაულის პრევენცია ჰქვია – დანაშაულის მიზეზების პოვნის და განეიტრალების ნაცვლად ყველა დამნაშავეებს სდევნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დღედღეობით სისტემა ებრძვის არა დანაშაულს, არამედ დამნაშავეებს. საზოგადოება სდევნის მათ, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული და არც კი ცდილობს დანაშაულის ჩადენის მოტივების დადგენას, რითაც სრულიად უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ზღვარზე დგანან. ისინი, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ვერ ხედავენ გამოსავალს და მიიწევენ იმ უფსკრულისკენ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა ჰქვია. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი, ეს უკანასკნელნი იძულებულნი არიან, ბოლომდე ჩაეფლონ კრიმინალის მორევში და მიყვნენ დინებას. ამ დროს კი საზოგადოება მშვიდად უყურებს სეირს და ხელსაც კი არ ანძრევს იმისთვის, რომ მათმა თანამოძმემ თავისი პრობლემა დანაშაულის ჩადენის გარეშე მოაგვაროს. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც დაინახავენ დამნაშავედ ქცეულ ადამიანს, საშველად უხმობენ „სამართალს“, რომლის ერთადერთი იარაღი – სასჯელია.

როგორ ექცევა „სამართალი“ კრიმინალთა კლასს?

საზოგადოების დამოკიდებულება კრიმინალებთან მიმართებით ყოველთვის ერთნაირი იყო – „მოვიშოროთ ისინი თავიდან!“. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

ალექსანდრე ბერკმანი – რეგისტრაცია

Alexander_Berkman_1x
რეგისტრაცია პირველი ნაბიჯია სამხედრო ვალდებულებისკენ. ომის მხარდამჭერები და მათ მიერ მოსყიდული მეძავი პრესა ყველანაირად ცდილობს ჩვენ შეტყუებას არმიაში, ამბობენ, რომ რეგისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ვალდებულებასთან – ისინი იტყუებიან. რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ჯარში გაწვევა.

სამხედრო ვალდებულება არის უარყოფა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, უფლებებისა. ჯარში გაწვევა არის სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ჩვენი თავისუფლების ყველანაირი კვალი. რეგისტრაცია კი ამის წინაპირობაა.

ადამიანი არ უნდა იყოს ვალდებული იბრძოლოს თავისი სურვილის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს შევეწინააღმდეგოთ სამხედრო ვალდებულებას მაშინ, როცა ვადასტურებთ და ვემორჩილებით რეგისტრაციას.
დასაწყისში ყველაფერი რთულია, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ შეძლო ჩვენი დარწმუნება დარეგისტრირებაში, ის ძალისხმევის გარეშე შეძლებს ჩვენთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრებას.

რეგისტრაციის მეშვეობით, ჩვენი ნებით ვაწვდით ხელისუფლებას იმ ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება სამხედრო სისტემის ეფექტურობისთვის და მოქნილობისთვის.

რეგისტრაცია ნიშნავს მთავრობის ხელში დესპოტური ძალაუფლების ჩაგდებას, რომელმაც შექმნა ყველაზე ბნელი რუსეთი რევოლუციის შემდეგ. ამ ქვეყანაში არის ათასობით, შეიძლება ათიათასობით ახალგაზრდაც კი, რომელსაც არასოდეს მიუცია ხმა და გადაუხდია გადასახადი, მათ ლეგალურად არ აქვთ არსებობის უფლება. მათი რეგისტრაცია, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმკვლელობის ტოლფასია.

რეგისტრაციის უგულებელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სამხედრო ვალდებულების თავიდან აცილებისთვის კი შეიძლება სიკვდილითაც დაგსაჯონ.

რეგისტრაცია არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლებას აქვს პიროვნების ჯარში გაწვევის უფლება, ხოლო ადამიანთა დახოცვისთვის თანმიმდევრული, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევა არ საჭიროებს არც რეგისტრაციასა და არც ჯარში გაწვევას.

ალექსანდრე ბერკმანი – უმუშევარი

Alexander_Berkman_1x

ზოგადად, ე.წ. რეფორმისტებს არ აქვთ რეალური გეგმა უმუშევრობის აღმოსაფხვრელად, რადგან დღევანდელ – კაპიტალიზმის პირობებში ამ უდიდესი პრობლემის გადაჭრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. უმუშევრობა არაა დროებითი მოვლენა – ის დღევანდელი ეკონომიკური სისტემის მუდმივი თანამგზავრია. უმუშევრები კაპიტალიზმის ბატონობის დროს მუდამ იარსებებენ, რადგან პერიოდულად განმეორებადი ინდუსტრიული კრიზისი და სტაგნაცია ყოველთვის დატოვებს ათეულ და ასეულ ათასობით ადამიანს სამსახურის გარეშე.

უმუშევრობის გამომწვევი მიზეზი საკმაოდ მარტივია, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის. სოციოლოგები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები და რეფორმისტები წარმატებით ახერხებენ , უმუშევრობა დააბრალონ ბაზრის პრობლემებს და სხვა მეორეხარისხოვან მიზეზებს, სინამდვილეში კი მისი არსებობის მიზეზი სულ სხვა რამაა – მწარმოებელს (იმ მუშას, ვინც ქმნის პროდუქტს), არ ეძლევა გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება, რის გამოც არ შეუძლია შეიძინოს თავისივე შექმნილი პროდუქტიც კი. შედეგად, პროდუქციის ძირითადი ნაწილი თავს იყრის არამწარმოებლების – კაპიტალისტების ხელში, ხოლო როდესაც წარმოება ზღვარს მიაღწევს (ანუ, ახალი პროდუქტის წარმოება აზრს დაკარგავს, რადგან აღარ გაიყიდება) – ვიღებთ დახურულ ქარხნებს და ქუჩაში გამოყრილ მუშებს. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – უმუშევარი