Tag Archives: ანარქია

მიხეილ ბაკუნინი – რა არის ავტორიტეტი?

ამონარიდი წიგნიდან „ღმერთი და სახელმწიფო“ 1871 წელი

რა არის ავტორიტეტი? იმ ბუნების კანონთა შეუვალი ძალა, რომლებიც თავიანთ თავს ფიზიკურ და სოციალურ სამყაროებში ფენომენთა აუცილებელ კავშირში და თანმიმდევრობაში გამოხატავენ? რა თქმა უნდა, ამ კანონთა წინააღმდეგ აჯანყება არა მარტო აკრძალული – არამედ შეუძლებელიცაა. ჩვენ შეიძლება არასწორად ან საერთოდ ვერ ვიგებდეთ მათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათ შევეწინააღმდეგოთ; რადგან ისინი ჩვენი არსებობის საფუძველს და ფუნდამენტურ პირობებს წარმოადგენენ; ისინი გვფარავენ, გვეხებიან და ჩვენს ყველა მოძრაობას, ფიქრს და მოქმედებას არეგულირებენ; მაშინაც კი როცა ვცდილობთ მათ არ დავემორჩილოთ – მხოლოდ მათ უძლეველობას ვამტკიცებთ.

დიახ, ჩვენ სრულებით ვართ ამ კანონთა მონები. თუმცა მსგავსი მონობა დამამცირებელი არ არის, უფრო სწორად, ეს მონობასაც არ წარმოადგენს. ვინაიდან მონობა გულისხმობს გარეგან ბატონს, კანონმდებელს, მისი ქვეშევრდომის გარეთ, როცა ეს კანონები ჩვენგან გამოყოფილნი არ არიან; ისინი ჩვენთვის თანდაყოლილები არიან; ისინი შეადგენენ ჩვენს არსებობას, ჩვენს მთელ არსებობას – ფიზიკურად, ინტელექტუალურად და მორალურად; ჩვენ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და ვოცნებობთ მხოლოდ ამ კანონების გავლით. მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ, მათ გარეშე – ჩვენ არ ვვარსებობთ. მაშინ როგორღა შეგვიძლია მათ წინააღმდეგ ამბოხისთვის ძალის ან სურვილის წარმოქმნა?

ბუნების კანონებთან მიმართებაში ადამიანს მხოლოდ ერთი თავისუფლების მოპოვება შეუძლია – მათი შეცნობის და კოლექტიური და ინდივიდუალური განთავისუფლების საქმეში მათი მუდამ მზარდი შესაბამისობით გამოყენების. ეს კანონები, მათი შეცნობის შემდეგ, ხალხთა მასებში უდაო ავტორიტეტს ფლობენ. მაგალითად, სულელი ან თეოლოგი ან ბოლოსდაბოლოს მეტაფიზიკოსი, იურისტი ან ბურჟუა ეკონომისტი უნდა იყო, რომ აჯანყდე კანონის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ორჯერ ორი – ოთხია. თუმცა ეს ჯანყები, ან უკეთესად – შეუძლებელი ამბოხის სულელური ახირებები თუ მცდელობები, გამონაკლისებს წარმოადგენენ: რადგან, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასები, მათ ყოველდღიურობაში, თითქმის აბსოლუტურად აღიარებენ საღი აზრის – საზოგადოდ მიღებულ ზოგად კანონთა – მმართველობას. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რა არის ავტორიტეტი?

პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

kropotkini-organizebuli-shuriszieba.pdf  (10 გვერდი, 12 MB)

წინასიტყვაობა მეორე ქართული გამოცემისათვის


შეიძლება ითქვას რომ პეტრე კროპოტკინი მოდერნული დასავლეთის ერთ-ერთი პირველი ინტერნაციონალური სელებრითი იყო [1]. ინგლისში ის ცნობილი იყო როგორც ბრწყინვალე მეცნიერი, განთქმული თავისი ნაშრომით ცხოველებისა და ადამიანების კოოპერაციაზე, კონტინენტალური ევროპა უფრო ფოკუსირებული იყო მის როლზე ანარქიზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ორივე მიმართულებით აფასებდნენ. მისი გზა ამ სახელისაკენ ლაბირინთულია, რომელიც მან დაიწყო სულიად ახალგაზრდამ, რუსეთის მეფის, ალექსანდრე II ელიტურ გვარდიაში მსახურებიდან, გააგრძელა 50 000 კილომეტრი ციმბირში მეცნიერულ ექსპედიციაში, ამბოხებისთვის 1872 წელს გამოკეტეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სადაც დაასრულა თავისი მეცნიერული ანგარიში გამყინვარების თეორიაზე, 4 წლის მერე კი მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გაქცევა, მიაშურა შვეიცარიას და განაგრძო მეცნიერული და რევოლუციური საქმიანობა, მაგრამ ამ უკანასკნელის გამო 1882 წელს კვლავ ციხეში აღმოჩნდა, ამჯერად საფრანგეთში და იქ ასევე 4 წელი გაატარა. ამ გამოცდილებამ კროპოტკინს დამატებითი საშუალება და სტიმული მისცა, გამოეკვლია და კონტრიბუცია შეეტანა სამართლის დარგშიც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, როგორიც იყო ეთიკა, ევოლუციის თეორია, გეოლოგია, ეკონომიკა და ა.შ.

სწორედ კროპოტკინის ესედან, “ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე” (1886) იღებს სათავეს ცნობილი ანარქისტული პოზიცია ციხეზე, როგორც კრიმინალის სკოლაზე, რომელსაც უფრო მეტი ცუდი მოაქვს საზოგადოებისათვის ვიდრე კარგი. აღნიშნული ესე თარგმნილია ქართულად.

წინამდებარე პამფლეტი, პირველად 1906 წელს ითარგმნა ქართულად, სათაურით “მართლმსაჯულება”. ბროშურა ინახება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო ელექტრონული ვერსია ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (www.a-library.org) ეხლა კი თქვენს წინაშეა განახლებული და შენიშვნებდართული თარგმანი.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019 Continue reading პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

კორნელიუს კასტორიადისი – თვითმმართველობა და იერარქია

წინამდებარე ესე გამოქვეყნდა, ‘’საფრანგეთის შრომის დემოკრატიული კონფედერაციის’’ (CFDT – პროფკავშირების კონფედერაცია) გაზეთში, 1974 წელს. კასტორიადისმა, იგი დაწერა სინდიკალისტ დანიელ მოტესთან თანამშრომლობით, მემარცხენე რადიკალური ჯგუფის – ‘’სოციალიზმი ან ბარბაროსობა’’ საქმიანობის ფარგლებში. შემდგომში, კასტორიადისმა განავრცო თემაწიგნში ‘’სოციალიზმის შინაარსი’’ (‘’Le contenu du socialism’’; 1979).

PDF ვერსია Kornelius-Kastoriadisi-Tvitmmartveloba-da-Ierarqia (194.9 kB)

ჩვენ იერარქიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. იერარქია ყველგან გვხვდება: სამსახურში, წარმოებაში, ბიზნესში და თვითმმართველ სტრუქტურებშიც, პოლიტიკაში, სახელმწიფოში, განათლებასა და სამეცნიერო სფეროშიც. იერარქია არ არის თანამედროვე მოვლენა. მისი ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. თუმცა, იგი ყოველთვის არ არსებობდა. არა-იერარქიული პრინციპით მოწყობილი საზოგადოებები მშვენივრად არსებობდნენ. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში, იერარქიული (ან ბიუროკრატიული), სისტემა უნივერსალური გახდა. ყველა სახის კოლექტიური საქმიანობა ხორციელდება იერარქიული პრინციპით. მართვის და ძალაუფლების იერარქია გულისხმობს – ანაზღაურების და შემოსავლების იერარქიასაც. ადამიანები საკუთარ თავს ვერ მოიაზრებენ იერარქიული პირამიდისგან დამოუკიდებლად.

თანამედროვე იერარქიული სისტემის დამცველები ცდილობენ გაამართლონ იგი და მას ახასიათებენ, როგორც ერთადერთ ‘’ლოგიკურ’’, ‘’რაციონალურ’’, ‘’ეკონომიურ’’ სისტემას. ცალკე აღებული თითოეული არგუმენტი მცდარია, ხოლო მთლიანობაში განხილვისას, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ საკითხს უფრო ვრცლად, ქვემოთ დავუბრუნდებით. ამავე დროს, თანამედროვე სისტემას წარმოადგენენ, როგორც ერთადერთ შესაძლებელს, თითქოს თანამედროვე წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარეს, სოციალური ცხოვრების სირთულით ან ნებისმიერი საქმიანობის დიდ მასშტაბებში განხორციელებით გამოწვეულს და ა. შ. ვეცდებით, დავამტკიცოთ ამ არგუმენტების სიმცდარე და იერარქიის შეთავსების შეუძლებლობა თვითმმართველობასთან. Continue reading კორნელიუს კასტორიადისი – თვითმმართველობა და იერარქია

ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

411wzbwKn4L__SS500_

2012 წლის მაისში ანარქისტული ბიბლიოთეკამ  დაიწყო პროექტი  “Anarchist F.A.Q ქართულად”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი და განხილულია როგორც დღევანდელი სისტემის ნაკლოვანი მხარეები, ასევე ანარქიული საზოგადოების მოდელი, გარდა ამისა, Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიასთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სექცია A. რა არის ანარქია?

A.1. რა არის ანარქიზმი?

ანარქიზმი არის თეორია, რომლის მიზანიც არის ანარქიული საზოგადოების შექმნა,რომელშიც არ არსებობენ მმართველები და მფლობელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმის მიზანია შექმნას ისეთი საზოგადოება,რომელშიც ყოველი ინდივიდი თანასწორია და თანაცხოვრებას აქვს კოოპერაციის და არა – მართვის ფორმა. შესაბამისად, ანარქიზმი უპირისპირდება ყოველგვარ იერარქიული კონტროლის მექანიზმს – პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს – რამდენადაც, მიაჩნია, რომ იერარქიები საზიანო და უსარგებლოა ადამიანებისთვის. Continue reading ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

ბრძოლა თავისუფლებისთვის


“ადამიანი თავისუფალი იბადება და ამ დროს კი იგი ყველგან ბორკილებშია” – ეს ფრაზა, რომელიც რუსოს ეკუთვნის, ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში აღიქმებოდა არა როგორც ფაქტების უბრალო კონსტატაცია, არამედ – როგორც მოწოდება სამყაროს გარდასაქმნელად.

ადამიანი, რომელიც აცნობიერებს პრობლემას მიისწრაფვის მისი მოგვარებისკენ, მაგრამ არის პრობლემები, რომელთაც მარტო ვერ გაუმკლავდება და ეს პრობლემები სხვებსაც აწუხებს. რა შეუძლია ერთ ადამიანს, რომელმაც გააცნობიერა პრობლემა? ის იწყებს გამოხატვას და ცდილობს, პრობლემა დაანახოს რაც შეიძლება მეტ ადამიანს. არსებობს ლოგიკური ალბათობა იმისა, რომ გაცნობიერებული ადამიანები პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნიან საზოგადოებას. Continue reading ბრძოლა თავისუფლებისთვის

მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ


ნათელია, რომ თავისუფლება არასდროს მიეცემა კაცობრიობას ზემოდან, და რომ საზოგადოება, ადგილობრივი გაერთიანებები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც საზოგადოებას შეადგენენ, მხოლოდ მაშინ შეძლებს იპოვოს ჭეშმარიტი კმაყოფილება, როცა აღარ იარსებებენ სახელმწიფოები. ნათელია, რომ ე.წ. საზოგადოების საერთო ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს მოჩვენებითად და რომელიც სინამდვილეში არაფერია თუ არა მუდმივი უარყოფა სახელმწიფოს დაქვემდებარებული რეგიონების, კომუნების, ასოციაციების და ინდივიდუალთა დიდი ჯგუფის პოზიტიური ინტერესებისა, და რომ სახელმწიფო ერთი დიდი სასაკლაოა, უზარმაზარი სასაფლაო, სადაც აბსტრაქტული მიზნების ჩრდილ ქვეშ იმალება მისი ყველა ჭეშმარიტი მისწრაფება.

Continue reading მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

მიხეილ ბაკუნინი: სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე – ანარქია

საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი

რევოლუციამ ადამიანებს აჩუქა თავისი სახარება – არა მისტიკური, არამედ რაციონალური, არა სამოთხიდან გამოგზავნილი, არამედ – დედამიწაზე დაწერილი, არა წმინდა, არამედ ადამიანური – ადამიანის უფლებების სახარება , რომელიც აცხადებდა, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და ყველა იმსახურებს თავისუფლებას. სწორედ ამის შემდეგ გაიღვიძა ყველა  ცივილიზებულმა ადამიანმა –  ისინი გათავისუფლდნენ ქრისტიანული ოპიუმის ზემოქმედებისგან და დაუსვეს თავს ერთი მარტივი კითხვა – ჰქონდათ თუ არა თავისუფლების, თანასწორობის და ადამიანობის უფლება.

მას შემდეგ, რაც ეს შეკითხვა დაისვა, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებდნენ, მიხვდნენ, რომ მათი ემანსიპაციის, უფრო ზუსტად კი მათი ადამიანებად გადაქცევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. „პური არსობისა“ მათთვის იყო უმთავრესი საკითხი, რადგან, როგორც არისტოტელემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს და იყოს თავისუფალი, ის უნდა გათავისუფლდეს ყოველდღიური საზრუნავისგან. ბურჟუები,რომლებიც მატერიალიზმის წინააღმდეგ ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ, თვითონ სულაც არ ახორციელებენ თავიანთ ნაქადაგებ იდეებს რეალობაში. Continue reading მიხეილ ბაკუნინი: სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე – ანარქია

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

1.    რას გვეტყვით ანარქისტული იდეების ჩამოყალიბების შესახებ? რომელი ანარქისტული მიმდინარეობები წარმოიშვა დროთა განმავლობაში?

 ანარქისტული აზროვნების საფუძვლები, ჩემი აზრით, უნდა ვეძებოთ განმანათლებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ხანაში. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ – მე17 საუკუნის მეცნიერული რევოლუციის პერიოდში, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად ავიღოთ კარტესისეული რაციონალიზმი. ამ თემაზე არის საკმაოდ ბევრი ლიტერატურა (მაგ: ისტორიკოს ჰარი ბრაკენის შრომები, მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი ამის შესახებ ). აქ, ცხადია, ვერ შევძლებთ ამ წიგნების შეჯამებას, მაგრამ ვიტყვი რომ ვეთანხმები ანარქო-სინდიკალისტ რუდოლფ როკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ კლასიკური ლიბერალური იდეები იმსხვერპლა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა. შემდგომში იდეები თანდათანობით ისევ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც, ჩემი აზრით ისაა, რომ ისინი კარგად ერგება ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს. ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. Continue reading ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

რა არის პირდაპირი მოქმედება?

“პირდაპირი მოქმედება” ანარქისტების გაერთიანებაა, რომელიც პროპაგანდას უწევს ანარქიას და ხელს უწყობს ანარქისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. “პირდაპირი მოქმედება” იბრძვის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც კაპიტალიზმის, სახელმწიფოსა და ყოველგვარი იერარქიის გარეშე შეძლებს მართოს საკუთარი ცხოვრება. ეს უდავოდ რევოლუციური მიზანი საჭიროებს ორგანიზებულობას და მჭიდრო თანამშრომლობას. ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ანარქიის ცოცხალი მაგალითის ჩვენება, “პირდაპირი მოქმედება” კი ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.

 

Continue reading რა არის პირდაპირი მოქმედება?

რიკარდო ფლორეს მაგონი – ბოსების გარეშე

შეუძლებელია, გჭირდებოდეს უფროსი და ამავდროულად, გსურდეს თავისუფლება. არჩევნის გაკეთება გვიწევს ორ რაღაცას შორის: ვიყოთ სრულიად თავისუფლები და უარვყოთ ყველანაირი მართველი, ან ვიყოთ მუდამ დამონებულნი ვიღაცის მიერ.

უფროსი ან მთავრობა მხოლოდ ეკონომიკური უთანასწორობის დროსაა საჭირო. თუ მე უფრო მეტი მაქვს, ვიდრე პედროს, ბუნებრივია, შემეშინდება რომ პედრო ყელში ხელს წამიჭერს და წამართმევს იმას, რაც თვითონ არ აქვს და სჭირდება. ამ შემთხვევაში მე მჭირდება მთავრობა, რომელიც დამიცავს პედროს შესაძლო თავდასხმისგან. მაგრამ, თუ მე და პედრო ეკონომიკურად თანასწორნი ვართ, თუ ჩვენ გვაქვს თანაბარი შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ბუნებრივი რესურსებით – წყლით, მიწით, მაღაროებით, ტყეებით , ადამიანის მიერ შექმნილი რესურსებით: სახლებით, მანქანა-დანადგარებით, რკინიზგით, ქარხნებით.. ლოგიკურია, რომ პედროს და მე არ გვექნება მიზეზი ვიჩხუბოთ რესურსების განაწილებისათვის. შესაბამისად, არ იარსებებს უფროსის, მთავრობის საჭიროება. Continue reading რიკარდო ფლორეს მაგონი – ბოსების გარეშე