Tag Archives: ანარქისტები კორეაში

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას.

მეორე შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ერის არსებობის შენარჩუნებისა და მისთვის საარსებო სივრცის გამოყოფის სურვილს. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მთლიანი ერისთვის იქნება სასარგებლო. აქ არსებობს მთავარი წინააღმდეგობა – ერის სრულყოფილი არსებობისთვის ტერიტორიის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ეროვნებების განდევნისა ან შევიწროების გზით. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერების დაპირისპირებას, რომლიდანაც გამომდინარეობს კულტურული ზეწოლა იმათზე, ვინც არ ერგება ეროვნულ სტანდარტებს, ახალი საზღვრების წარმოქმნა და კულტურისა და ენის საკითხებით გამოწვეული ომები. ე.ი. ხელახლა იწარმოება კულტურული ზეწოლის სიტუაცია, ახლა უკვე იმათ მხრიდან, ვინც აპირებს, ყველანაირი საშუალებით დაიცვას თავისი წარმოსახვითი საზოგადოება. Continue reading ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი