Tag Archives: ანარქისტული ეკონომიკა

კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში

რა არის ანარქია ?

ანარქია არის საზოგადოება სადაც ბუნებრივი რესურსები, შენობები, ტრანსპორტი, წარმოების საშუალებები, მეცნიერების მიღწევები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. ეკუთვნის ყველას. ანარქია არის საზოგადოება სადაც ყველა მუშაობს ყველასათვის შეძლებისდაგვარად და ყველა იღებს მოთხოვნილებისდაგვარად.
რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი რასაც თქვენს გარშემო ხედავთ ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ. ანუ ადამიანის განვითარება მოხდა დაგროვებული ცოდნის გადაცემის შედეგად, ერთი ისწავლიდა რაღაცას, ასწავლიდა სხვას და ა.შ. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სრულიად მარტომ, ყოველგვარი ცოდნის გარეშე გააკეთოს რაღაც. ასე მოქცევა შეუძლია მაგალითად ძაღლს, სხვისი დახმარების გარეშე გათხაროს სორო, ისე რომ ამას არავინ ასწავლის. ადამიანი კი მუშაობს შრომის იარაღებით რომლებიც ვიღაცამ შექმნა, და ის შრომის იარაღებიც კიდევ ვიღაცის შექმნილია სხვა შრომის იარაღებით, და ა.შ. შესაბამისად ყველა, ვინც ამ იარაღებს აკეთებდა პირდაპირ კავშირშია იმ საქმესთან, რომელსაც ადამიანი ვითომდა მარტო აკეთებს. იმისთვის რომ რამე გააკეთოს ადამიანმა ჯერ უნდა ისწავლოს ეს ვიღაცისგან, მისმა მასწავლებელმა კიდევ სხვისგან უნდა ისწავლოს და ა.შ. სხვა ადამიანების დახმარების გარეშე ადამიანი ლაპარაკსაც კი ვერ ისწავლიდა. შესაბამისად ყველაფერი რასაც ყველა ერთად აკეთებს უნდა ეკუთვნოდეს ყველას.

რატომ მუშაობს ყოველი ადამიანი შეძლებისდაგვარად ? იმიტომ რომ ადამიანებს განსხვავებული შესაძლებლობები აქვთ. ადამიანი მუშაობს ისე როგორც შეუძლია, უკეთ ვერ იმუშავებს, უარესად კი არ იმუშავებს იმიტომ რომ ეს უკვე ტყუილი იქნება.
რატომ იღებს ყველა მოთხოვნილებისდაგვარად? რატომ არა შრომის მიხედვით ? იმიტომ რომ შეუძლებელია შევაფასოთ ცალკეული ადამიანის დამსახურება საერთო საქმეში. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: თუ ორ ადამიანს მიაქვს ფიცარი, ამ დროს ერთს სქელი ბოლო უჭირავს , მეორეს კი თხელი,იმაზე ფიქრს აზრი არა აქვს რომლის დამსახურება იქნება უფრო დიდი, იმიტომ რომ ვერც ერთი მათგანი ფიცარს მარტო ვერ წაიღებს. შესაბამისად ისინი ერთნაირად სჭირდებიან ერთმანეთს.

მაშინ რატომ არ მივცეთ ყველას თანაბრად? იმიტომ რომ ყველას სხვადასხვა სჭირდება. არ შეიძლება ახალშობილს ძეხვს აჭმევდე, ზრდასრულს კი დედის რძე მიართვა. იმიტომ რომ სათვალე მხოლოდ იმას სჭირდება ვისაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. იმიტომ რომ თბილი სახლი სჭირდება იმას ვინც ცივ ადგილას ცხოვრობს და ა.შ. და ა.შ. ამ ადამიანების შემთხვევაში თანაბარი მხოლოდ მათი უფლებაა დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები. Continue reading კავკასიის ანარქისტული მოძრაობა XX საუკუნის დასაწყისში

ვეფხვია მანია – შრომა და წარმოება

26908_103052356392746_100000639450517_85423_7777161_n

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას. Continue reading ვეფხვია მანია – შრომა და წარმოება