Tag Archives: ანარქო-კომუნიზმი

ნაწყვეტი ერიკო მალატესტას წიგნიდან – კაფეში

ცნობილი იტალიელი ანარქისტის ერიკო მალატესტას ნაწარმოები სტილისტურად შესრულებულია პლატონის დიალოგების მიბაძვით. დიალოგისა და პოლემიკის მეშვეობით უფრო ცხადი და იოლად აღსაქმელი ხდება როგორც ანარქისტების დღევანდელობისა და მომავალი საზოგადოების მოწყობის ხედვა, ასევე ის ძირითადი დებულებები რომლებსაც მიმართავს ბურჟუაზია არსებული ეკონომიკური ჩაგვრის გასამართლებლად.

წიგნის სრული ინგლისური PDF ვერსია შეგიძლიათ იხილოთ
Errico Malatesta – At the Cafe (1.39 MB)

I

პროსპერი: (მსუქანი ბურჟუა, გაკვრით გაცნობილი პოლიტიკურ ეკონომიკასა და სხვა მეცნიერებებს) აჰა, აჰა, ხო, გავიგეთ ეგ, – მშიერი ხალხი, მეძავი ქალები, ზრუნვის გარეშე დარჩენილი მომაკვდავი, მიტოვებული ბავშვები……….. რამდენი შეიძლება, სულ ერთიდაიგივეზე ლაპარაკობ და საბოლოოდ მოსაწყენი ხდები. მოდი ჯობია დავლიოთ. რათქმაუნდა, არსებობს ათასი ბოროტება დედამიწაზე: შიმშილი, უგუნურება, ომი, დანაშაული, ჭირი.. ეშმაკმაც წაიღოს და რა მერე ? რა შენი საქმეა ეგ?

მიშელი: (სტუდენტი) როგორ თუ რა მესაქმება? აი თქვენ გაქვთ კომფორტული სახლი, გემრიელი საუზმე, თქვენს სამსახურშია მოსამსახურე, აძლევთ უმაღლეს განათლებას თქვენს შვილებს, თქვენი ქალები სუფთა და მოწესრიგებულებია, თქვენ კმაყოფილი ხართ და იქ, თუნდაც დაიღუპოს ქვეყნიერება, მაგრამ თუ თქვენში არსებობს სამართლიანობის გრძნობა, თუ..

პროსპერი: საკმარისია, საკმარისია. გთხოვ ქადაგებების გარეშე. და გთხოვ ძვირფასო, დაივიწყე ეს ტონი. შენ მთვლი გულქვა, სხვისი გაჭირვებისადმი გულგრილ ადამიანად. და სხვათა შორის ჩემი გული ივსება სისხლით (ოფიციანტო, კონიაკი, სიგარა!) ჩემი გული ივსება სისხლით, როდესაც ვხედავ სხვის უბედურებას. მაგრამ დიდ სოციალურ საკითხებში მნიშვნელობა აქვს არა გულს. ბუნების კანონები შეუქცევადია ყველასათვის და პომპეზური ფრაზებითა და ქალური მგრძნობიარობით ისინი არ შეიცვლებიან. ბრძენია ის, ვინც ემორჩილება გარემოებებს, იყენებს ცხოვრებას როგორც შეუძლია და არ დასდევს ქიმერებს.

მიშელი: თქვენ ამბობთ ბუნების კანონებზე?! რა იქნება თუ ღატაკები დაიწყებენ ბუნების ამ განთქმული კანონების ჩასწორებას? არსებობს ხალხი, რომლებსაც დიდად ეპარებათ ეჭვი ამ თქვენი კანონების შეუქცევადობაში.. Continue reading ნაწყვეტი ერიკო მალატესტას წიგნიდან – კაფეში

ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

ამერიკელი ანარქისტი ბობ ბლექი იძულებითი შრომის გაუქმების იდეით გამოდის, რაც მისი აზრით წარმოების და საქმიანობის ახლებურმა, ‘’თამაშის’’ ფორმამ უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებით ავტორს, მაგრამ მიგვაჩნია რომ ტექსტი ბევრ საყურადღებო თვალსაზრისს შეიცავს.

PDF ვერსია Bob-Black-shromis-gauqmeba (197.8 kB)

არავინ, არასოდეს არაა ვალდებული იშრომოს.

შრომა – ადამიანის თითქმის ყველა უბედურების სათავეა. რომელი ბოროტებაც არ უნდა დაასახელოთ – მისი მიზეზი არის შრომა ან შრომისთვის შექმნილ სამყაროში ცხოვრება. შეწყვიტო შრომა, იგივეა რაც, გათავისუფლდე ტანჯვისგან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ. არამედ, გულისხმობს ცხოვრების ახალი სტილის შექმნის საჭიროებას, დაფუძნებულს ‘’თამაშზე’’. სხვა სიტყვებით – ‘’ლუდისტურ’’1 ანუ ‘’მოთამაშე’’ არსებობას: გულკეთილობას; მეგობრობას; ერთიანობას; ერთგვარ, ცხოვრების ხელოვნებასაც კი. ამ შემთხვევაში, ‘’თამაში’’ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ, ბავშვის გართობას, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელი. მე მოგიწოდებთ, ნებაყოფლობით ურთიერთ-დამოკიდებული სიუხვისა და სიხარულის, თანაზიარი თავგადასავლისკენ. თამაში არ არის პასიური დასვენება. ეჭვსგარეშეა რომ დღეს, როგორი შემოსავალი თუ პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ყველასთვის ჩვეულია სიზარმაცე და უსაქმობისკენ მიდრეკილება. მაგრამ, როგორც კი შრომისგან მოგვრილი გამოფიტვა გაივლის, თითოეული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს ქმედებას. ორივე – ‘’ობლომოვობაც’’ და ‘’სტახანოველობაც’’, ერთი მედლის ორი მხარეა.

ლუდისტური ცხოვრება-თამაში, ვერ ეგუება დღეს არსებულ რეალობას. მით უარესი, ‘’რეალობისთვის’’- ამ შავი ხვრელისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად შლის ზღვარს ცხოვრებასა და გადარჩენას შორის. რეალობა, მთელ ცხოვრებას, მის მცირედ ნაწილსაც კი შთანთქავს. საინტერესოა, ან იქნებ არც ისე, რომ ყველა ძველ იდეოლოგიას, როგორებიცაა მარქსიზმი და ანარქიზმის 2 ბევრი მიმდინარეობა, განსაკუთრებული გატაცებით სჯერათ შრომის, რადგან სხვა რამის ნაკლებად თუ სწამთ.

ლიბერალები მიუთითებენ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გაუქმების აუცილებლობაზე სამუშაოზე აყვანისას – მე ვამტკიცებ, რომ თავად სამსახურია გასაუქმებელი; კონსერვატორები მხარს უჭერენ შრომის უფლების შესახებ კანონმდებლობას – მე მხარს ვუჭერ ზარმაცობის უფლებას კარლ მარქსის მეამბოხე სიძის, პოლ ლაფარგის 3 მსავსად; მემარცხენეები ითხოვენ საყოველთაო დასაქმებას – მე, ისევე როგორც სურეალისტები, იმ განსხვავებით რომ არ ვხუმრობ, ვითხოვ სრულ დაუსაქმებლობას; ტროცკისტები მოუწოდებენ პერმანენტული რევოლუციისკენ, მე – ლხინისკენ.  Continue reading ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

პეტრე კროპოტკინი – პური და თავისუფლება

მხატვარი ირაკლი კეკუტია, მუყაო, პასტელი 70 x 50 cm
პეტრე კროპოტკინი. მხატვარი ირაკლი კეკუტია, 2015 მუყაო, პასტელი 70 x 50 cm

თავი  I. ჩვენი სიმდიდრე
I

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მომაკვდავი პირველყოფილი ადამიანი თავის შვილებს კაჟის ქვისაგან გამოკვეთილ რამდენიმე “იარაღს”, რაიმე თავშესაფარს, რამდენიმე მოუხერხებელ ჭურჭელს და უსაზღვრო, საშინელ, შეუცნოებელ ბუნებას უტოვებდა, რომელთანაც მათ ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლა უნდა გაემართათ, საკუთარი უმწეო არსებობის შესანარჩუნებლად.

თუმცა, ადამიანმა ამის შემდეგ ათასობით წლის განმავლობაში, დიდი განძის დაგროვება მოახერხა. მან ამოავსო ჭაობები, დააგო გზები და გაჩეხა ტყეები. ის აშენებდა, იგონებდა, აკვირდებოდა, აანალიზებდა. მან შექმნა მრავალი რთული მექანიზმის იარაღი, ამოხსნა ბუნების ბევრი საიდუმლო – და ახლა, თანემედროვე დროში, ცივილიზებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი, შეიძლება დაბადებისთანავე იყოს უზარმაზარი კაპიტალის მფლობელი, შექმნილის და დაგროვებულის მათ მიერ, ვინც ცხოვრობდა და მუშაობდა მის დაბადებამდე. ეს კაპიტალი მას აძლევს შანსს, რომ თავისი მცირედი შრომის სხვების შრომასთან გაერთიანებით, შექმნას წარმოუდგენელი სიმდიდრე, რომელთან შედარებითაც “ათას ერთ ღამეში” აღწერილი ყველა განძი, მცირედ მოგვეჩვენება.

გასუფთავებული ნიადაგი მხოლოდ ელოდება, როდის გამოიყენებენ მას გონივრულად, დათესავენ კარგ თესლს, უხვი მოსავლის ასაღებად, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანების მოთხოვნილების სრულიად დაკმაყოფილებას სჭირდება.

ამერიკული სტეპების ნიადაგზე, ასი ადამიანი, მანქანების დახმარებით, რამდენიმე თვეში აწარმოებს იმ რაოდენობის პურს, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანის ერთი წლის განმავლობაში გამოსაკვებად. ადამიანი, რომელსაც სურს რომ გაზარდოს თავისი შემოსავალი, თავად ამუშავებს საჭირო ნიადაგს და უვლის თითოეულ მცენარეს, შესაბამისად ის იღებს უხვ მოსავალს. ის ნაკლები რისკისა და შრომის ხარჯზე იღებს მეტ შემოსავალს, ვიდრე მონადირე, რომელსაც სჭირდება ასობით კვადრატული მეტრის შემოვლა ოჯახისათვის საკმარისი საკვების მოსაპოვებლად.

კლიმატი მისთვის შემაფერხებელი არ არის. თუ მზის სითბო არ კმარა, ის მას ხელოვნური სითბოთი ჩაანაცვლებს, შემდეგ კი ხელოვნურ განათებასაც გამოიყენებს მცენარეთა ზრდის დასაჩქარებლად. მინის კონსტრუქციისა და თუჯის მილების საშუალებით, რომლებშიც ცხელი წყალი გადის, ის მიწის მცირე ნაწილზე, იმაზე ათჯერ მეტ მოსავალს მიიღებს, ვიდრე ადრე ბუნებრივ ჰაერზე იღებდა.

კიდევ უფრო გასაოცარია მიღწევები, რომლებიც ადამიანებს მრეწველობაში აქვთ. თანამედროვე მანქანათა დახმარებით – გონიერი ქმნილებები, რომლებიც სამი თუ ოთხი თაობის უცნობი გამომგონებლების შრომის წყალობითაა შექმნილი – ახლა ასი ადამიანი აწარმოებს ტანსაცმლის ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანისათვის ორი-სამი წლის განმავლობაში. კარგად მოწყობილ საბადოებში ასი ადამიანი მოიპოვებს იმდენ ნავთობს, რამდენიც საკმარისია ათი ათასი ოჯახისათვის, დაბალი ტემპერატურის პირობებშიც. ცოტა ხნის წინ კი, 1889 წლის დასაწყისში, ჩვენ მომსწრენი გავხდით, როგორ შეიქმნა მთელი გასაოცარი ქალაქი პარიზის ახლოს, სულ რამოდენიმე თვეში.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფოლადის მტკიცე დამხმარეების საშუალებით, შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელშიც ყველას ექნება საშუალება იცხოვროს მდიდრულად. დიახ, ჩვენ მდიდრები ვართ, ბევრად უფრო მდიდრები, ვიდრე წარმოგვიდგენია. მდიდრები ვართ იმით, რაც უკვე გვაქვს, და კიდევ უფრო მდიდრები იმით, რისი შექმნაც შეგვიძლია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის დახმარებით. და შეუფასებლად მდიდრები იმით, რასაც ჩვენ შევქმნიდით, თუ მიწა, მეცნიერება და ტექნიკა (ტექნიკური ცოდნა) იქნებოდა ყველას საკუთრება და ყველასათვის ხელმისაწვდომი. Continue reading პეტრე კროპოტკინი – პური და თავისუფლება

პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

Peter_Kropotkin_circa_1900

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს საქართველოში გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

I

ამ კითხვის მნიშვნელობაზედ მეტიც არის ლაპარაკი. ბევრი ანარხისტთაგანი და ბევრი მოაზრეთაგანი, თუმცა ძლიერ ბევრ უპირატესობას ხედავენ კომმუნისტიურ წეს-წყობილებაში, მაგრამ მიუხადავად ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დიდი საფრთხე მოელის კომუნიზმის მხრივ საზოგადოებრივ თავისუფლებას და პიროვნების თავისუაფალ განვითარებას. ეჭვს გარეშეა რომ ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამასთანავე, როდესაც ამ საგანს შევეხებით, იძულებული ვართ განვიხილოთ მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: – კითხვა შესახებ საზოგადოებისა და პიროვნებათა განწყობილებისა საზოგადოდ.

საუბედუროდ კომუნიზმის კითხვა ძლიერ გართულებულია ამ საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაზედ ბევრი შემცდარი შეხედულობით, რომელიც ძლიერ ფართოთ არის გავრცელებული. უმეტეს შემთხვევაში კომმუნიზმის სახელით ქადაგებდნენ ცოტად თუ ბევრად ქრისტიანულ ანუ მონასტრულ კომმუნიზმსა – და ყოველ შემთხვევაში მორჩილებით კომმუნიზმს, რომელიც ექვემდებარება სასტიკ ცენტრალურ ძალას. ამნაირ სახის კომმუნიზმს ჰქადაგებდნენ 19 საუკუნის პირველ ნახევარში, და ამგვარი სახით ანხორციელებდნენ მას ძლიერ ბევრ თემებში. ამ თემთათვის ოჯახი იყო ნიმუში, და ისინიც მიისწრაფოდნენ შეექმნათ დიდი კომმუნისტიური ოჯახი. ამ მიზნით სცდილობდნენ ისინი უწინარეს ყოვლისა გარდაექმნათ ადამიანის ბუნება. ამის გამო, საერთო შრომის გარდა ისინი ავალებდნენ თავიანთ წევრებს ეცხოვრათ ვიწრო ოჯახური ცხოვრებით, განშორებოდნენ თანამედროვე ცივილიზაციას, განცალკევებული ყოფილიყო მათი კომუნა და „ძმანი და დანი“ ჩარეულიყვნენ ხოლმე თემის ყოველი წევრის შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანებში. Continue reading პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

ანარქო-კომუნიზმი

JYcaUad

ანარქო–კომუნიზმი (თავისუფალი კომუნიზმი) არის ანარქიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს, ბაზრის, ფულის, კერძო საკუთრების და კაპიტალისტური სისტემის განადგურებას, სანაცვლოდ კი გვთავაზობს წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ქონას, პირდაპირ დემოკრატიას და უიერარქიო ასოციაციებსა და მუშათა საბჭოებს, რომელშიც წარმოება დამყარებული იქნება პრინციპზე–ყველას მოთხოვნილების, ყველა–შესაძლებლობების მიხედვით. ანარქო-კომუნიზმის საფუძვლებია:

  • დეცენტრალიზაცია – ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩანაცვლება თავისუფალი ფედერაციებით, თვითორგანიზებული ტერიტორიული ერთეულებით (კომუნებით) და საწარმოო გაერთიანებებით.
  • თავისუფლება – რაც, პირველ რიგშიც გულისხმობს სრულ პიროვნულ თავისუფლებას. ძირითადად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების შელახვის მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები – მაგალითად, როდესაც ადამიანს კანონების გამოყენებით აიძულებენ რაღაც ქმედების განხორციელებას, ან ეკონომიკური ფაქტორები აიძულებს მას საკუთარი სამუშაო ძალა მიჰყიდოს კაპიტალის მფლობელს. ყოველს ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • თანასწორობა – იერარქიის არარსებობა, ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს იმ ყველაფრის მიღების საშუალება, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის. ასევე, საერთო დოვლათი ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი
  •  ურთიერთდახმარება – აქ საუბარია ეგოიზმის – ხალხის დაყოფის მიზეზის – სოლიდარობით ჩანაცვლებაზე, რაც მიგვიყვანს ჰარმონიულ საზოგადოებამდე, რომლის წევრებიც მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. Continue reading ანარქო-კომუნიზმი