Tag Archives: ანარქო-პრიმიტივიზმი

ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

ამერიკელი ანარქისტი ბობ ბლექი იძულებითი შრომის გაუქმების იდეით გამოდის, რაც მისი აზრით წარმოების და საქმიანობის ახლებურმა, ‘’თამაშის’’ ფორმამ უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებით ავტორს, მაგრამ მიგვაჩნია რომ ტექსტი ბევრ საყურადღებო თვალსაზრისს შეიცავს.

PDF ვერსია Bob-Black-shromis-gauqmeba (197.8 kB)

არავინ, არასოდეს არაა ვალდებული იშრომოს.

შრომა – ადამიანის თითქმის ყველა უბედურების სათავეა. რომელი ბოროტებაც არ უნდა დაასახელოთ – მისი მიზეზი არის შრომა ან შრომისთვის შექმნილ სამყაროში ცხოვრება. შეწყვიტო შრომა, იგივეა რაც, გათავისუფლდე ტანჯვისგან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ. არამედ, გულისხმობს ცხოვრების ახალი სტილის შექმნის საჭიროებას, დაფუძნებულს ‘’თამაშზე’’. სხვა სიტყვებით – ‘’ლუდისტურ’’1 ანუ ‘’მოთამაშე’’ არსებობას: გულკეთილობას; მეგობრობას; ერთიანობას; ერთგვარ, ცხოვრების ხელოვნებასაც კი. ამ შემთხვევაში, ‘’თამაში’’ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ, ბავშვის გართობას, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელი. მე მოგიწოდებთ, ნებაყოფლობით ურთიერთ-დამოკიდებული სიუხვისა და სიხარულის, თანაზიარი თავგადასავლისკენ. თამაში არ არის პასიური დასვენება. ეჭვსგარეშეა რომ დღეს, როგორი შემოსავალი თუ პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ყველასთვის ჩვეულია სიზარმაცე და უსაქმობისკენ მიდრეკილება. მაგრამ, როგორც კი შრომისგან მოგვრილი გამოფიტვა გაივლის, თითოეული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს ქმედებას. ორივე – ‘’ობლომოვობაც’’ და ‘’სტახანოველობაც’’, ერთი მედლის ორი მხარეა.

ლუდისტური ცხოვრება-თამაში, ვერ ეგუება დღეს არსებულ რეალობას. მით უარესი, ‘’რეალობისთვის’’- ამ შავი ხვრელისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად შლის ზღვარს ცხოვრებასა და გადარჩენას შორის. რეალობა, მთელ ცხოვრებას, მის მცირედ ნაწილსაც კი შთანთქავს. საინტერესოა, ან იქნებ არც ისე, რომ ყველა ძველ იდეოლოგიას, როგორებიცაა მარქსიზმი და ანარქიზმის 2 ბევრი მიმდინარეობა, განსაკუთრებული გატაცებით სჯერათ შრომის, რადგან სხვა რამის ნაკლებად თუ სწამთ.

ლიბერალები მიუთითებენ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გაუქმების აუცილებლობაზე სამუშაოზე აყვანისას – მე ვამტკიცებ, რომ თავად სამსახურია გასაუქმებელი; კონსერვატორები მხარს უჭერენ შრომის უფლების შესახებ კანონმდებლობას – მე მხარს ვუჭერ ზარმაცობის უფლებას კარლ მარქსის მეამბოხე სიძის, პოლ ლაფარგის 3 მსავსად; მემარცხენეები ითხოვენ საყოველთაო დასაქმებას – მე, ისევე როგორც სურეალისტები, იმ განსხვავებით რომ არ ვხუმრობ, ვითხოვ სრულ დაუსაქმებლობას; ტროცკისტები მოუწოდებენ პერმანენტული რევოლუციისკენ, მე – ლხინისკენ.  Continue reading ბობ ბლექი – შრომის გაუქმება