Tag Archives: ანარქო-სინდიკალიზმი

მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

bookchin005
ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ზოგიერთი თეზისი ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” Continue reading მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

ნოამ ჩომსკი – რა სახის ანარქიზმის მწამს და რა ხდება ლიბერტარიანელების თავს

ნოამ ჩომსკსს ინტერვიუ ჩამოართვა მიშელ ს. უილსონმა 28 მაისი, 2013 წელი

25163_noam_chomsky-660x350

მიშელ ს. უილსონი: თქვენ ბევრ სხვა რამესთან ერთად, თვითდეკლარირებული ანარიქსტი ხართ, უფრო კონკრეტულად, ანარქო-სინდიკალისტი. ადამიანების უმრავლესობა ანარქისტებს წარმოიდგენს როგორც დეპრივილეგირებულ პანკებს, რომლებიც მაღაზიების ვიტრინებს ქვებს უშენენ ან როგორც შენიღბულ ტიპებს, რომლებიც ბურთის ფორმის ნაღმებს მსუქან მრეწველებს სტყორცნიან. არის კი ეს სწორი ხედვა? რა არის ანარქიზმი თქვენთვის?

ნოამ ჩომსკი: ანარქიზმი, ჩემი გადმოსახედიდან, არსებითად, გარკვეული სახის ტენდენციაა ადამიანების აზროვნებაში, რომელიც თავს ავლენს განსხვავებული ფორმებით, განსხვავებულ ვითარებებში, და მას აუცილებლად ახლავს წამყვანი მახასიათებლები. პირველ რიგში, ეს არის ტენდენცია, რომელიც ეჭვნეულად და სკეპტიკურადაა განწყობილი დომინაციის, ხელისუფლების და იერარქის მიმართ. ის იკვლევს იერარქიულ და დომინაციურ სტრუქტურებს ადამიანის სიცოცხლის ყველა სპექტრში, დაწყებყლი პატრიარქალური ოჯახებიდან დამთავრებული იმპერიული სისტემებით, და ის სვამს კითხვას, ნუთუ ეს სისტემები გამართლებულია. ის ვარაუდობს, რომ მკტიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ნებისმიერს, ვინც ფლობს ძალაუფლებას და ავტორიტეტს. მათი უფლებამოსლებანი არ არის თვითდამტკიცებული. მათ უნდა მისცენ საკმარისი მიზეზი ხალხს, რათა მოიპოვონ ლეგიტიმაცია. და თუ ისინი ვერ ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალაუფლებას და უფლებამოსილებებს, რაც ჩევეულებრივი შემთხვევაა, მაშინ უნდა მოხდეს ხელისუფლების დემონტაჟი და ჩანაცვლება რაიმე მეტად თავისუფალით და სამართლიანით. როგორც მე მემის, ანარქია ზუსტად ეს ტენდენციაა. ის იღებს სხვადასხვა ფორმებს სხვადასხვა დროს. Continue reading ნოამ ჩომსკი – რა სახის ანარქიზმის მწამს და რა ხდება ლიბერტარიანელების თავს

ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

(ნაწყვეტი ესსედან)

ფაქტია, რომ სახელმწიფო არის კარგად ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც თვითნებურად, ხშირად
ძალადობის გამოყენებით მართავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არის იარაღი, რომლის საშუალებითაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მართველი ელიტა იყენებს არა მხოლოდ იარაღს და ფულს, არამედ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე. ამ რეპრესიული აპარატის დახმარებით მართველი კლასი ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მონური სისტემიდან სხვა, შედარებით მცირე დეტალებზე. ცხადია, თუ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ, უნდა შევქმნათ ამ ამოცანის შესაბამისი სიძლიერის იარაღი. ის მეთოდები, რომლებსაც მთავარი მტრების – სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ – დღემდე იყენებდა რევოლუციონერთა კლასი, არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. ისტორიამ შემოგვინახა მომენტები, როდესაც ხალხმა შეძლო სახელმწიფოს დამარცხება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება: სახელმწიფომ მაინც შეძლო ძალების მოკრება და კაპიტალისტთა გაერთიანება, რასაც ხალხზე გამარჯვება მოჰყვა. რუსეთის რევოლუციამ გამოააშკარავა ჩვენი ნაკლოვანებები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. პირიქით, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ერთი მხრივ, რუსეთის რევოლუციის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ შესანიშნავ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ აგვეშენებინა პროლეტარიატთა თავისუფალი საზოგადოება, თავისი სოციალური სტრუქტურებით, რომლებიც სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ზედამხედველობის გარეშე განვითარდებოდნენ. Continue reading ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ

ემილ პუჟე – რევოლუციური ლუკმა

Émile_Pouget
ანტიკური ხანის რომელიღაც ფილოსოფოსს  უთქვამს: „ბრძენი კანონს საკუთარ თავში ატარებს“. ეს ანარქიის მთელი კონცეფციაა ერთ სიტყვაში. მაგრამ იკითხავენ: „დიახ, მაგრამ არის კი ყველა ადამიანი ბრძენი?“

თავისთავად კითხვას კი არასწორად გაიგებენ, რადგან არ არსებობს სიბრძნის საზომი ერთეული. ნამდვილი სიბრძნე ყველასთვის იქნებოდა პრინციპი – „იყავი ნამდვილი, ის რაც ხარ“. ამ დონის ინდვიდუალიზმის განსაზოგადებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ფსიქიკური ურთიერთქმედების მარეგულირებელი ფამილარულობა ახასიათებთ და ეს უხმო შეთანხმება აყალიბებს სოციალურ გარემოს.

რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, ეს საკვების მოთხოვნილებაა. იმისათვის, რომ იფილოსოფოსო, ჯერ უნდა იარსებო – საარსებოდ კი საკვები აუცილებლად დაგჭირდება. როგორი რევოლუციური იდეებიც არ უნდა გქონდეს, ძნელია შეეწინააღდეგო ამ მოთხოვნილებას : ყველაზე ველური იდეალისტებიც მიირთმევენ დღიურ ულუფას. Continue reading ემილ პუჟე – რევოლუციური ლუკმა