Tag Archives: ბაზრის ანარქიზმი

ბაზარი არასაკმარისია!

საბაზრო ანარქიზმი* არის იდეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია კაპიტალიზმის ჩანაცვლება რეფორმირებული “თავისუფალი ბაზარით” ადამიანური მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს იდეა არაა ახალი და სხვადახვა დროს ატარებდა სხვადასხვა სახელს, როგორიცაა მუტუალიზმი, ინდივიდუალისტური ანარქიზმი, კოლექტივისტური სახელფასო სისტემა და ა.შ. თუმცა XIX საუკუნის ბოლოსთვის ეს იდეა განდევნა ანარქო-კომუნიზმმა. მიზეზთა გამო მარკეტის ანარქიზმი, კვლავ წამოიწია დღის წესრიგში, მაგრამ მისი საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტები კვლავ იგივე რჩება. მისი კლასიკური კრიტიკის გარდა, იხ. პეტრე კროპოტკინის წიგნიდან “პური და თავისუფლება” XIII თავი kropotkini-daqiravebuli-shroma PDF (14 გვერდი). ამ სტატიაში იქნება ნაჩვენები 7 კონკრეტული საკითხი, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია თვითრეგულირებად თავისუფალ ბაზარს. ამ ესეში იქნება ნაჩვენები, რომ ყველაზე თანამედროვე ფორმაშიც კი საბაზრო ანარქიზმს არ შეუძლია მოგვცეს ჰუმანური საზოგადოება და არ აქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც აწყდება დღეს მუშათა კლასი.

1. მოთხოვნა და მიწოდება

ყველა ბაზარი ღირებულებას ზომავს ციფრებში (ფასებში) – რაც ნიშნავს რომ ყველაფერი შეიძლება შედარებულ იქნას დანარჩენ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შრომის ქვითრები, ბიტკოინი თუ ძველი სკოლის ვალუტა, ყველაფერს აქვს ფასი. ეს ისეთივე ნორმალური გახდა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რამდენად აბსურდულია ეს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები არ შეიძლება დაყვანილ იქნას რიცხვებზე. მათი გაზომვა და ერთმანეთის შედარება შეუძლებელია. რამდენ პლაზმურ ტელევიზორად ღირს ერთი სასუნთქი აპარატი? რამდენია საჭირო ერთი ინტენსიური თერაპიისთვის? რამდენი სკეიტბორდი დაჯდება დღიური ულუფა? უაზროა ამგვარად შევადაროთ მოხმარების საგნები ერთმანეთს. მითუმეტეს როცა ბაზრისთვის ეს ყველაფერი ერთი სახისაა: საქონელი. Continue reading ბაზარი არასაკმარისია!