Tag Archives: ბატისტა

ფრანკ ფერნანდესი – კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობა

2001 წელს გამოცემული ფრანკ ფერნანდესის მიერ დაწერილი პამფლეტი კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობის შესახებ არის მოკლე მიმოხილვა იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა ლიბერტარულმა იდეებმა კუბის მოსახლეობაზე. ჩვენი ვალია, გულწრფელად გადმოვცეთ ისტორია კუბელი ანარქისტებისა, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ თავისუფლებისთვის და საზოგადოების ყველაზე ჩაგრული კლასებისთვის. კუბელი ანარქისტების მიღწევებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სოციალურ და პროფკავშირულ ბრძოლებში. ჩვენ მოკლედ აღვწერთ იმ ადამიანების მოღვაწეობას, რომლებმაც, რესურსების, დახმარებისა ან დაცვის გარეშე, დავიწყებულებმა და დევნილებმა, უზარმაზარი გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ მუშათა კლასსა და გლეხებზე, არამედ მთლიანი კუბის ისტორიაზე. ისინი, მართლაც, იყვნენ კუბის პროლეტარიატის წინამორბედნი.

PDF ვერსია frank-fernandesi-anarchismi-kubashi (262.4 kB)

1. კოლონიალური ეპოქა და სეპარატიზმი

პიერ-ჟოზეფ პრუდონი, მისი ინოვაციური იდეების წყალობით, იწოდება მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეაზროვნედ. მისმა ეკონომიკურმა თეორიებმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპაზე, და გადამწყვეტი როლი ითამაშა კუბის ანარქიზმის განვითარებაში. პრუდონს, პირველ თანამედროვე ანარქისტ თეორეტიკოსს, კუბაში მიმდევრები გამოუჩნდა პროგრესულად მოაზროვნე ხელოსანთა და მუშათა შორის. 1857 წელს კუბაში დაარსდა პირველი მუტუალისტური საზოგადოება. თუმცა, პრუდონის იდეები ფართოდ ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სატურნინ მარტინეზმა დაიწყო გაზეთ „La Aurora“-ს გამოცემა, 1865 წელს. იმ პერიოდში ჩამოყალიბდა თავდაპირველი კუბის პროლეტარიატის: სიგარების დამზადებლების, ტექსტების მბეჭდავების, ჯამაგირზე მომუშავე გლეხებისა და ხელოსნების „თავისუფალი ასოციაციები“. კუბა უნდა უმადლოდეს პრუდონს, ასევე, რეგიონალური ცენტრების, სკოლების, კლინიკებისა და ურთიერთდახმარების ასოციაციების შექმნისთვის.
ესპანეთისგან გამოყოფის პირველი მცდელობა კუბაში, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, იყო ათწლიანი ომი (1868-1878). ომში მონაწილეობდნენ თამბაქოს ინდუსტრიის ანარქისტული ელემენტებიც. მაგალითად, ვინცენტე გარსია და სალვადორ ბეტანკორტი, ორივე პრუდონისეული ფედერალიზმის მომხრე. მათ დიდი როლი ითამაშეს ომის მსვლელობაში. ამ მოქმედებებს მხარს უჭერდნენ ესპანელი ამხანაგებიც, რომლებსაც სდევნიდნენ ევროპაში რევოლუციური შეხედულებების გამო და რომლებიც ემიგრირდნენ კუბაში. Continue reading ფრანკ ფერნანდესი – კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობა