Tag Archives: ბიუროკრატია

ერიხ ფრომი – კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე

Erich_Fromm

კაპიტალისტური საზოგადოება დამყარებულია, ერთის მხრივ – პოლიტიკური თავისუფლების, ხოლო მეორე მხრივ – ბაზრის, როგორც ყველანაირი ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულატორის პრინციპებზე. ბაზარი ადგენს საქონლის საცვლელ ღირებულებას, ხოლო შრომის ბაზარი არეგულირებს სამუშაო ძალის შეძენის და გაყიდვის პრინციპებს. სასარგებლო ნივთები, ისევე როგორც ადამიანის სასარგებლო ძალა და შესაძლებლობები იქცევა საქონლად, რომელიც შემდეგ ყოველგვარი დაძალების და მოტყუების გარეშე, საბაზრო პირობების მიხედვით იცვლება. როგორი სასარგებლო და აუცილებელიც არ უნდა იყოს ნივთი(მაგალითად: ჩექმები), მას არ აქვს არანაირი ეკონომიკური (საცვლელი) ღირებულება, თუ ბაზარზე მასზე მოთხოვნა არ არის. ისევე როგორც ნივთები, ადამიანის ძალები და შესაძლებლობებიც არ ფლობენ ეკონომიკურ ღირებულებას თუ არსებულ ბაზარზე მათზე მოთხოვნა არ არის. კაპიტალის მფლობელს შეუძლია შეიძინოს და მუშაობა აიძულოს ნებისმიერ სამუშაო ძალას. ძალის მფლობელი იძულებულია ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად მიყიდოს კაპიტალისტს საკუთარი შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილისთვის არის განწირული. ეს ეკონომიკური სტრუქტურა ასევე ნათლად არის არეკლილი ფასეულობათა იერარქიაში. ცხადია რომ კაპიტალი განკარგავს სამუშაო ძალას, გამომდინარე აქედან დაგროვებული საგნები – მკვდარი საგნები – უფრო მეტად ფასობენ ვიდრე ცოცხალი შრომა და ცოცხალი ადამიანის შესაძლებლობები. Continue reading ერიხ ფრომი – კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე