Tag Archives: განათლება

პირდაპირი მოქმედება – საქართველო

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]

იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.

ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.

მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.

ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს "სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია". ეს ის დროა როცა სწავლის საფასურმა თითქმის გაორმაგდა.
პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”. ეს ის დროა როცა სწავლის საფასური თითქმის გაორმაგდა.

 

Continue reading პირდაპირი მოქმედება – საქართველო

განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

IMG_4095

გოდვინი: განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ
იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობს ნაციონალური განათლების სისტემა, არსებობს მუდმივი ოპოზიცია, რომელიც მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობდა და საუბრობს. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ამგვარი სწავლების იყო უილიამ გოდვინი, რომელმაც 1793 წელს დაწერა ,, კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობაზე’’ Enquiry concerning Political Justice, and its Influence on General Virtue and Happiness (1793), რომელიც გახდა პირველი თანამედროვე ანარქისტული შეტევა სახელმწიფო სისტემაზე.
ადამიანისთვის, რომელმაც ორი რევოლუცია გადაიტანა (ფრანგული – 1789-99 წლებში და ამერიკული 1776 ბოლოდან), მნიშვნელობა არ ჰქონდა მმართველობის რომელი ფორმა იქნებოდა ქვეყანაში, ამიტომ მან დაიწყო მართველობის ყველა ფორმასთან აქტიური ბრძოლა. ის მიიჩნევდა, რომ საზოგადოების ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს – განათლება და მთავრობა (მართველობის სხვადასხვა ფორმებით). აქედან გამომდინარე გოდვინის აზრით ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ადამიანების ხელში რჩებოდა იყო/არის თავისუფალი განათლება, რომლის გატარება უნდა დაიწყოს არა უნივერსიტეტიდან, არამედ სკოლიდან! ის ამტკიცებდა, რომ წარმატებული რეფორმა სკოლაში საწინდარი იყო ნებისმიერი თავისუფალი რეფორმის წარამტების საწინდარი, ამ სახის ცვლილებები უნდა მომხდარიიყო კომპლექსურად. ამრიგად არ მოხდებოდა გაუცხოება სასკოლო სივრციდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადასვლის დროს. Continue reading განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

iconesalonhr

სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება  არის  მეთოდი, რომელიც აქცენტს აკეთებს სტუდენტების მოთხოვნილებებზე და სასწავლო პროცესის წარმმართველად არ მიიჩნევს ლექტორების და ადმინისტრაციის სურვილებს. ეს მეთოდი სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, კურსების შინაარსსა და ინტერაქტიულობაზე ახალ ხედვას გვთავაზობს.

ტრადიციული სწავლების მეთოდისგან განსხვავებით,  რომელშიც პროცესის წამყვანი ლექტორია, ეს მოდელი ფოკუსირებულია სტუდენტების მოთხოვნილებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, სწავლების პროცესში კი ლექტორის ერთადერთი ფუნქცია – სტუდენტების დახმარება და პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყურის დევნებაა. ლექტორებზე ორიენტირებული მოდელში სტუდენტები პასიურ როლს ასრულებენ და მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები არიან. სტუდენტებზე ფოკუსირებული სისტემა კი გვთავაზობს  ტრადიციული როლების გაცვლას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. Continue reading სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

უნივერსიტეტი და ავტონომია

 

456275_414456098576400_2124919585_o

სანამ უნივერსიტეტის,როგორც დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობებს, უფლებებსა და თავისუფლებებს განვიხილავთ, მოკლედ განვმარტოთ რას გულისხმობს ავტონომიურობის იდეა. კლასიკური განსაზღვრებით ავტონომია „თვითმმართველობაა“ – რესურსების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების სისტემა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების კონტროლისგან თავისუფალია.(Autonomy  – αὐτονομία  auto- ”self” + νόμος nomos, “law”) Continue reading უნივერსიტეტი და ავტონომია

ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

Erich_Fromm

(წინასიტყვაობა)

მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ. Continue reading ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა

ჯოელ სპრინგის “Primer of libertarian Education”-ის მიხედვით

„ყოველი სწავლება დღეს დესპოტიზმია. შეუძლებელია ახალგაზრდისათვის გზის გაკვალვა ისე, რომ პირისპირ არ შეეჯახოს მორჩილების მოთხოვნაში დამალულ ტირანიას: „იქ წადი, ასე გააკეთე, წაიკითხე, დაწერე, ადექი, დაჯექი“ – შესაძლოა ეს ენა სამუდამოდ გამოყენებოდეს ახალგაზრდებთან კომუნიკაციისას“ (უილიამ გოდვინი)

main-qimg-dd1a646faee2c5ba6bd231d01b99aa74

თანამედროვე გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც „ნაციონალური განათლების“ საპირისპირო თეზისებსა და პრინციპებზე იქნება დაფუძნებული, ჯოელ სპრინგი ეყრდნობა ადრეულ ლიბერტარიანელ მოაზროვნეებს, რომ ჩამოაყალიბოს განათლების ხუთი ფუნდამენტური ასპექტი: საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი, მოსწავლეთა და სტუდენტთა ავტონომია, ინდივიდუალური ცნობიერების განვითარება, სექსუალური/გენდერული თავისუფლება და ბავშვის სტატუსი – აგრეთვე ამ ასპექტთა მნიშვნელობა ლიბერტარულ მოძრაობაში, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ გარდაქმნას მოითხოვს.

უფრო ადვილია დააფიქსირო ოპოზიციური აზრი საჯარო განათლების იმ ფორმაზე, რა ფორმითაც ეს სისტემა ჩამოყალიბდა და დღეს გვაქვს, ვიდრე მოახდინო პოზიტიური ალტერნატივის არტიკულაცია, განსხვავებული შეხედულებებით განათლებაზე, როგორც სამუშაო ძალის მოსამზადებელ,ან ინდივიდის მორჩილ მოქალაქედ ჩამომაყალიბებელ სისტემაზე. სპრინგი მიზნებზე, მეთოდებსა და განათლების შინაარსზე აქცენტირდება.მისი „ლიბერტარული განათლების სახელმძღვანელო“ (მონრეალი,1975)  მნიშვნელობა არა მარტო თანამედროვე განათლების სისტემის ფუნდამენტურად კრიტიკული დისკურსის ჩამომაყალიბებელ, არამედ საგანმანათლებლო სივრცის ლიბერტარული კონცეფციის მაარტიკულირებელ როლშია. Continue reading ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა

ლიბერტარული პედაგოგიკა

Anarchist-2012-3-proofdas

ბევრს მიაჩნია რომ განათლება საზოგადებრივი ცხოვრებისგან დამოუკიდებელი სფეროა. გავრცელებულია აზრი რომ სასწავლო დაწესებულება ავტონომიურია იმ გაგებით რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის შიდა ცხოვრებაში, სასწავლებელს კი არ ეხება არაფერი რაც მის კედლებს გარეთ ხდება, რომ სასწავლებელი ის ადგილია სადაც ურთიერთობები პედაგოგსა და სტდუდენტს შორის ურთიერთ პატივისცემაზე და ერთმანეთის ინტერესების გათავალისწინებაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი გულუბრყვილობა ან სიცრუეა.

სახელმწიფო და მმართველი სოციალური ჯგუფები ყოველთვის იყენებდნენ განათლებას საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებისთვის. ყველაზე ადრეული ასაკიდან ისინი ასწავლიან ბავშვებს მორჩილებას და ქცევის არასოლიდარულ და კონკურენტულ ფორმებს. სახელმწიფო აკონტროლებს განათლების ყველა პროცესს რადგან ესმით რომ განათლება მსვენიერი საშუალებაა არსებული სისტემის შენარჩუნებისთვის. Continue reading ლიბერტარული პედაგოგიკა