Tag Archives: დანაშაული

ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

Alexander_Berkman_1x
დღეს საზოგადოება მცირეოდენ ძალისხმევასაც კი არ დებს იმ საქმეში, რომელსაც დანაშაულის პრევენცია ჰქვია – დანაშაულის მიზეზების პოვნის და განეიტრალების ნაცვლად ყველა დამნაშავეებს სდევნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დღედღეობით სისტემა ებრძვის არა დანაშაულს, არამედ დამნაშავეებს. საზოგადოება სდევნის მათ, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული და არც კი ცდილობს დანაშაულის ჩადენის მოტივების დადგენას, რითაც სრულიად უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ზღვარზე დგანან. ისინი, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ვერ ხედავენ გამოსავალს და მიიწევენ იმ უფსკრულისკენ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა ჰქვია. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი, ეს უკანასკნელნი იძულებულნი არიან, ბოლომდე ჩაეფლონ კრიმინალის მორევში და მიყვნენ დინებას. ამ დროს კი საზოგადოება მშვიდად უყურებს სეირს და ხელსაც კი არ ანძრევს იმისთვის, რომ მათმა თანამოძმემ თავისი პრობლემა დანაშაულის ჩადენის გარეშე მოაგვაროს. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც დაინახავენ დამნაშავედ ქცეულ ადამიანს, საშველად უხმობენ „სამართალს“, რომლის ერთადერთი იარაღი – სასჯელია.

როგორ ექცევა „სამართალი“ კრიმინალთა კლასს?

საზოგადოების დამოკიდებულება კრიმინალებთან მიმართებით ყოველთვის ერთნაირი იყო – „მოვიშოროთ ისინი თავიდან!“. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე

ეკონომიკასთან და სახელმწიფო აპარატთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, აქტუალურობითა და მნიშვნელობით, შესაძლოა ყველაზე მწვავე იყოს ანტი-სოციალური ქმედებების კონტროლის მექანიზმის პრობლემა.

სამართლიანობის ცნება ყოველთვის წარმოადგენდა ძირითად ინსტრუმენტს უფლებებისა და სოციალური პრივილეგიების ჩამოყალიბებისას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრინციპი დაფუძნებული იყო უკვე განსაზღვრულ უფლებებზე.

პრობლემა – რა უნდა ვუყოთ ინდივიდს, რომელიც ანტი-სოციალურ ქმედებას სჩადის, თავად შეიცავს წინააღმდეგობას სახელმწიფოს ცნებასთან.

დროა დავსვათ შეკითხვა, რამდენად სამართლიანია სიკვდილით ან სამუდამო თავისუფლების აღკვეთით დასჯა? აქვს კი ციხეს ორმაგი ფუნქცია – ერთი მხრივ მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციის, მეორე მხრივ კი პატიმრის გამოსწორების?

ეს საყურადღებო კითხვებია. მათზე გაცემულ პასუხებზე არა მარტო ათასობით თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის, მათი მეუღლეების, შვილების, მშობლებისა და ნათესავების, არამედ მთლიანად, კაცობრიობის ბედია დამოკიდებული. ყოველი უსამართლობა, ჩადენილი ინდივიდის მიმართ, საბოლოო ანგარიშით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსამართლობაა.
მქონია ერთმანეთის მსგავსი სიტუაციები საფრანგეთისა ორ და რუსეთის რამდენიმე ციხეში. სხვადასხვა გარემოებებმა მაიძულეს დავუბრუნდე სამართლებრივი საკითხების შესწავლას და ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა, მკაფიოდ ვაჩვენო ციხის ნამდვილი ბუნება და ამგვარად დაკვირვებათა შედეგები ჩემს ღირებულებებს დავუკავშირო. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი!

შეიძლება მოგეჩველოთ, რომ ანარქიზმი მხოლოდ ნეგატიური იდეოლოგიაა, გამუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. სინამდვილეში, ანარქისტებს აქვთ ბევრი პოზიტიური იდეა უხელისუფლებო საზოგადოებასთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ თავს არ ვახვევთ რაღაც ერთ კონკრეტულ გეგმას, რადგან ზოგადად ადამიანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, ხოლო მცდელობა – დამღუპველი.

ლიბერალიზმი, მარქსიზმი, ფაშიზმი, კონსერვატიზმი, წარმომადგენლობითი დემოკრატია, და ყველა „სახელმწიფოებრივი“ და ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიისგან განსხვავებით, ანარქიზმი არის ერთადერთი პოლიტიკური  იდეა, რომელიც არ იღწვის პიროვნებაზე ძალმომრეობითი კონტროლისთვის.  

2.    გასაგებია, მაგრამ ანარქისტები ყოველთვის ასოცირდებიან ძალადობასთან, მასობრივ არეულობასთან, მოლოტოვის კოქტეილთან და ბომბებთან. არ არის ასე? Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ანარქია და დანაშაული

რუსი ანარქისტი, კროპოტკინი გამოყოფს სამი სახის დანაშაულს : კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული, სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული და კრიმინალი ინდივიდებს შორის. დადგინდა, რომ, მაგალითად ბრიტანეთში დანაშაულის 94% საკუთრებასთან დაკავშირებულ კრიმინალზე მოდის (რა თქმა უნდა, მის მნიშვნელოვან ნაწილს კერძო საკუთრება შეადგენს). ხოლო ის, რაც არ აღრიცხულა, წარმოადგენენ დანაშაულს საკუთრებისთვის.

ეს არაა მხოლოდ სიტყვების თამაში. ჩვენ კაპიტალისტურ სისტემაში ვცხოვრობთ. მაგრამ საიდან გადმოინაცვლა კაპიტალმა პირველ ადგილზე? მივყვეთ ისტორიას: 18-19 საუკუნის კაპიტალიზმი დაშენდა 16-17 საუკუნისთვის დამახასიათებელ მეკობრეობასა და მონობაზე. “ახალი მსოფლიოს” ძარცვით მოპოვებული მილიონობით გირვანქა ოქრო, ვერცხლი და სანალებლები აფინანსებდა საბანკო და სავაჭრო სისტემას. ერთ-ერთი სავაჭრო საქონელი კი ადამიანი გახლდათ. ასე რომ, კაპიტალიზმის საწყის ეტაპზე მონობა სავსებით ჩვეულებრივი რამ იყო. უამრავმა ევროპულმა ოჯახმა ჰერცოგისა და რაინდის ტიტულები სწორედ ამ სახის სავაჭრო საქმიანობით მოიპოვა.
Continue reading ანარქია და დანაშაული