Tag Archives: დემოკრატია

ელიზე რეკლიუ – არჩევნები

7692127392_b6380ca360_b

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ირჩევ – აბსოლუტურ თუ კონსტიტუციურ მონარქს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრს – ვინც არ უნდა დასვა ტახტსა თუ სავარძელში, ყოველთვის შენი მმართველი იქნება. მმართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონზე მაღლა აყენებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან კანონებს და შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ დავემორჩილოთ მათ.

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა . Continue reading ელიზე რეკლიუ – არჩევნები

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი! Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ერიკო მალატესტა – არც დიქტატორები, არც დემოკრატები

errico-malatesta

თეორიულად დემოკრატია ნიშნავს სახალხო მმართველობას, მმართველობის ისეთ ფორმას, რომელიც თითოეული ინდივიდის ძალისხმევაზეა დაფუძნებული. დემოკრატია ადამიანს აძლევს სიტყვისა და არჩევნის თავისუფლებას, ამ არჩევნისა და უფლებების აღმასრულებელი ორგანოს მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში  მექანიზმის დესტრუქციის უფლებას.

ამ თეორიულ ვარაუდს მივყავართ დასკვნამდე, რომ ინდივიდებს, რომლებიც ამავდროულად საზოგადოების შემადგენელი ელემენტებია, აქვთ თავისუფალი შესაძლებლობა, თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და გამოხატონ ის ნებისმიერი საკითხის შესახებ. ეს გულისხმობს ინდივიდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, მაშასადამე ყველა იძულებულია საკუთარი ნება და არჩევანი საზოგადოებრივ გადაწყვეტილებად აქციოს. Continue reading ერიკო მალატესტა – არც დიქტატორები, არც დემოკრატები

დემოკრატია – თავისუფლების ილუზია

 

1535456_770485136313235_481978346_n

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდაჭერები ხშირად აცხადებენ, რომ მათი „რჩეული“ წყობა თავისუფალი საზოგადოების შექმნის ერთადერთი თუ არა,  საუკეთესო გზაა. მათი მტკიცებით, კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს ისეთ პირობებს, რომ ყოველ ადამიანს რჩება არჩევანის თავისუფლება –  განსაზღვროს თავისი ცხოვრების გზა და ამავე დროს, მოახდინოს სრული თვითრეალიზება.

კაპიტალისტური დემოკრატიის მხარდამჭერთა აზრით, თავისუფლება ისაა, როდესაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს მთავრობის ისეთი წარმომადგენელი, რომლის აზრებიც ყველაზე ახლოს დგას მის შეხედულებებთან. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ხალხის არჩეული წარმომადგენლები ქმნიან ისეთ კანონებს,  რომელთა წინაშეც ყველა თანასწორია.

ჩვენ ვამბობთ, რომ მათი ეს მტკიცებები, სხვა არაფერია , თუ არა – უბრალო მითები. ხოლო ის ფაქტი, რომ ამ მითებს ბევრი იჯერებს, სულაც არ ცვლის იმას, რომ კაპიტალისტური დემოკრატია დიდი ტყუილია, რადგან იდეის სისწორე მისი მხარდამჭერების რიცხვით არ განისაზღვრება.

კაპიტალისტური დემოკრატია ჩვენ ვითომ გვთავაზობს არჩევნის თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში, გვთავაზობს ისეთი არჩევანის გაკეთებას, რომელსაც არსებითი შედეგები არ მოაქვს. ხოლო ის, რომ კაპიტალისტური დემოკრატია გვთავაზობს არაარსებითი არჩევანის გაკეთებას, ქმნის არჩევანის თავისუფლების , და საერთოდ, თავისუფლების ილუზიას. Continue reading დემოკრატია – თავისუფლების ილუზია