Tag Archives: ევოლუცია

ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”

…მთავარი ამოცანა, რაც დღეს ეთიკის წინაშე დგას, არის მოძებნოს საერთო ადამიანში არსებულ ორ, ურთიერთსწინააღმდეგო გრძნობებს შორის, და ამგვარად დაეხმაროს ადამიანს არა კომპრომისის მიღწევაში, არამედ მათ სინთეზში. ერთი, ამ გრძნობებიდან, ადამიანს უბიძგებს სხვების დამორჩილებისკენ პირადი ინტერესებისდა სასარგებლოდ; როცა მეორე – სხვებთან გაერთიანებისკენ, რათა საერთო ძალისხმევით მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს. პირველი არის გამოხატულება ადამიანის ერთი-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებისა – ბრძოლისა, ხოლო მეორე, აგრეთვე ძირითადი მოთხოვნილება ადამიანისა: ერთიანობის განცდისა და თანაგრძნობისა. ეს ორი ჯგუფი გრძნობებისა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ აუცილებელია რაიმე ფორმაში მათი სინთეზის პოვნა. მითუმეტეს აუცილებელია, როცა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რა განსაზღვრული ცოდნა, რათა გაუმკლავდეს ამ შინაგან წინააღმდეგობას, კარგავს თავის რეალურ ძალას. ის ვერ დაუშვებს, რომ ბრძოლა დაუფლებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდებსა და ერებს შორის, გახდეს მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა; ამასთანავე ის ვერ ირწმუნებს საკითხის გადაწყვეტად ძმობას და თვითგვემას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ არასოდეს მიუღწევია ძმობისთვის არა თუ ხალხთა შორის, არამედ ურთიერთატანისთვისაც კი ქრისტიანობის სხვადასხვა სწავლებებს შორის.

ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტის მიზნით, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შევისწავლოთ ის მეთოდები, რომელთაც ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა ეპოქაში, რათა ცალკეული ინდივიდების საერთო ძალიდან მიეღოთ კეთილდღეობა ყველასათვის ისე, რომ პარალიზება არ მოეხდინათ პიროვნული განვითარების. ასევე უნდა შევისწავლოთ თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ტენდენცია ამ მიმართულებით, აგრეთვე მისი პოტენციალი, რათა მივაღწიოთ სასურველ სინთეზს. არც ერთი ძირეული საზოგადოებრივი მოძრაობა არ განხორციელდებოდა ენთუზიაზმის გაღვიძების გარეშე, რომელიც აუცილებელია გონებრივი უძრაობის გადასალახად. ეს არის ახალი ეთიკის ამოცანა, რომ შთააგონოს ადამიანს იდეალები, რომელთაც ძალუძს ადამიანში გააღვივოს ენთუზიაზმი და ამით მისცეს ხალხს ძალა ცხოვრების იმგვარად მოწყობისათვის, სადაც შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურობის სინქრონიზება ყველასათვის სასარგებლოდ. Continue reading ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”