Tag Archives: ელიზე რეკლიუ

ელიზე რეკლიუ – ჩემ ძმა გლეხს

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა. თბილისი, 1906 წელი

1011

 

 „ნუთუ მართალია“, მკითხე მე შენ, „რომ შენ ამხანაგებს, ქალაქის მუშებს უნდათ წამართვან მე მიწა, ის მიწა, რომელიც მე ასე რიგათ მიყვარს, და რომელიც მაძლევს მე პურს, თუმცა კი საკმაოდ ძუნწად, მაგრამ, მაინც მაძლევს? ის კვებავდა ჩემს მამას და ჩემი მამის მამას; ნუთუ ჩემი ბავშვები იქმნებიან შესაძლებლობას მოკლებული მისით ისაზრდოვონ? ნუთუ მართალია, რომ შენ გინდა მე მიწა წამართვა?“ – „არა, ჩემო ძმაო, ეს არაა მართალი. შენ გიყვარს მიწა, შენ ამუშავებ მას, შენ გეკუთვნის მისი მოსავალიც შენ პოულობ მიწიდგან პურს და არავის არა აქვს უფლება სჭამოს ის შენზე უწინ, იმ ქალზე ადრე, რომელმაც თავისი ბედი შენსას შეუერთა, იმ ბავშვზე უწინ, რომელიც თქვენი კავშირისაგან დაიბადა. შეინახე შენი მინდვრები, შეინახე შენი ბარი და კავი, რომლებიც მიუცილებელნი არიან შენთვის გამაგრებული მიწის სახნავად, შეინახე თესლები სათესისთვის, არა არის რა შენ შრომაზე უფრო ნაკურთხი, და ათასჯერ იყოს წყეული ის, ვინც იფიქრებს შენგან მიწის წართმევას, იმ მიწის, რომელიც შენი მკლავის შრომით შეიქმნა მარჩენალი!“

მაგრამ, იმას რასაც შენ გეუბნები, არ ვეტყვი სხვებს, რომლებიც აგრეთვე თავის თავს მიწის მუშას ეძახიან, და ნამდვილად კი ამგვარი არ არიან. ვინ არიან ეს ეგრედ წოდებული მუშები, ეს მიწის გამაპოხიერებელნი? ერთი დაიბადა დიდ კაცად. როგორც კი მოასწრეს აკვანში ჩადება იმისი, რომელიც გახვეული იყო ნაზ ქსოვილებში და ძვირფას აბრეშუმებში, მოვიდნენ მღვდელი, მსაჯული, ნოტარიუსი და სხვა პირები, რათა თაყვანი ეცათ ახალდაბადებულისთვის, როგორც მომავალი მიწის მფლობელისთვის. კარის კაცნი, მამაკაცები და ქალები ყოველი მხრიდგან მოედინებიან და მოაქვთ საჩუქრები, ძვირფასი ქსოვილები, რომლებშიც ვერცხლია ჩაქსოვილი და ოქროს ზიზილ-პიპილები; და მაშინ როდესაც მას თავზე აყრიან საჩუქრებს მწერლები დიდ წიგნებში სწერენ, რომ ბავშვი ჰფლობს – აქ წყაროებს, იქ მდინარეებსა, უფრო შორს კი ტყეებს, მინდვრებს და საბალახოებს, იქ ბაღებს და კიდევ სხვა ველებს, სხვა ტყეებს, სხვა საძოვრებს. მას აქვს ქონება მთებში და და ბარებში; ის კი არა, მიწის ქვეშაც მას მოეძევება მსხვილი ქონება, სადაც კაცები ასობით და ათასობით მუშაობენ, როდესაც ის მომწიფდება, იმან იქნება ინახულოს როდისიმე ეს ქონება, რომელიც მან იმკვიდრა დედის მუცლიდგან გამოსვლისთანავე, – შეიძლება არც შეიწუხოს თავი და არც კი დახედოს მას; მაგრამ სულერთია, ნაყოფს მოაგროვებს და გაყიდის ის. ყოველი მხრიდგან შარით და რკინის გზით, წყლის ნავებით და ზღვის ხომალდებით მასთან დაიწყებს დენას ოქროთი სავსე ტომრები – მისი მამულების შემოსავალი. მერე რა? როდესაც ჩვენ ძალა გვექმნება, დავტოვოთ ყველა ეს ნაყოფები ადამიანის შრომისა ამ მემკვიდრის ზანდუკებში? დავტოვოთ შეუხებლად ეს საკუთრება? არა ჩემო მეგობრებო, ჩვენ ყველა ამას წავიღებთ. დავხევთ იმ ქაღალდებს და გეგმებს, დავამტვრევთ ამ სასახლეების კარებს, ჩვენ დავეპატრონებით ამ მამულებს. «იმუშავე, ვაჟბატონო, ვეტყვით ჩვენ მას, თუ გინდა, რომ სჭამო. აღარაფერი ამ სიმდიდრეებისგან შენ აღარ გეკუთვნის». Continue reading ელიზე რეკლიუ – ჩემ ძმა გლეხს

ელიზე რეკლიუ – ანარქია

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა. ელექტრომბეჭდავი ”გუტენბერგი”. თბილისი, 1906

_____________
* ეს ბროშურა წარმოადგენს შინაარს იმ მოხსენებისას, რომელიც უნდა წაკითხულიყო ერთ მასონურ ლოჟაში 1894 წელს.

1011

ანარქია არ არის ახალი თეორია. თვით სიტყვა „მთავრობის უარყოფის“ „უუფროსოდ არსებული საზოგადოების“ აზრით ძველია და პრუდონზე ადრე იყო ხმარებაში.

სიტყვის მომდინარეობის კითხვა არც ისე საყურადღებოა. არსებობდა „აკრატები“ (მმართველობის უარის მყოფელნი) ანარქისტებამდეც, და თვით აკრატებმა თავიანთი მეცნიერული სახელი გამოიგონეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მრავალი მათი მოდგმა ერთი მეორეს მოჰყვნენ. ყოველთვის იყვნენ თავისუფალი კაცები, რომელთაც კანონები ეზიზღებოდათ, რომელთაც არავითარი უფლობა არ სწამდათ და რომლებიც სცხოვრობენ მხოლოდ თავისი არსებობის უფლებით, თავის გონების ბრძანებით. ის კი არა პირველ-ყოფილ ხანებშიც კი ყველგან ვხედავთ გვარებს, რომლებიც შესდგებიან თვითმართველ კაცებისაგან, რომლებსაც არ ჰქონდათ არავითარი დაძალებული კანონები, არავითარი სამართი ყოფაქცევისა, გარდა „თავისი სურვილისა და კეთილი ნებისა“, რაბლესი არ იყოს.

მაგრამ თუმცაღა ანარქია ისეთი ძველია, როგორც თვით კაცობრიობა, მიუხედავად ამისა მის თანამედროვე წარმომადგენლებს შემოაქვთ სამყაროში რაღაც ახალი. ამათ კარგად აქვთ შეგნებული მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიონ, და სადაც კი არიან, ისინი ყველა ერთსულოვნად მიისწრაფვიან თავისი იდეალისაკენ, რომელიც შესდგება მთავრობის უარის ყოფაში, რაგვარი ფორმისაც უნდა იყოს ის. ოცნება მსოფლიო თავისუფლებაზე აღარ არის უკვე წმინდად ფილოსოფიური და ლიტერატურული უტოპია, როგორც ის იყო მზის ქალაქის და იერუსალიმის ძველი დამაარსებლებისათვის; ის გახდა მოქმედი ძიება ცოცხალი სინამდვილისა მრავალ კაცებისათვის, რომლებიც ერთგულად, მწყობრად და მედგრად მუშაობენ ასეთი საზოგადოებრივი წყობილების წარმოსაშობად, რომელშიაც აღარ იქმნება მეტი არავითარი უფროსები, არ იქმნება ოფიციალური დამცველები ზნეობისა, არ იქმნება საპყრობილეების ზედამხედველები, არც ჯალათები, არც მდიდრები, არც ღარიბები, არამედ მხოლოდ ადამიანები, სწორი თავიანთი უფლებებით, ძმები, რომლებსაც თითოეულად ექნება თავისი ყოველდღიური წილი საარსებო პურისა და რომლებიც იცხოვრებენ მშვიდობაში და თანხმობაში არა კანონების ეგრედ წოდებულ მორჩილებაში, რომელსაც საშინელი სასჯელი მოჰყვება ურჩთათვის, არამედ სხვისი ინტერესების საყოველთაო პატივისცემაში ბუნების კანონების მეცნიერული საფუძველით. Continue reading ელიზე რეკლიუ – ანარქია

ელიზე რეკლიუ – არჩევნები

7692127392_b6380ca360_b

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ირჩევ – აბსოლუტურ თუ კონსტიტუციურ მონარქს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრს – ვინც არ უნდა დასვა ტახტსა თუ სავარძელში, ყოველთვის შენი მმართველი იქნება. მმართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონზე მაღლა აყენებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან კანონებს და შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ დავემორჩილოთ მათ.

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა . Continue reading ელიზე რეკლიუ – არჩევნები