Tag Archives: ემა გოლდმანი

ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

Emma_Goldman_2

როდესაც არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტები არაადეკვატურია საზოგადოების მოთხოვნებისა, როდესაც ისინი ემსახურებიან კაცობრიობის ჩაგვრას, დამონებას და ძარცვას, ხალხს აქვს უფლება, აჯანყდეს და თავიდან მოიშოროს მტერი.
სამწუხაროა, რომ ეს მტრები, რომლებიც ებრძვიან სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებას – ლეგალიზებულია, კანონიერად მიიჩნევა და ზურგგამაგრებულია პოლიტიკური ძალაუფლებით. თუმცა, ეს მაინც არაა მათი არსებობის გამამართლებელი საბუთი.

ჩვენთვის ერთი რამაა ცხადი: ყოველი ადამიანი – კანის ფერის, სქესის და ეროვნების მიუხედავად – თანასწორი უნდა იყოს და ერთად უნდა ისარგებლონ დედამიწის სიკეთეებით. იმისთვის, რომ აღნიშნული პრინციპი მოქმედებდეს, საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს არსებობის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მდიდრებისთვის პრივილეგიების შენარჩუნების ინსტრუმენტი. ის ებრძვის ადამიანებს და ართმევს მათ როგორც ქონებას, ასევე თავისუფლებასა და ღირსებას. Continue reading ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

Emma_Goldman_2

მუშა, რომლის კუნთებით და ძალით აღფრთოვანებულნი არიან მდიდრები,  და რომელსაც თავისი შრომით ძლივს გააქვს თავი, ქორწინდება იმიტომ, რომ ჰყავდეს ცოლი და დიასახლისი, რომელიც მიხედავს სახლს და დაარეგულირებს შემოსავლებს. ქალი ნელ-ნელა ვეღარ უძლებს მონურ შრომას და ისედაც მცირე შემოსავლის ორ ადამიანზე განაწილებას, ამ დროს კი კაცი ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი გეგმები იშლება და იწყებს იმაზე ფიქრს, რომ ქორწინება ჩავარდა.

უღელი მძიმდება.

ხარჯები შემცირების ნაცვლად იზრდება, ქალს კი, რომელმაც ის მცირეოდენი ძალაც კი დაკარგა, რაც ქორწინებამდე ჰქონდა,  ნელ-ნელა უცრუვდება იმედები. მუდმივი გაჭირვება და შიმშილი კლავს მის სილამაზეს. ის თანდათან ტყდება, აღარ აინტერესებს ოჯახის საქმეები, მას და მის ქმარს შორის კი სიყვარულის ძაფიც კი აღარაა, რომელიც მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან დაპირისპირების ძალას მისცემდა ორივეს. ნაცვლად იმისა, რომ ისინი მხარში ედგნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა უცხოვდებიან, უფრო და უფრო კრიტიკულად უყურებენ ერთმანეთს. Continue reading ემა გოლდმანი – ანარქია და გენდერული საკითხი

ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ

Emma_Goldman_2იმ ღამით არ დამეძინა. მე კვლავ განვიცდიდი 1887 წლის მოვლენებს. იმ შავი პარასკევიდან, როდესაც ჩიკაგოელები შეეგებნენ თავიანთ მოწამეობრივ სიკვდილს, გავიდა ოცდაერთი თვე, მაგრამ ყოველი დეტალი კვლავ ნათლად მესახებოდა და მაღელვებდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი  გუშინ მოხდა. მე და ჩემი და, ამ ადამიანთა ბედით დავინტერესთით, როდესაც მათი სასამართლო მიმდინარეობდა. როჩესტერის გაზეთების ანგარიშები გვაღიზიანებდნენ, გვაცბუნებდნენ და გვაღელვებდნენ თავიანთი აშკარა, წინასწარ შექმნილი აზრებითა და შეხედულებებით. პრესის ულმობელობამ, მძაფრმა მუქარებმა ბრალდებულთა მისამართით, გვიბიძგა ჩვენ გავმსჭვალულიყავით თანაგრძნობით ჰაიმარკეტის მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ შევიტყვეთ როჩესტერში გერმანული სოციალისტური ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა სხდომის ადგილი კვირაობით იყო Germania Hall–ში. დავიწყეთ შეხვედრებზე დასწრება, ჩემი უფროსი და სულ რამოდენიმეჯერ დაესწრო, მე კი რეგულარულად ვესწრებოდი. შეკრებები არც ისე საინტერესო იყო , თუმცა ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ გავქცეოდი ჩემს რუხ როჩესტერულ არსებობას. ყოველი შემთხვევისთვის იქ შესაძლებელი იყო მოგესმინა რამე ბევრად საინტერესო, ვიდრე საუბრები ფულზე, რაღაც საქმეებზე, და შეხვედროდი იდეების მქონე ადამიანებს. Continue reading ემა გოლდმანი 1 მაისის მოვლენების შესახებ

ემა გოლდმანი – ანარქია

ხარ განკიცხული, დაწყევლილი,
შენ არვინ გისმენს,
ჩვენი ეპოქის საშინელი ტერორი შენ ხარ;
“კვდება წესრიგი”, ყოველ წუთას ეს ხმები ისმის,
სიკვდილის, ომის, მკვლელობების მოწმე შენა ხარ!
დაე იყვირონ, არ შესწევთ ძალა ჰპოვონ სიმართლე,
სიტყვების მიღმა სადღაც იქით გადამალული,
სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა მათ არ იციან,
და აგრძელებენ ბრმები ბრმობას ამ სამყაროში.
სიტყვა ნათელი, სუფთა, ძლიერი, ყოვლისმომცველი,
უკვე ნათქვამი და სამიზნე ყველა სიკეთის,
სიტყვა მომავლის, სიმშვიდის სიტყვა, სიტყვა აისის,
იპოვის იგი დღის სინათლეს ქარიშხლის შიშით?
მე ეს არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ეს კარგად უწყის,
ანარქისტი ვარ! მე არვის ვმართავ, და არც არვის დავემონები!

ჯონ ჰენრი მაქქეი

Emma_Goldman_2

ადამიანის ზრდისა და განვითარების ისტორია, იმავდროულად, ყოველი ახალი და ნათელი იდეის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას წარმოადგენს. ტრადიციული ლოგიკიდან
გამომდინარე, ძველი არასოდეს თაკილობს ახლის დასამორჩილებლად სასტიკი და ბინძური იარაღის გამოყენებას. თუმცა, საბოლოოდ, ახალი მაინც იმარჯვებს. პროგრესული იდეების რეალიზება ათას სირთულესთან, სიძნელესთან და მძაფრ განცდასთან არის დაკავშირებული. წამების იარაღები ჯერ კიდევ არსებობს. პატიმრის სამოსი და ხალხის რისხვა სულის
წინააღმდეგ შეთქმულან, ის კი დაუღალავად მიიწევს წინ.
ანარქიზმი სხვა ინოვაციური იდეების ბედს ვერ გაექცევა. იგი, რევოლუციური და უკომპრომისო, უმეცრებასა და ბოროტებას ებრძვის. მას მიზნად სამყაროს რეკონსტრუქცია დაუსახავს, მაგრამ ამავე დროს უწევს იგნორირებულ და წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში ყოფნა. Continue reading ემა გოლდმანი – ანარქია

ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

Emma_Goldman_2

გავრცელებული წარმოდგენების თანახმად ქორწინება და სიყვარული სინონიმებად გვევლინებიან,  ერთი წყაროდან გამომდინარეობენ და ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს პასუხობენ. მაგრამ, როგორც  უმეტესობა  წარმოდგენებისა, ქორწინება არა რეალურ ფაქტებს, არამედ ცრუ შეხედულებებს ეფუძნება.

ქორწინებასა და სიყვარულს შორის არაფერია საერთო, ისინი პოლუსებივით ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და სინამდვილეში ანტაგონისტურად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. ეჭვს გარეშეა, რომ ზოგიერთი ქორწინება სიყვარულისაგან არის წარმოშობილი.  მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ სიყვარულს შეუძლია  მხოლოდ ქორწინებით განმტკიცდეს.  პირიქით, ეს უფრო იმით იხსნება, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილმა შეძლო გასცდენოდა წესჩვეულებების საზღვრებს.  დღეისათვის უამრავი ქალი და მამაკაცი თვლის, რომ ქორწინება არის ფარსი,  თუმცა ისინი  ამ დადგენილებას მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გავლენის გამო ემორჩილებიან. Continue reading ემა გოლდმანი – ქორწინება და სიყვარული

ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის

Emma_Goldman_2

რა არის პატრიოტიზმი? იმ ადგილის სიყვარული, სადაც ადამიანი დაიბადა, გაიზარდა, რომელთანაც აკავშირებს ბავშვობის მოგონებები და ოცნებები, სადაც იწვა და უყურებდა ღრუბლებს, ითვლიდა ვარსკვლავებს, უსმენდა ჩიტების გალობას და ოცნებობდა თვითონაც ჰქონოდა ფრთები, იჯდა დედის მუხლებში და უსმენდა ლეგენდებსა და ზღაპრებს?

ეს რომ პატრიოტიზმი იყოს, დღესდღეობით ცოტა ამერიკელს თუ ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ პატრიოტია, რადგან ის ადგილი,სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქარხნებით, მაღაროებით და საპყრობილეებით გაივსო, ხოლო ჩიტების გალობის ხმა საწარმოების გუგუნმა შეცვალა. დღეს ვეღარც დიადი წარსულის ლეგენდებს ვუსმენთ,რადგან ჩვენი მშობლების ზღაპრები უკვე მწუხარებით, გლოვით და ცრემლებითაა სავსე. Continue reading ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის

ემა გოლდმანი – ათეიზმის ფილოსოფია

Emma_Goldman_2

ათეიზმის ფილოსოფიის ადეკვატური აღწერისათვის აუცილებლად დამჭირდება დავუბრუნდე წარსულს და შევეხო იმ ისტორიულ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს,რაც რწმენამ განიცადა უძველესი დროიდან დღემდე.მართალია, ამ თემას მთლიანად ვერ მოვწყდებით, – რადგან ღმერთის,ზებუნებრივი ძალისა და სულის კონცეპტები დროისა და პროგრესის პარალელურად უფრო და უფრო ბუნდოვანი და მისტიკური გახდა – მაგრამ შევეცადოთ, ისტორიული პერიპეტიები და რწმენის ევოლუცია ამჯერად  გვერდზე გადავდოთ.

ღმერთის იდეამ, უზენაესი ძალის ფეტიშმა მეტწილად ტრანსფორმაცია გაურკვეველი უკუპროპორციით განიცადა, მაშინ, როცა ადამიანური საზრისის ევოლუციის ვექტორი მეცნიერული პროგრესის – სოციალური და მეტაფიზიკური ფენომენების რაციონალური ანალიზისაკენაა მიმართული,ამრიგად მეცნიერებას თანდათან თანაფარდობაში მოჰყავს ადამიანი და სოციალური მოვლენა,როგორც ურთიერთქმედი ძალები. Continue reading ემა გოლდმანი – ათეიზმის ფილოსოფია