Tag Archives: ერიკო მალატესტა

ნაწყვეტი ერიკო მალატესტას წიგნიდან – კაფეში

ცნობილი იტალიელი ანარქისტის ერიკო მალატესტას ნაწარმოები სტილისტურად შესრულებულია პლატონის დიალოგების მიბაძვით. დიალოგისა და პოლემიკის მეშვეობით უფრო ცხადი და იოლად აღსაქმელი ხდება როგორც ანარქისტების დღევანდელობისა და მომავალი საზოგადოების მოწყობის ხედვა, ასევე ის ძირითადი დებულებები რომლებსაც მიმართავს ბურჟუაზია არსებული ეკონომიკური ჩაგვრის გასამართლებლად.

წიგნის სრული ინგლისური PDF ვერსია შეგიძლიათ იხილოთ
Errico Malatesta – At the Cafe (1.39 MB)

I

პროსპერი: (მსუქანი ბურჟუა, გაკვრით გაცნობილი პოლიტიკურ ეკონომიკასა და სხვა მეცნიერებებს) აჰა, აჰა, ხო, გავიგეთ ეგ, – მშიერი ხალხი, მეძავი ქალები, ზრუნვის გარეშე დარჩენილი მომაკვდავი, მიტოვებული ბავშვები……….. რამდენი შეიძლება, სულ ერთიდაიგივეზე ლაპარაკობ და საბოლოოდ მოსაწყენი ხდები. მოდი ჯობია დავლიოთ. რათქმაუნდა, არსებობს ათასი ბოროტება დედამიწაზე: შიმშილი, უგუნურება, ომი, დანაშაული, ჭირი.. ეშმაკმაც წაიღოს და რა მერე ? რა შენი საქმეა ეგ?

მიშელი: (სტუდენტი) როგორ თუ რა მესაქმება? აი თქვენ გაქვთ კომფორტული სახლი, გემრიელი საუზმე, თქვენს სამსახურშია მოსამსახურე, აძლევთ უმაღლეს განათლებას თქვენს შვილებს, თქვენი ქალები სუფთა და მოწესრიგებულებია, თქვენ კმაყოფილი ხართ და იქ, თუნდაც დაიღუპოს ქვეყნიერება, მაგრამ თუ თქვენში არსებობს სამართლიანობის გრძნობა, თუ..

პროსპერი: საკმარისია, საკმარისია. გთხოვ ქადაგებების გარეშე. და გთხოვ ძვირფასო, დაივიწყე ეს ტონი. შენ მთვლი გულქვა, სხვისი გაჭირვებისადმი გულგრილ ადამიანად. და სხვათა შორის ჩემი გული ივსება სისხლით (ოფიციანტო, კონიაკი, სიგარა!) ჩემი გული ივსება სისხლით, როდესაც ვხედავ სხვის უბედურებას. მაგრამ დიდ სოციალურ საკითხებში მნიშვნელობა აქვს არა გულს. ბუნების კანონები შეუქცევადია ყველასათვის და პომპეზური ფრაზებითა და ქალური მგრძნობიარობით ისინი არ შეიცვლებიან. ბრძენია ის, ვინც ემორჩილება გარემოებებს, იყენებს ცხოვრებას როგორც შეუძლია და არ დასდევს ქიმერებს.

მიშელი: თქვენ ამბობთ ბუნების კანონებზე?! რა იქნება თუ ღატაკები დაიწყებენ ბუნების ამ განთქმული კანონების ჩასწორებას? არსებობს ხალხი, რომლებსაც დიდად ეპარებათ ეჭვი ამ თქვენი კანონების შეუქცევადობაში.. Continue reading ნაწყვეტი ერიკო მალატესტას წიგნიდან – კაფეში