Tag Archives: ერიხ ფრომი

ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “სიყვარულის ხელოვნება”

III.  სიყვარული და მის დეზინტეგრაცია თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში

თუ სიყვარული არის მოწიფული, პროდუქტიული ადამიანის უნარი, გამოდის, რომ ნებისმიერ მოცემულ კულტურაში მცხოვრებ ინდივიდში ეს უნარი დამოკიდებულია გავლენაზე, რომელიც ამავე კულტურას ჩვეულებრივ ადამიანზე აქვს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ სიყვარულზე თანამედროვე დასავლურ კულტურაში, უნდა დაისვას კითხვა, უწყობს თუ არა ხელს დასავლური ცივილიზაციის სოციალური სტრუქტურა და მისგან შობილი სული სიყვარულის განვითარებას. ამ შეკითხვის დასმა და მასზე უარყოფითი პასუხის გაცემა ერთია. დასავლური ცხოვრების არც ერთ ობიექტურ დამკვირვებელს არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის, რომ – ძმური, დედობრივი და ეროტიკული სიყვარული არის შედარებით იშვიათი ფენომენი და მისი ადგილი დაკავებული აქვს ფსევდოსიყვარულის ურიცხვ ფორმას, რომლებიც სინამდვილეში სიყვარულის დეზინტეგრაციის გამოხატულება გახლავთ.

კაპიტალისტური საზოგადოება ერთის მხრივ ეფუძნება პოლიტიკური თავისუფლების პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ – ბაზარს, როგორც ყველა ეკონომიკურ და, მაშასადამე, სოციალურ ურთიერთობათა რეგულატორს. სამომხმარებლო ბაზარი განსაზღვრავს პირობებს, რომლის მიხედვითაც ხდება საქონლის გაცვლა, შრომითი ბაზარი არეგულირებს სამუშაო ძალის ყიდვასა და გაყიდვას. გამოსადეგი ნივთები, ისევე როგორც გამოსადეგი ადამიანური ენერგია გარდაიქმნება საქონლად, რომლის გაცვლაც ხდება საბაზრო პირობებში. Continue reading ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “სიყვარულის ხელოვნება”

ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”

…“ფსიქოანალიზის მთავარი მიზანია – საკუთარ თავში ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევაში ადამიანის დახმარება, ეს თერაპიული მეთოდია, რომელიც წარმოადგენს “ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ” თეზისის ემპირიულ დანართს. ჰუმანისტურ რელიგიურ აზროვნებაში და ფსიქოანალიზში ჭეშმარიტების ძიების მოთხოვნილება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევასთან უწყვეტად დაკავშირებულად ითვლება. ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ნებისმიერი ნევროზის საფუძველია: სულიერი ავადმყოფობა ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ ძლევს საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ინფანტილურ შეთვისებადობას. ფროიდი გარდაუვალად თვლიდა იმ დასკვნას, რომ ინცესტუოზური იმპულსები წარმოადგენს ადამიანის ღრმად ფესვგადგმულ ვნებას. მან ეს შთაბეჭდილება გამოიტანა კლინიკური მასალის შესწავლიდან; ინცესტზე ტაბუ დამატებით არგუმენტად გამოდგა ამ თეზისის სასარგებლოდ. თუმცა ფროიდის აღმოჩენის ყველა მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როცა ჩვენ ეს დასკვნა გადაგვაქვს სექსუალური სფეროდან პიროვნებათშორის ურთიერთობებზე. ინცესტის არსი არ მდგომარეობს ერთი ოჯახის წევრებისადმი სექსუალურ სწრაფვაში. ეს სწრაფვა იმ სახით, როგორი სახითაც პოულობენ, არის მხოლოდ ერთ-ერთი გამოთქმა ბავშვად დარჩენის უფრო ღრმა და ფუნდამენტური სურვილისა, ბავშვად, რომელიც იმ მფარველ ფიგურებსაა შეჩვეული, რომელთაგან დედა – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაყოფი დედასთან ერთად და მის ხარჯზე ცხოვრობს; დაბადების აქტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბავშვი დაბადების შემდეგ ჯერ კიდევ ბევრ რამეში დედის განუყოფელი ნაწილია; მისი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის დაბადებას, მრავალი წელი სჭირდება. ეს პროცესი ფაქტიურად მთელი ცხოვრება გრძელდება. ჭიპლარის მოჭრა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქლოგიური თვალსაზრისით – ადამიანის განვითარების დიდი გამოწვევაა და მისი ყველაზე რთული ამოცანაც. სანამ ადამიანი ამ პირვანდელი ძაფებით დედასთან, მამასთან, ოჯახთანაა დაკავშირებული, იგი თავს დაცულად გრძნობს. იგი ჯერ კიდევ ნაყოფია, ვიღაც სხვა აგებს მასზე პასუხს. მას არ სურს “ცალკე” არსებად ყოფნა, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ქმედებებზე, ვალდებული იქნება გამოიტანოს აზრები, “ცხოვრება საკუთარ ხელში აიღოს”. რჩება რა ბავშვად, ადამიანი არა მხოლოდ მთლიანად თავს არიდებს ფუნდამენტურ განგაშს, რომელიც აუცილებლად ჩნდება საკუთარი მე-ს, როგორც დამოუკიდებელი არსების სრული გაცნობიერებისას, არამედ უხარია კიდეც ეს უსაფრთხოება, სითბო და უდავო სიახლოვე; მაგრამ ამის ფასი მაღალია. იგი ვერ ხდება სრულფასოვანი ადამიანი, ვერ ავითარებს გონებისა და სიყვარულის უნარს; იგი დამოკიდებული რჩება და ინარჩუნებს არასიმტკიცის გრძნობას, რომელიც ვლინდება, როგორც კი პირვანდელ ძაფებს გაწყვეტა ემუქრება. მთელი მისი გონებრივი და ემოციური მოქმედებები დაკავშირებულია პირველადი ჯგუფის ავტორიტეტთან; ამიტომ თავისი მრწამსი და ინტუიცია მას არ ეკუთვნის. იგი გრძნობს სიმპათიას, მაგრამ ეს ცხოველური სიმპათიაა, და არა ადამიანური სიყვარული, რომელიც თავისი პირობის სახით ვარაუდობს სრულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. Continue reading ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”

ერიხ ფრომი – სოციალიზმი, როგორც პრობლემა

Erich_Fromm

ავტორიტარული წყობის ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს. ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით (რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტნაკლებად დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ქონდათ.

დღესდღეობით სიტყვებმა – მარქსიზმი და სოციალიზმი – ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან” და სხვადასხვა სახის ბოროტებასთან ასოცირდება. ამ რეაქციის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ,  თუ შევაფასებთ იმას, თუ რა ზომამდე შეუძლიათ სიტყვებს ფლობდნენ მაგიურ აზრს და ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელ გონიერი აზროვნების საერთო დაცემას. Continue reading ერიხ ფრომი – სოციალიზმი, როგორც პრობლემა

ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

Erich_Fromm

ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

უიმ­ე­დო­ბა ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გა­მო მკვეთრ კონ­ტ­რასტს ქმნის რწმე­ნას­თან, და­სავ­ლუ­რი აზ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფ­რო ფუნ­და­მენ­ტურ თვი­სე­ბას­თან. და­სავ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას სწამს ად­ა­მი­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რესისა, ის­ე­ვე რო­გორც მი­სი უნ­ა­რის – ააშ­ე­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მსოფლიო. ამ რწმე­ნას ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი აქვს ბერ­ძ­ნულ და რო­მა­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ში, ის­ევე რო­გორც ძვე­ლი აღთ­ქ­მის წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა მე­სი­ა­ნურ აზრ­ში. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სეული ის­ტო­რი­ის ფი­ლო­სო­ფია მი­იჩ­ნევს, რომ ად­ა­მი­ა­ნი იზრ­დე­ბა და თვით­რე­ა­ლიზ­დება ის­ტო­რი­ა­ში და, სა­ბო­ლო­ოდ, ხდე­ბა ის, რა­საც პო­ტენ­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გენს. ამ კონცეფ­ცი­ით, ად­ა­მი­ა­ნი სრუ­ლად ავ­ი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­სე­ულ შესაძ­ლებ­ლო­ბებს და შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. ამ დროს იგი ერ­თი­ა­ნია თა­ვის მოყ­ვას­თან და ბუ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა, იმ­ად­რო­უ­ლად, ინ­არ­ჩუ­ნებს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა­სა და მთლი­ა­ნო­ბას. ად­ა­მი­ა­ნის მი­ზა­ნია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. წი­ნასწარ­მეტყ­ვე­ლებს სწამთ, რომ ყვე­ლა ცოდ­ვი­სა და ცდო­მი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სიის სა­ხე­ში სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი „დღე­თა და­სას­რუ­ლი” გა­რა­დუვ­ლად დად­გე­ბა. Continue reading ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში

Erich_Fromm

    ჩვენ იშვიათად ვხდებით „ყოფნის“ მოდუსს დასავლურ საზოგადოებაში, რადგან ჩვენს საზოგადოებას ძლიერი მიდრეკილება გააჩნია საკუთრების შეძენისა და მოგების მიღებისაკენ. ამის გამო, უამრავი ადამიანი არსებობისათვის ყველაზე მისაღებ და ბუნებრივ პრინციპად, „ფლობას“ მიიჩნევს. ყველაფერი ეს სირთულეებს ქმნის ადამიანების მიერ „ყოფნის“, როგორც ცხოვრების პრინციპის გაცნობიერებაში და იმის შეგნებაში, რომ „ფლობა“ – ცხოვრების მხოლოდ ერთერთი ორიენტაციაა. ამის მიუხედავად ამ ორივე ცნებას ფესვები ადამიანის გამოცდილებაში აქვს გადგმული. არ შეიძლება არცერთი მათგანის, განყენებულად და წმინდა რაციონალურად განხილვა; ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ირეკლებიან და კონკრეტულ ანალიზს მოითხოვენ. შესაძლოა ტექსტში მოყვანილი „ყოფნის“ და „ფლობის“ ყოველდღიური უბრალო მაგალითები, დაეხმარება მკითხველს შეიცნოს არსებობის ამ ორი ალტერნატიული პრინციპის არსი.

ძალაუფლება

    ძალაუფლების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი – „ძალაუფლების ქონის“ და „ძალაუფლებად ყოფნის“ – ორი განსხვავებული შემთხვევაა. თითქმის ყველა ჩვენთაგანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, გვიწევს ძალაუფლების გამოყენება. ბავშვების აღზრდისას, ადამიანები – სურვილის მიუხედავად – ახორციელებენ ძალაუფლებას, იმისათვის რომ დაიცვან ისინი საფრთხისაგან, და მისცენ რჩევები გარკვეულ სიტუაციებში ქცევის შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამაკაცების უმრავლესობისთვის ბავშვებთან ერთად ძალაუფლების ობიექტად ქალიც ითვლება. ბიუროკრატიული, იერარქიულად მოწყობილი საზოგადოების წევრების უმრავლესობა ყოველდღიურად ახორციელებს ძალაუფლებას, გამონაკლისებს მხოლოდ ყველაზე დაბალი სოციალური ფენის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ამ ძალაუფლების განხორციელების ობიექტები არიან.

Continue reading ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში

ერიხ ფრომი – კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე

Erich_Fromm

კაპიტალისტური საზოგადოება დამყარებულია, ერთის მხრივ – პოლიტიკური თავისუფლების, ხოლო მეორე მხრივ – ბაზრის, როგორც ყველანაირი ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობის რეგულატორის პრინციპებზე. ბაზარი ადგენს საქონლის საცვლელ ღირებულებას, ხოლო შრომის ბაზარი არეგულირებს სამუშაო ძალის შეძენის და გაყიდვის პრინციპებს. სასარგებლო ნივთები, ისევე როგორც ადამიანის სასარგებლო ძალა და შესაძლებლობები იქცევა საქონლად, რომელიც შემდეგ ყოველგვარი დაძალების და მოტყუების გარეშე, საბაზრო პირობების მიხედვით იცვლება. როგორი სასარგებლო და აუცილებელიც არ უნდა იყოს ნივთი(მაგალითად: ჩექმები), მას არ აქვს არანაირი ეკონომიკური (საცვლელი) ღირებულება, თუ ბაზარზე მასზე მოთხოვნა არ არის. ისევე როგორც ნივთები, ადამიანის ძალები და შესაძლებლობებიც არ ფლობენ ეკონომიკურ ღირებულებას თუ არსებულ ბაზარზე მათზე მოთხოვნა არ არის. კაპიტალის მფლობელს შეუძლია შეიძინოს და მუშაობა აიძულოს ნებისმიერ სამუშაო ძალას. ძალის მფლობელი იძულებულია ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად მიყიდოს კაპიტალისტს საკუთარი შესაძლებლობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შიმშილისთვის არის განწირული. ეს ეკონომიკური სტრუქტურა ასევე ნათლად არის არეკლილი ფასეულობათა იერარქიაში. ცხადია რომ კაპიტალი განკარგავს სამუშაო ძალას, გამომდინარე აქედან დაგროვებული საგნები – მკვდარი საგნები – უფრო მეტად ფასობენ ვიდრე ცოცხალი შრომა და ცოცხალი ადამიანის შესაძლებლობები. Continue reading ერიხ ფრომი – კაპიტალიზმისა და ბიუროკრატიის გავლენა თანამედროვე ადამიანზე

ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

წიგნიდან „სიყვარულის ხელოვნება“

Erich_Fromm

პირველყოფილ საზოგადოებაში ადამიანები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს აერთიანებდნენ. კულტურის განვითარებასთან ერთად ჯგუფი გაიზარდა, ის უკვე პოლისის და სახელმწიფოს მოქალაქეებს და ეკლესიის წევრებს აერთიანებს. ყველაზე ღარიბი რომაელიც კი ამაყობდა იმით, რომ შეეძლო ეთქვა: „მე რომის მოქალაქე ვარ“; რომი და იმპერია მისი ოჯახი, სახლი და სამყარო იყო. იგივე მეორდება თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაშიც, სადაც ჯგუფთან გაერთიანება გაუცხოების დაძლევის უმთავრესი საშუალებაა. ეს არის გაერთიანების ტიპი, რომელშიც ინდივიდუალური „მე“-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება და ბრბოსთან კუთვნილება ძირითადი მიზანი ხდება. Continue reading ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

Erich_Fromm

(წინასიტყვაობა)

მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ. Continue reading ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ