Tag Archives: ვეგანი

პიტერ გელდეროსი – ვეგანიზმი: კრიტიკა ანარქისტული პოზიციიდან

შესავალი

როგორც წესი, ვეგანური იდეოლოგიის დამცველები, ვერ ხედავენ განსხვავებას იმ ადამიანებს შორის, ვისთვისაც ჯერ ახალია ვეგანური იდეები და  ვინც უკვე გაეცნო ამ იდეებს, მაგრამ არ შეიცვალა საკუთარი ცხოვრების წესი. ამ იდეოლოგიის მთავარი მახასიათებელი არის მკაცრი მოთხოვნა შეცვალო საკუთარი ცხოვრების წესი. თუმცა ყველა იდეოლოგია, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოადგენს ახალ ეტაპს ინდივიდის შემდგომი განვითარებისთვის.

ჩემი აზრით ანარქიზმი უფრო მეტად არის აზროვნების სტრუქტურა, მოქმედების და ამბოხების ტრადიცია, რომლის მიზანია ტოტალური თავისუფლება ყველა სახის ძალადობისა და ძალაუფლებისგან. მისი მრავალფეროვანი იდეოლოგიები – სინდიკალიზმი, პრიმიტივიზმი და ა.შ. მცირედი განსხვავდებების მიუხედავად, ინარჩუნებს საბაზისო პრინციპებს, რომლებიც არის მუდმივი და უცვლელი, თუმცა არავითარ შემთხვევაში აისტორიული. ანარქიზმისგან განსხვავებით, არასწორი იქნება გავაკრიტიკოთ ვეგანიზმი -როგორც იდეოლოგია, აზროვნების სტრუქტურა ან მოქმედების ტრადიცია, რადგანაც არ არსებობს თუნდაც რაიმე ბუნდოვანი მთავარი პრინციპები, რომელსაც ყველა ვეგანი ან ვეგანების უმეტესობა იზიარებს. მაგალითდ, ძალიან ბევრი ვეგანი არ თვლის რომ ყველა შემთხვევაში არასწორია ცხოველის მოკვლა საჭმლის გამო, ვეგანების მზარდ რაოდენობას კი საერთოდ არ სჯერა ცხოველთა გათავისუფლების, ამ ტერმინის რადიკალური გაგებით.

უფრო სამართლიანი იქნება თუ ვეგანიზმს გავაკრიტიკებთ, როგორც განსხვავებული აზროვნების და იდეოლოგიის მქონე ადამიანთა ერთმანეთთან დამაკავშირებელ საშუალებას და თავშეკავების  მინიმალურ პრაქტიკას, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ირჩევენ, რომ შექმნან საერთო პრინციპები და გაერთიანდნენ ერთ სოციალურ ჯგუფად. ბევრი ადამიანისთვის მოტივი არის სოციალური, რომ მიაკუთვნონ თავი რომელიმე ჯგუფს ან მიყვნენ მოდას, ამას რა თქმა უნდა აქცევენ ჯანრთელობაზე ზრუნვის და ეთიკური მოტივების ჩარჩოში. ზოგისთვის, მოტივი არის რევოლუციური, რომ თავშეკავების მინიმალური პრაქტიკა განავრცონ მაქსიმალურ პრაქტიკაში, რომელიც შესაძლოა იპოვონ ცხოველების უფლებებისთვის და ცხოველების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. შემდეგ კი ეს განავრცონ ყველა სახის დომინაციის და ექსპლუატაციის მოსპობაში.

ვეგანიზმის ეს კრიტიკა არ არის მიმართული კონკრეტული დიეტის ან ცხოვრების წესის მიმართ, რომელიც კლასიფიცირდება ვეგანურად. ეს კრიტიკა უფრო მეტად მიმართულია იმ საერთო პლატფორმის, დამაკავშირებელი საშუალების მიმართ, რასაც ადამიანები ირჩევენ გამაერთიანებელ იდეოლოგიად. კრიტიკა ეფუძნება არგუმენტებს, რომ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი საერთო პლატფორმა, და მიმართულია იმ მოტივების და რწმენის წინააღმდეგ, რომლებსაც ეყრდნობა ვეგანიზმი. Continue reading პიტერ გელდეროსი – ვეგანიზმი: კრიტიკა ანარქისტული პოზიციიდან