Tag Archives: ვერნერ ჰაიზენბერგი

ვერნერ ჰაიზენბერგი – მეცნიერის პასუხისმგებლობის შესახებ

377px-bundesarchiv_bild183-r57262_werner_heisenberg

შესავალი

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში და საერთოდ ევროპაში მოღვაწე ბევრი მეცნიერი ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი გერმანიაში დარჩა, რომ არ მიეტოვებინათ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ომის შემდგომ შეეძლოთ აეღორძინებინათ მეცნიერება გერმანიაში. ისინი აცნობიერებდნენ, რომ ომს პრაქტიკულად ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ მათ არჩიეს საკუთარ ქვეყანაში შეხვედროდნენ ამ კატასტროფას და არ გაქცეულიყვნენ მისგან, რომ იქ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც იმ დროს ემიგრაციაში ვერ წავიდოდნენ, შეექმნათ პატარა, მაგრამ სიმტკიცის კუნძულები, იმ იმედით რომ ეს ჩანასახები შეძლებდნენ ნგრევის შემდგომ სიცოცხლის ახალი ფორმების განვითარებას.

უშიშროებამ დააკავა გერმანიაში დარჩნელი უდიდესი ფიზიკოსები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ატომური ფიზიკის განვითარებაში, კვანტური მექანიკის ფუძემდებლები; ვერნერ ჰაიზენბერგი, ოტო ჰანი, მაქს ფონ ლაუე, ვალტერ გერლახი, კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი და კარლ ვირტცი, რათა ემუშავათ ატომური ენერგიის ტექნიკური გამოყენების საკითხებზე. ჩატარებული ცდების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ატომური ბომბის დამზადება შესაძლებელი იყო, ისინი იცნობდნენ ამ მიზნის განხორციელების საშუალებებსაც, მაგრამ მათ მოახერხეს გერმანიის მთავრობის დარწმუნება, რომ დიდი ტექნიკური დანახარჯების გამო ატომური ბომბის აგება იმ დროისათვის ვერ განხორციელდებოდა. გერმანიაში დარჩენილი ფიზიკოსები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ემიგრანტები თავს მოვალედ ჩათვლიდნენ ძალა არ დაეშურებინათ ამერიკის ”კეთილი საქმისთვის”, რადგან ამერიკამ გულთბილოდ მიიღო ისინი, ასევე ამერიკელ ფიზიკოსებს, ალბათ მართლა ეშინოდათ, ომის დასაწყისში გერმანიაში ატომური ბომბი არ დაემზადებინათ. ეს გასაგები იყო, რაკი ურანის დაშლა სწორედ გერმანიაში ოტო ჰანმა აღმოაჩინა, როგორც ჩანს ჰიტლერის გამარჯვება ატომური ბომბის გამოყენებით ისეთ საშინელ საფრთხედ ესახებოდათ, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით თავად დაიწყეს ასეთი ბომბის გამოგონება. მათი ვარაუდი გამართლდა, 1945 წლის 6 აგვისტოს ”ურანის კავშირის” წევრებს კარლ ვირტცმა ახალი ამბავი აცნობა, რადიოთი გამოცხადებულ იქნა იაპონიის ქალაქ ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შესახებ. მეცნიერები იძულებულნი გახდნენ თვალი გაესწორებინათ იმ ფაქტისთვის, რომ ატომური ფიზიკის განვითარებამ ასი ათასზე მეტ ადამიანს სიკვდილი მოუტანა. Continue reading ვერნერ ჰაიზენბერგი – მეცნიერის პასუხისმგებლობის შესახებ

მეცნიერული მიდგომა

ჩემი მიზანი მარტივია. სრულიად შევიცნო სამყარო, რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის და რატომ არსებობს საერთოდ. სხვა სიტყვებით, ჩვენი მიზანია ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი საკუთარი არსებობის მიზეზების სრული გაგება.

სტეფან ჰოუკინგი


ფრანსის ბეკონი (1561 – 1626) –
დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი; მიიჩნევა ინდუქციური მეთოდის ფუძემდებლად, რადგან სქოლასტიკისა და მატაფიზიკის წინაშე, რომლებიც დღემდეა გაბატონებული, მან აჩვენა, რომ აღმოჩენებს და გამოგონებებს წინსვლა ექნებათ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის გონება შეეჩვევა იმის გაგებას, რომ დაკვირვება და თავისუფალი მეთოდური კვლევა წარმოადგენს ერთარდერთ საშუალებას საბუნებისმეტყველო კანონების [3] აღმოსაჩენად, მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზების გაგებისა და მათი წინასწარმეტყველების ცოდნისათვის. სიტყვებით მოთამაშე სქოლასტიკური ერუდიცია, უნდა იქნას მიტოვებული და ჭეშმარიტი ცოდნა შესაძლებელია მიღებულ იქნას ინდუქციის გზით, ანუ ცალკეული ფაქტების გულმოდგინედ შესწავლის გზით, რაზეც შესაძლებელია განზოგადებების აგება, დიდი რაოდენობის შედარებებზე და გამონაკლისებზე დაყრდნობით და ამ სახით პოვნა იმისა, თუ რა საერთო აქვთ დაკვირვების ქვეშ მყოფ ფაქტებს; მეორე მხრივ შესაძებელია ამ ინდუქციების შემოწმება ახალი ფაქტების დიდი რაოდენობით, რომლებიც ცდებით და დაკვირვებებით არის მიღებული. ასეთი იყო ფრანსის ბეკონის ყველ ნაწარმოების ძირითადი აზრი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ჩაგვეთვალა ის ისეთი სახის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფუძემდებლად, როგორადაც ისინი განვითარდნენ ბოლო საუკუნეების განმავლობაში. ამ მეთოდს ეფუძნება თანამედროვე მეცნიერება ყველა თავისი დიდი აღმოჩენებით.

პეტრე კროპოტკინი

fr-cover7

Continue reading მეცნიერული მიდგომა