Tag Archives: თავისუფლება

ელიზე რეკლიუ – არჩევნები

7692127392_b6380ca360_b

ყველაფერი, რისი თქმაც შეიძლება არჩევნების შესახებ, შეგვიძლია შევაჯამოთ ერთი წინადადებით – ხმის მიცემა საკუთარი უფლებების და ძალის დათმობაა. ერთი ან მეტი მმართველის არჩევა, ცოტა თუ დიდი ხნით, თავისუფლებაზე უარის თქმაა.

არ აქვს მნიშვნელობა, ვის ირჩევ – აბსოლუტურ თუ კონსტიტუციურ მონარქს, პრეზიდენტს თუ პარლამენტის წევრს – ვინც არ უნდა დასვა ტახტსა თუ სავარძელში, ყოველთვის შენი მმართველი იქნება. მმართველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც კანონზე მაღლა აყენებ, რადგან სწორედ ისინი ქმნიან კანონებს და შემდეგ ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ დავემორჩილოთ მათ.

ხმის მიცემა – იდიოტებისთვის პრივილეგიის მინიჭებაა . Continue reading ელიზე რეკლიუ – არჩევნები

ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

Erich_Fromm

(წინასიტყვაობა)

მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ. Continue reading ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი! Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის

Emma_Goldman_2

რა არის პატრიოტიზმი? იმ ადგილის სიყვარული, სადაც ადამიანი დაიბადა, გაიზარდა, რომელთანაც აკავშირებს ბავშვობის მოგონებები და ოცნებები, სადაც იწვა და უყურებდა ღრუბლებს, ითვლიდა ვარსკვლავებს, უსმენდა ჩიტების გალობას და ოცნებობდა თვითონაც ჰქონოდა ფრთები, იჯდა დედის მუხლებში და უსმენდა ლეგენდებსა და ზღაპრებს?

ეს რომ პატრიოტიზმი იყოს, დღესდღეობით ცოტა ამერიკელს თუ ექნებოდა იმის თქმის საშუალება, რომ პატრიოტია, რადგან ის ადგილი,სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, ქარხნებით, მაღაროებით და საპყრობილეებით გაივსო, ხოლო ჩიტების გალობის ხმა საწარმოების გუგუნმა შეცვალა. დღეს ვეღარც დიადი წარსულის ლეგენდებს ვუსმენთ,რადგან ჩვენი მშობლების ზღაპრები უკვე მწუხარებით, გლოვით და ცრემლებითაა სავსე. Continue reading ემა გოლდმანი: პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის