Tag Archives: თურქეთი

აფრინში მებრძოლი ანტიფაშისტური ძალების განცხადება

2018 წლის 20 იანვარს თურქეთის არმიამ და თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ისლამისტმა ტერორისტებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია და შეიჭრნენ აფრინში, სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქურთულ ანკლავში.

აფრინი წარმოადგენს ჩრდილოეთ სირიის დემოკრატიული ფედერაციის (როჟავის) ერთ-ერთ ანკლავს. 2011 წელს აფრინის, კობანის და ჯიზრეს რეგიონში მცხოვრებმა ხალხმა ხელში აიღო იარაღი, სასტიკი და სექტანტური სამოქალაქო ომის დროს გამოაცხადა ავტონომია და დაიწყო დამოუკიდებელი ფედერაციის შექმნის პროცესი. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, მათ აამაღლეს ქალთა როლი პოლიტიკაში და საზოგადოებაში, მოახდინეს პატრიარქალური და ფეოდალური კულტურული პრაქტიკების დემონტაჟი, ჩამოაყალიბეს პოლიტიკური სისტემა, რომლის მიზანია პირდაპირ დემოკრატიაზე, მუნიციპალიზმსა და პლურალიზმზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დაეფუძნება ინდივიდულაურ საჭიროებებს, თანასწორობასა და მდგრადობას. როჟავის რევოლუციონერებმა მოახერხეს ფართო მასშტაბიანი სოციალური რეფორმების დაწყება.

სირიის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო შედეგი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) გაძლიერება იყო. ამ ბარბაროსულმა დაჯგუფებამ ქაოსური გეოპოლიტიკური სიტუიაციით ისარგებლა და მოახერხა დიდი ტერიტორიის ოკუპირება. ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა ისლამისტი ტერორისტების მიერ დამყარებულ ტერორში.

ისლამური სახელწიფო პრაქტიკულად დაუმარცხებელი იყო ქობანის ბრძოლამდე, რომლის დროსაც, ისლამისტებმა განიცადეს პირველი დიდი მარცხი „სახალხო თავდაცვის ერთეულთან“ (YPG) და „ქალთა თავდაცვის ერთეულთან“ (YPJ) ბრძოლისას. ISIS-ის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქობანის, ნაჯიბის, რაქქას, დეირ ეზ-ზორ-ის და როჟავას რევოლუციურმა ძალებმა.

როჟავის რევოლუციის დაწყებისთანავე თურქეთის სახელმწიფომ გამოიყენა ყველანაირი საშუალება: საბოტაჟი, შანტაჟი, ბლოკადა, რათა გაენადგურებინა როჟავას რევოლუცია. ეს ქურთი ხალხის სისტემური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის გრძელი ისტორიიდან გამომდინარეობს.
ერდოღანმა და მისი პარტიის ხელმძღვანელობამ ფაშისტური ტენდენციების აღმავლობას შეუწყვეს ხელი თურქეთის სახელმწიფოში. ერდოღანის ფაშისტურმა მთავრობამ ფარისევლურ, ანტიტერორისტულ პოლიტიკას ამოფარებულმა განაგრძო ქურთი ხალხის დისკრიმინაცია: დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები, თავისუფალი პრესის უმკაცრესი ცენზურა და ოპოზიციური ძალების სასტიკი დევნა. ყოველგვარი გამოძიებისა და ადამინის უფლებების დაცვის გარეშე დააპატიმრეს და ციხეში ჩააგდეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული ოპოზიციის წარმომადგენლები.

კონსერვატორული რელიგიური ღირებულებებისა და პრაქტიკების ზემოქმედება და ექსპანსიონისტური და ნეო-კოლონიალისტური საგარეო პოლიტიკა, მიანიშნებს თურქული რეჟიმის ფაშისტურ ხასიათზე.

დღეს აფრინში ჩვენ ვხედავთ თურქეთის ფაშისტური სახელმწიფოს მცდელობას, გაანადგუროს როჟავას სახლახო რევოლუციის მიღწევები.

ერდოღანმა ღიად გამოაცხადა, რომ სურს აფრინის (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქურთული დასახალების) „არაბიზაცია“. აფრინის მოსახლეობა იძულებულია, გაუწიოს წინააღმდეგობა დაუნდობელ არმიას, რომელიც შეიარაღებით აბსოლიტურ უპირატესობას ფლობს. უკვე 20 დღეზე მეტია, რაც აფრინში ქურთები წინააღდეგობას უწევენ იმპერიალისტურ შემოტევას. მსოფლიოს მედია და სახლმწიფოები თვალს ხუჭავენ აფრინში შექმნილ სიტუაციაზე.

აფრინში მებრძოლი ანტიფაშისტური ძალების განცხადება:

ჩვენ ვართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული კომუნისტების, სოციალისტების, ანარქისტებისა და ანტიფაშისტებისგან შემდგარი ჯგუფი. განსხვავებული იდეოლოგიური და კულტურული ფონის მიუხედავად, ჩვენ გვაერთიანებს სოლიდარობის, ინტერნაციონალიზმისა და ანტიფაშიზმის პრინციპები. მანჯიბიდან რაქქამდე, ჩვენ ვიბრძოდით YPG-ს, YPJ-ს, სირიის დემოკრატიული ძალებისა (SDF) და რამდენიმე თურქული რევოლუციური ჯგუფის რიგებში ISIS-ის წინააღმდეგ. ახლა, აფრინში ჩვენ ჩვენი თანამებრძოლეების გვერდით კიდევ ერთხელ ვიკრიბებით ფაშიზმის, იმპერიალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მრავალი ინტერნაციონალისტი შეეწირა ფაშიზმის წინააღმედ ბრძოლას. ივანნა ჰოფმანი (Şehid Ivanna Hoffman ) იყო ერთ-ერთი პირველი წამებული ინტერნაციონალისტი როჟავაში, მიქაეილ ისრაელი (Şehid Michael Israel), რომელიც მოკლული იყო თურქეთის საჰაერო იერიშის დროს, ჯექ ჰოლმსი (Şehid Jac Holmes), რომელიც მოკლეს ქალაქ რაქქაში, ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქის ანტიფაშისტური ძალების მიერ გათავისუფლებისას. ჩვენ პატივს მივაგებთ წამებულთა ხსოვნას მათი ბრზოლის გაგრძელებით.

აფრინის წინააღმდეგობა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახლა მოქმედების დროა.
ჩვენ მოვუწოდებთ ხალხს ინტერნაციონალური სოლიდარობისაკენ!
ჩვენ მოვუწოდებთ ინტერნაციონალისტ რევოლუციონერებს ჩაერთონ ამ ბრძოლაში!
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ თურქეთის სახელმწიფოს საწინააღმდეგო, ფართო სამოქალაქო აქციების გამართვისკენ მთელს მსოფლიოში.
ერთობაშია ჩვენი ტრიუმფი.
სოლიდარობით ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს.
Şehid namirin! Bijî berxwedana Efrînê! წამებულები უკვდავები არიან! დიდება აფრინის წინააღმდეგობას!
სიკვდილი ფაშიზმს! სიკვდილი კოლონიალიზმს!
დიდება ინტერნაციონალურ სოლიდარობას!

ანტიფაშისტური ძალები აფრინში (AFFA)
Şehid Michael Israel Brigade (წამებული მიქაელ ისრაელის ბატალიონი)

2018 წლის 13 თებერვალი

ტექსტი გამოქვეყნებისთანავე ითარგმნა ქართულად ავტონომიური კოლექტივის მიერ.  18 მარტს აფრინი ოფიციალურად დაეცა  თურქული ავიადარტყმების შედეგად. 16 მარტს თურქულ ბომბებს შეეწირა ბრიტანელი მოხალისე,  ანარქისტი და YPJ მილიტარისტ ქალთა დანაყოფის წევრი 26 წლის ანა კემპბელი.  ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ გრძელდება.

სირიის თავისუფალი ქალაქები ალ-ქაიდას და ასადის წინააღნდეგ

სირიის თავისუფალი საბჭოები და ქალაქები არანაირ კავშირში არ არიარ არიან თურქეთის მიერ დაფინანსებული ტერორისტულ ორგანიზაცია FSA-სთან, სირიის თავისუფალ არმიასთან. 

სირიის ქალაქ ბინნიშ-ში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას მებრძოლებმა დახვრიტეს საპროტესტო აქციებში მონაწილე ხოსამა ხორანი.
მაგრამ ამან, პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება და ალ-ქაიდას წინააღმდეგ პროტესტების გაძლიერება გამოიწვია.

სირიის ჩრდილოეთით ანალოგიური ქმედებები ხშირია, მაგრამ ეს მოვლენები მსოფლიო მედიის მიერ არ შუქდება.
ისეთი ქალაქები, როგორიცაა: იდლიბი, სარაკიბი, არმანეზი, მაარეთ ან-ნუმანი, ათარიბ და სხვები, მუდმივად ხდებიან მასობრივი პროტესტების ცენტრები ალ-ქაიდას წინააღდმეგ.
დღესდღეობით სირიის თავისუფალ ქალაქებს ორმაგი საფრთხე ემუქრებათ, როგორც ალ-ქაიდას (იგივე ალ-ნუსრა, ხაიათ თახრირ ალ-შამ), ასევე ასადის მხრიდან.

სირიაში არსებობს განვითარებული არაპარტიული ადგილობრივი თვითმმართველობა –  არჩევადი საბჭოები, რომლებიც ეფუძნებიან საჯარო შეკრებებს.

ეს თვითმმართველობის სისტემა შეიქმნა რევოლუციური გზით ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყების (საურა) დროს, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. საბჭოები არ კონტროლირდებიან რომელიმე პარტიის ან დაჯგუფების მიერ, ანუ, აქვს სახალხო თვითმმართველობის ხასიათი.

არსებობს ასობით ქალაქი და დასახლება სადაც არსებობობენ მსგავსი საბჭოები. მაგრამ ეს ავტონომიური მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ახლოს არიან ჩვეულებრივი მუნიციპალიტეტების სისტემასთან, არაპირდაპირი დემოკრატიის პრინციპით, წარმომადგენლობითი ორგანოები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხშირია ხალხის კონგრესი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ქალაქები არ არის საკმარისად დიდი. ადგილობრივი მოსახლოების აქციები და შეკრებები (რომლებიც დროდადრო ტარდება) ახდენენ გავლენას არჩეულ ხელმძღვანელობაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩეული საბჭოები მოსახლეობასთან ერთად უწევენ ორგანიზებას კომუნალურ სერვისებს და ახდენენ დასახლების საკვებით მომარაგებას.
ასევე მათ შეუძლიათ მეგობრული მეამბოხე ფრაქციების მხარდაჭერა.

საბჭოები უკვე რამდენიმე წელია ცენტრალიზებული სახელმწიფოს გარეშე ცხოვრობენ. მათ სახელმწიფო აპარატის მაღალჩინოსნების გარეშე გადარჩენა ისწავლეს. ძირითადად არაბებით დასახლებულ ქალაქ იდლიბში (თუმცა, იქ, როგორც არაბები, ასევე, ცხოვრობენ ქურთები, თურქმენები, იეზიდები, სუნიტები და სიმაილიტები. საუბარია მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ ქალაქზე) ადგილობრივმა საბჭომ უარი თქვა ალ-ქაიდას ბრძანებების შესრულებაზე, მათ გაყარეს ალ-ქაიდას მებრძოლები შენობებიდან და განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ მოსახლეობის საკვებით და ყველა აუცილებელი საჭიროებებით მომარაგებას.

არაბულ ქალქ სარაკიბში მოსახლეობა გავიდა ქუჩებში ადგილობრივი საბჭოს დასაცავად და მათ შტურმით აიღეს ალ-ქაიდას შტაბი. მაარეთ-ან-ნუუმანში მოსახლოებამ ჯერ გააგდო ასადი და შემდეგ მოაწყვეს საპროტესტო აქციები ადგილობრივი დაჯგუბებების წინააღმდეგ, რომლებმაც დაამყარეს კონტროლი ქალაქზე. საბჭოები, რომლებიც თავდაპირველად აუჯანყდნენ ასადს, დღეს წინააღმდეგობას უწევენ ალ-ქაიდას დიქტატურას და უარს ამბობენ გადასახადების გადახდაზე.

სირიის საბჭოები არის ურბანული ცივილიზაციის ათასწლეულის განვითარების შედეგი.
დამოუკიდებელი ქალაქები აქ არსებობდნენ ჯერ კიდევ პირველი ცივილიზაციის შექმნის დღიდან. სწორედ აქ აღმოაჩინეს ისტორიაში უძველესი ქალაქები.
მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ისინი სხვადასხვა იმპერიების მართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, მათ ნაწილობრივ შეინარჩუნეს ავტონომიური დამოუკიდებელი ხასიათი.

დღეს სირიის თავისუფალი ქალაქები ორმაგი საფრთხის ქვეშ არიან. ერთის მხრივ, მათ თავს დაესხნენ ალ-ქაიდას მებრძოლები. მეორეს მხრივ, მათ ემუქრებათ ასადის, ასევე, მისი მხარდამჭერების – ირანის და პრო-ირანული სამხედრო ფორმირებების და შეიარაღებულ ძალების თავდასხმა, თუ ასადი გაიმარჯვებს და მის უკან მდგომი ირანი,
თვითმმართველობა დასრულდება.