Tag Archives: ინტერნაციონალი

მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სადაც შეკრებილი იყვნენ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის მშრომელთა წარმომადგენლები გადაწყვიტეს შეექმნათ “მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობა”, ცნობილი როგორც პირველი ინტერნაციონალი. მასში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, მარქსისტული და ანარქისტული, რომელიც მარქსიზმში ტოტალიტარიზმის ჩანასახს ხედავდა. ბაკუნინის აზრით ახალი საზოგადოება ანარქო-კოლექტივიზმსა და ფედერალიზმის საფუძვლებზე უნდა მოწყობილიყო, რაც უზრუნველყოფდა პიროვნების თავისუფლებასა და კეთილდღეობას.

1869 წლის ბაზელში გამართულ ინტერნაციონალის IV კონგრესზე ბაკუნინს 63% მიემხრო, მარქს 31%, ხოლო დანარჩენ 6%-ს მუტუალისტები (პრუდონისტები) წარმოადგენენ. გერმანიის წარმატებებმა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, კვლავ გაუღვივა მათ სახელმწიფოს ძლევამოსილებისა და აუცილებლობის რწმენა, რის შედეგადაც 1872 წელს V კონგრესზე პირველი ინტერნაციონალი გაიხლიჩა წითლებად (მარქსისტები) და შავებად (ანარქისტები). ეს ფაქტი შემდეგი სიტყვებით აღნიშნა ოტო ფონ ბისმარკმა:  “გვირგვინოსნები და პრივილიგირებულები უნდა აცახცახდნენ შიშით, თუ კი ოდესმე კვლავ გაერთიანდებიან წითლები და შავები”.

წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი ბაკუნინის მიერ პირველ ინტერნაციონალზე წარდგენილი პრინციპებისა. მასში ავტორის მიერაა კონცენტრირებული ნაშრომში გაჟღერებული ძირითადი დებულებები.

რევოლუციური ინტერნაციონალური საზოგადოების ორგანიზაცია და  პრინციპები
II. რევოლუციური კატეხიზმო

A) ღმერთის უარყოფა
B) კაცობრიობის თაყვანისცემამ უნდა ჩაანაცვლოს ღვთაების კულტი. ადამიანის გონება უნდა იქნეს აღიარებული ჭეშარიტების ერთადერთ კრიტერიუმად, ადამიანის სინდისი-სამართლიანობის საფუძვლად, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლება – წყაროდ და ერთადერთ საფუძვლად წესრიგის ორგანიზებისა კაცობრიობისათვის.
C) ინდივიდის თავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ყველას თანასწორობის პირობებში. თავისუფლების განხორციელება თანასწორობაში არის სამართლიანობა.
D) ავტორიტეტისა და სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის პრინციპის უპირობო გამორიცხვა. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო