Tag Archives: კანონი

ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892

რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა. ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი, რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie! (სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოს ანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან?

მგვარად საზოგადოებაში, რომელშიც ხდება აღნიშნული მოვლენები, არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემს მიერ ჩადენილი ქმედებები. ვინაიდან ასეთი ქმედებები არის მხოლოდ თვითგადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც ადამიანები ყველა ხერხს ხმარობენ. ველა ჩვენგანი მარტოხელაა; სიღატაკის უღლის ქვეშ, მას არ სურს დიდხანს ფიქრი; და მე შიმშილით შეყრობილი, დაუფიქრებლად ვსარგებლობდი იმ ხერხებით, რომელიც ჩემს ხელთ იყო, და სიცოცხლესაც ვრისკავდი. Continue reading ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

მიხაკო წერეთელი – კანონი

mikhakotsereteli1

 

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.

ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება’’, სახელმწიფო და კანონი, – და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის’’  ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, – აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ,  წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, –  არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით. Continue reading მიხაკო წერეთელი – კანონი