Tag Archives: კარლ პოპერი

კარლ პოპერი – ცოდნის სოციოლოგია

ტექსტის PDF ვერსია + წინასიტყვაობა (20 გვერდი)

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

ჩვენ, ანარქისტები იდეების მიმდევრები ვართ და არა ავტორიტეტის”, ეს არსებითად მეთოდოლოგიური ფრაზა, რომელიც ანარქისტს, ერიკო მალატესტას ეკუთვნის, კარგად გამოხატავს და ამართლებს იმ გამონაკლის შემთხვევებს, რომელთაც ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებსაიტზე შეიძლება წააწყდეთ, სადაც განთავსებულია ისეთი ავტორების ტექსტებიც, რომელთაც ბიოგრაფიულად საერთო არაფერი ქონიათ ანარქისტულ მოძრაობასთან, მაგრამ მათ გამოქვეყნებას მნიშვნელოვნად ვთვლით საღი აზრის ორმირებისთვის.

მსგავს ავტორს მიეკუთვნება მეცნიერების ფილოსოფოსი კარლ პოპერი, რომელსაც არა თუ არ ქონდა პირდაპირი კავშირი ანარქიზმთან, ის იყო უახლოესი მეგობარი ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგის, ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი ეკონომისტის, ფრიდრიხ ჰაიეკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ პოპერის ყველაზე ცნობილი ორი მოსწავლედან ერთი, ჯორჯ სოროსი, კაპიტალისტად ჩამოყალიბდა, ხოლო მეორე, პოლ ფეიერაბენდი, ანარქისტად. Paul Feyerabend – Against Method: Outline of an Anarchistic Theory of Knowledge.

იდეის მნიშვნელობასთან ერთად, მალატესტას ფრაზაში იკვეთება ავტორიტეტის პრობლემა. მეცნიერული მეთოდი გულისხმობს “ცოდნას ავტორიტეტის გარეშე და რომ, რაც არ უნდა ღრმად შეაღწიოს ჩვენმა ცოდნამ შეუცნობელში, ჩვენს ცოდნაში არ მოიძებნება ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც კრიტიკა ვერ მიწვდება, ჩვენ უნდა დავიცვათ იდეა, რომ ჭეშმარიტება ადამიანურ ავტორიტეტზე მაღლა დგას. ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ იგი, ვინაიდან ამ იდეის გარეშე ვერ იარსებებს კვლევის ობიექტური სტანდარტები, ჩვენი ცრურწმენების კრიტიკა, შეუცნობელის შესწავლა, ცოდნის ძიება. “ – კარლ პოპერი. Continue reading კარლ პოპერი – ცოდნის სოციოლოგია