Tag Archives: კონსუმერიზმი

თანამედროვე ცხოვრების წესის წინააღმდეგ

დღესდღეობით, სრულიად ჯანსაღად ითვლება სწრაფვა – თავიდან მოვიშოროთ და შევცვალოთ ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა გვსურს: სხვისი ცხოვრების წესის მიბაძვა, თუ სრულიად ახალი სტილის შემოღება. კომერციალიზებული კაცობრიობა მარცხდება, როდესაც ის პასიურად ეგუება არსებულ წესრიგს, რაც კონფილქტში მოდის ყოვლისმომცველ უკმაყოფილებასთან.
ტექსტი ჩილედან. ავტორი: გაზეთი ‘Anarquía y comunismo’. გამოსცა El Radical Libre-მესპანურ ენაზე. ინგლისურად თარგმნა ediciones inéditos-მა.

ყოველდღიური აქტივობა, რომლისგანაც შედგება ჩვენი თანამედროვე ცხოვრება, შეიძლება შეჯამდეს, როგორც ჩვენს სახლებს, სამეწრამეო ცენტრებსა და სამომხმარებლო ცენტრებს შორის მიმოსვლა. ეს ადგილები, რომლებშიც მოძრაობს თანამედროვე პროლეტარიატი, კარგად განასახიერებს ჩვენი ცხოვრების კომპარტმენტალიზაციას: ჩვენი სახლები თანდათან იქცა ხალხით გადავსებულ კუბებად, დასვენებისთვის განკუთვნილ ციხეებად. როდესაც ადამიანი მუშაობს არა საკუთარი მოთხოვნილებების, არამედ სასაქონლო წარმოების აპარატის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; სამუშაო კი გაჭირვებით თუ უზრუნველყოფს მის საყოფაცხოვრებო მინიმუმს, რომელიც, ასევე, კომოდიფიცირებულია; ამ ადამიანის თავისუფალი დრო, რომელიც შესაძლებელია მიუძღვნას საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს, რომლებისგანაც მუდმივად გვანცალკევებენ კაპიტალიზმის მიერ წარმოებული ვალდებულებებისა და საჭიროებების გამო, უმეტესად იხარჯება ეკრანის წინ, ან სხვა საქონლის მოხმარებაში. ეს ხდება იმავე აუტანელი წნეხის ქვეშ, როგორც ყველა დანარჩენი სოციალური მოვალეობა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავართოთ საკუთარი თავი, ისევე, როგორც ვართ ვალდებულნი, ვაწარმოოთ, შეზღუდული დროისა და ენერგიის იმავე პირობებში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ის დრო, რომელიც იხარჯება სხვადასხვა ადგილებს შორის მიმოსვლაში კაპიტალის მიერ წარმოებული, დაქირავებული მონების გადაადგილებისთვის განკუთვნილი მანქანებით. საზოგადო ტრანსპორტი ხალხითაა გადაჭედილი, თუმცა ეს ხალხი, ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, იზოლირებულია ერთმანეთისგან. გარემო, რომელიც აიძულებს ადამიანებს გადავსებულ სივრცეში ყოფნას, ამავდროულად ხელს უწყობს მათ გაუცხოებას.  Continue reading თანამედროვე ცხოვრების წესის წინააღმდეგ