Tag Archives: ლიბერტარული სოციალიზმი

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

25163_noam_chomsky-660x350

არავის აქვს უფლება, მიისაკუთროს ანარქიზმი. ეს ცნება საკმაოდ ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. არსებობს უამრავი თვითმარქვია ანარქისტი, რომელიც იჩემებს, რომ სწორედ მათი გზა არის ჭეშმარიტი, დანარჩენები კი ცდებიან. თუ გადავხედავთ თანამედროვე ანარქისტულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ მისი უმეტესი ნაწილი შეიცავს ბრალდებებს სხვების მიმართ, რითაც მისი ავტორები ემგვანებიან მარქსისტ-ლენინისტური „სექტანტური“ ლიტერატურის შემქმნელებს. სამწუხაროდ, ასეთი ლიტერატურის რაოდენობა ძალიან დიდია.

პირადად მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ხედვა უეჭველად სწორია, და საერთოდ არ მხიბლავს სხვების თვითდაჯერებული განცხადებები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არავის აქვს უფლება, ამტკიცოს თავისი ხედვის უდავო სისწორე. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავლის ჩვენეული პერსპექტივა, მიზნები, იდეალები, და უნდა ვეცადოთ, ვიმუშაოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. როდესაც ორ იდეას შორის არსებობს ღრმა უფსკრული, ჩემი აზრით შეუძლებელი იქნება მათი დაკავშირება, თუ პრობლემას არ მოვაგვარებთ ზოგად დონეზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი იდეების დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოჩნდება იმ მოკლე პასუხებში, რომელსაც დასმულ კითხვებზე შემოგთავაზებთ.

 

1.    რას გვეტყვით ანარქისტული იდეების ჩამოყალიბების შესახებ? რომელი ანარქისტული მიმდინარეობები წარმოიშვა დროთა განმავლობაში?

 ანარქისტული აზროვნების საფუძვლები, ჩემი აზრით, უნდა ვეძებოთ განმანათლებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ხანაში. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ – მე17 საუკუნის მეცნიერული რევოლუციის პერიოდში, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად ავიღოთ კარტესისეული რაციონალიზმი. ამ თემაზე არის საკმაოდ ბევრი ლიტერატურა (მაგ: ისტორიკოს ჰარი ბრაკენის შრომები, მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი ამის შესახებ ). აქ, ცხადია, ვერ შევძლებთ ამ წიგნების შეჯამებას, მაგრამ ვიტყვი რომ ვეთანხმები ანარქო-სინდიკალისტ რუდოლფ როკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ კლასიკური ლიბერალური იდეები იმსხვერპლა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა. შემდგომში იდეები თანდათანობით ისევ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც, ჩემი აზრით ისაა, რომ ისინი კარგად ერგება ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს. ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. Continue reading ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე