Tag Archives: მიხაკო წერეთელი

მეცნიერული მიდგომა

ჩემი მიზანი მარტივია. სრულიად შევიცნო სამყარო, რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის და რატომ არსებობს საერთოდ. სხვა სიტყვებით, ჩვენი მიზანია ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი საკუთარი არსებობის მიზეზების სრული გაგება.

სტეფან ჰოუკინგი


ფრანსის ბეკონი (1561 – 1626) –
დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი; მიიჩნევა ინდუქციური მეთოდის ფუძემდებლად, რადგან სქოლასტიკისა და მატაფიზიკის წინაშე, რომლებიც დღემდეა გაბატონებული, მან აჩვენა, რომ აღმოჩენებს და გამოგონებებს წინსვლა ექნებათ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის გონება შეეჩვევა იმის გაგებას, რომ დაკვირვება და თავისუფალი მეთოდური კვლევა წარმოადგენს ერთარდერთ საშუალებას საბუნებისმეტყველო კანონების [3] აღმოსაჩენად, მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზების გაგებისა და მათი წინასწარმეტყველების ცოდნისათვის. სიტყვებით მოთამაშე სქოლასტიკური ერუდიცია, უნდა იქნას მიტოვებული და ჭეშმარიტი ცოდნა შესაძლებელია მიღებულ იქნას ინდუქციის გზით, ანუ ცალკეული ფაქტების გულმოდგინედ შესწავლის გზით, რაზეც შესაძლებელია განზოგადებების აგება, დიდი რაოდენობის შედარებებზე და გამონაკლისებზე დაყრდნობით და ამ სახით პოვნა იმისა, თუ რა საერთო აქვთ დაკვირვების ქვეშ მყოფ ფაქტებს; მეორე მხრივ შესაძებელია ამ ინდუქციების შემოწმება ახალი ფაქტების დიდი რაოდენობით, რომლებიც ცდებით და დაკვირვებებით არის მიღებული. ასეთი იყო ფრანსის ბეკონის ყველ ნაწარმოების ძირითადი აზრი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ჩაგვეთვალა ის ისეთი სახის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფუძემდებლად, როგორადაც ისინი განვითარდნენ ბოლო საუკუნეების განმავლობაში. ამ მეთოდს ეფუძნება თანამედროვე მეცნიერება ყველა თავისი დიდი აღმოჩენებით.

პეტრე კროპოტკინი

fr-cover7

Continue reading მეცნიერული მიდგომა

მიხაკო წერეთელი – კანონი

mikhakotsereteli1

 

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.

ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება’’, სახელმწიფო და კანონი, – და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის’’  ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, – აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ,  წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, –  არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით. Continue reading მიხაკო წერეთელი – კანონი

მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

პასუხი სოციალ-დემოკრატებს

I

mikhakotsereteli1როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, – ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, – არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა-პლეხანოვის წინააღმდეგ გათავბული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, – უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან. Continue reading მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს