Tag Archives: მიხეილ ბაკუნინი

მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

 

ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად
ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად

ნათელია, რომ თავისუფლება არასდროს მიეცემა კაცობრიობას, და რომ საზოგადოება, ადგილობრივი გაერთიანებები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც საზოგადოებას შეადგენენ, მხოლოდ მაშინ შეძლებს იპოვოს ჭეშმარიტი კმაყოფილება, როცა აღარ იარსებებენ სახელმწიფოები. ნათელია, რომ ე.წ. საზოგადოების საერთო ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს მოჩვენებითად და რომელიც სინამდვილეში არაფერია თუ არა მუდმივი უარყოფა სახელმწიფოს დაქვემდებარებული რეგიონების, კომუნების, ასოციაციების და ინდივიდუალთა დიდი ჯგუფის პოზიტიური ინტერესებისა, და რომ სახელმწიფო ერთი დიდი სასაკლაოა, უზარმაზარი სასაფლაო, სადაც აბსტრაქტული მიზნების ჩრდილ ქვეშ იმალება მისი ყველა ჭეშმარიტი მისწრაფება. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

მიხეილ ბაკუნინი: სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე – ანარქია

საფრანგეთის რევოლუციის მონაპოვარი

Mikhail_Bakunin_Wikipedia

რევოლუციამ ადამიანებს აჩუქა თავისი სახარება – არა მისტიკური, არამედ რაციონალური, არა სამოთხიდან გამოგზავნილი, არამედ – დედამიწაზე დაწერილი, არა წმინდა, არამედ ადამიანური – ადამიანის უფლებების სახარება , რომელიც აცხადებდა, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია და ყველა იმსახურებს თავისუფლებას. სწორედ ამის შემდეგ გაიღვიძა ყველა  ცივილიზებულმა ადამიანმა –  ისინი გათავისუფლდნენ ქრისტიანული ოპიუმის ზემოქმედებისგან და დაუსვეს თავს ერთი მარტივი კითხვა – ჰქონდათ თუ არა თავისუფლების, თანასწორობის და ადამიანობის უფლება.

მას შემდეგ, რაც ეს შეკითხვა დაისვა, ადამიანები, რომლებიც თავიანთი ინსტინქტების მიხედვით მოქმედებდნენ, მიხვდნენ, რომ მათი ემანსიპაციის, უფრო ზუსტად კი მათი ადამიანებად გადაქცევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგომარეობა იყო. „პური არსობისა“ მათთვის იყო უმთავრესი საკითხი, რადგან, როგორც არისტოტელემ აღნიშნა, იმისთვის, რომ ადამიანმა იფიქროს და იყოს თავისუფალი, ის უნდა გათავისუფლდეს ყოველდღიური საზრუნავისგან. ბურჟუები,რომლებიც მატერიალიზმის წინააღმდეგ ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ, თვითონ სულაც არ ახორციელებენ თავიანთ ნაქადაგებ იდეებს რეალობაში. Continue reading მიხეილ ბაკუნინი: სოციალიზმი სახელმწიფოს გარეშე – ანარქია

მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

 

tumblr_mh5d367Qyj1qe125qo1_1280

ნაწილი 1

ვინ არიან მართლები – იდეალისტები თუ მატერიალისტები?  ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ იდეალისტები ცდებიან. დიახ, ფაქტები იდეაზე წინ დგანან. იდეალი, როგორც პრუდონმა თქვა, არის მხოლოდ ყვავილი, რომელიც მატერიალურ პირობებშია ფესვგადგმული. დიახ, კაცობრიობის მთელი ისტორია – ინტელექტუალური და მორალური, პოლიტიკური და სოციალური, არაფერია, თუ არა ეკონომიკური ისტორიის ანარეკლი.

თანამედროვე მიუკერძოებელი და ნამდვილი მეცნიერების ყველა მიმართულება თანხმდება ერთ ფუნდამენტურ საკითხზე : სოციალური სამყარო, უფრო ზუსტად, კაცობრიობა, არის ცხოველთა ჯერჯერობით ყველაზე განვითარებული ცხოველთა სახეობა. თუმცა, ეს განვითარება გულისხმობს უარყოფასაც – ადამიანები უარყოფენ მათში ცხოველური საწყისის არსებობას. სწორედ ეს უარყოფა, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, წარმოშობს გარკვეულ იდეალებს, ინტელექტუალური და მორალური სამყაროს რწმენებს და იდეებს .

დიახ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ადამები და ევები, თუ გორილები არა, გორილების ახლო ნათესავები მაინც იყვნენ, წარმოადგენდნენ ყველაზე ძლიერ, ჭკვიან მხეცებს, რომლებიც სხვა ცხოველებზე მაღლა იდგნენ და გამოირჩეოდნენ ორი მთავარ თვისებით – აზროვნების უნარით და აჯანყების მოთხოვნილებით. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

მიხეილ ბაკუნინი – ძალაუფლება რყვნის

tumblr_mh5d367Qyj1qe125qo1_1280
სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სისტემა, რომელიც მართავს და ბოროტად იყენებს თავის რესურსებს. ჩვენი მიზანია იმ შედეგების ჩვენება, რომელიც პოლიტიკური მთავრობის არსებობას მოჰყვება, თუნდაც ეს იყოს იდეალური სახელმწიფო, რომელიც თავისუფალ კონტრაქტზეა დაფუძნებული.

დავუშვათ, რომ მთავრობა დაკომპლექტებულია საუკეთესო მოქალაქეებით. თავდაპირველად ამ მოქალაქეებს ზურგს უმაგრებს არა კანონი, არამედ დანარჩენი მოქალაქეების ნდობა, რადგან ისინი აირჩიეს იმიტომ, რომ იყვნენ ყველაზე ჭკვიანები, გამოცდილები, მამაცები, პატიოსნები და ა.შ. ისინი გამოეყოფიან მოქალაქეთა მასას სწორედ ამ ნიშნების მიხედვით, თუმცა ჯერჯერობით არ ქმნიან ცალკე კლასს. მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან როგორც ისტორია გვიჩვენებს, ისეთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თავიანთი პიროვნული ღირსებების გამო ხალხის დიდი მასის სიმპათიას იმსახურებენ, საკმაოდ მცირეა, და ხალხიც, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს, სწორედ მათ ირჩევს ლიდერებად.

ასე და ამგვარად, საზოგადოება იყოფა ორ კატეგორიად: პირველი – უმრავლესობა, უბრალო მოქალაქეები,რომლებიც ენდობიან ლიდერებს და მეორე – უმცირესობა, რომლის წევრებსაც გარკვეული თვისებების გამო ხალხის მართვა თვით ამ ხალხმა დააკისრა. თავდაპირველად, ისინი უბრალო ხალხისგან მხოლოდ იმ თვისებებით გამოირჩევიან, რის გამოც მმართველებად აირჩიეს და ერთგულად ემსახურებიან თავის ხალხს, თავს კი პრივილეგირებულებად და გამორჩეულებად შესაძლოა არც კი მიიჩნევდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ განსაკუთრებული მისია აკისრიათ – ხალხის მართვა. ისინი არ გამოირჩევიან არც ცხოვრების სტილით, არც სხვა ნიშნით, ასე რომ ამ ორ კატეგორიას შორის ერთგვარი თანასწორობაც კი არის. ისმის შეკითხვა: შესაძლოა თუ არა ამ თანასწორობის დიდხანს შენარჩუნება? ჩვენ ვამტკიცებთ რომ არა, და არაფერია ამაზე მარტივი დასამტკიცებელი.

არაფერია ისეთი დამღუპველი ადამიანისთვის, როგორც ძალაუფლება, მბრძანებლობა. საუკეთესო ადამიანიც კი –  ყველაზე ჭკვიანი, მიუკერძოებელი და პატიოსანი – ვერ დაძლევს ძალაუფლების გამრყვნელ ძალას. ძალაუფლებისთვის დამახასიათებელი ორი მთავარი თვისება ყოველთვის იწვევს ადამიანის დემორალიზაციას. ეს თვისებებია მასის აბუჩად აგდება და გადაჭარბება საკუთარი დამსახურებების შეფასებისას.

“მასა” – ფიქრობს მმართველი – “აცნობიერებს, რომ არ აქვს უნარი მართოს საკუთარი თავი, და სწორედ ამიტომ ამირჩია მე. ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან არასრულფასოვანნი, ხოლო მე კი მათზე უკეთესი ვარ. ამხელა მასაში ცოტა თუ მოიძებნება ჩემნაირი. მე მაქვს უნარი სწორად წარვმართო საზოგადოების ცხოვრება. მე ხალხს ვჭირდები! მათ არ შეუძლიათ რაიმე გააკეთონ ჩემ გარეშე, ჩემი სამუშაოს სანაცვლოდ კი შემიძლია მივიღო განუსაზღვრელი უფლებები. მათთვის უკეთესი იქნება, დამემორჩილონ.”

არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს თავს აკარგვინებს და განუზომელი სიამაყით აგიჟებს? არსებობს და ესაა სწორედ ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ღირსეული ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს.

მიხეილ ბაკუნინი 1867

სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. Continue reading სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი