Tag Archives: ნესტორ მახნო

ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

სოციალისტურ სამყაროში პირველ მაისს მშრომელთა დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ეს მცდარი წარმოდგენა არაერთი ქვეყნის მშრომელებს აქვთ და სწორედ ამიტომ ზეიმობენ პირველ მაისს. სინამდვილეში, პირველი მაისი სულაც არაა დღესასწაული. ამ დღეს მუშები არ უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, პირიქით, ისინი უნდა შეიკრიბონ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და უნდა მოაწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები! პირველი მაისს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, როგორიც აქვს სოციალისტურ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში). ამ დღეს პროლეტარიატმა უნდა აჩვენოს მთელი თავისი ძალა, რაც გამოიხატება მოძალადე, მონათმფლობელური, მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ისტორიულ დღეს მშრომელთა კლასი ერთად უნდა დადგეს და გამოხატოს თავისი ნება და პოზიცია აწმყოსა და მომავაალთან დაკავშირებით. Continue reading ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

(ნაწყვეტი ესსედან)

ფაქტია, რომ სახელმწიფო არის კარგად ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც თვითნებურად, ხშირად
ძალადობის გამოყენებით მართავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არის იარაღი, რომლის საშუალებითაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მართველი ელიტა იყენებს არა მხოლოდ იარაღს და ფულს, არამედ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე. ამ რეპრესიული აპარატის დახმარებით მართველი კლასი ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მონური სისტემიდან სხვა, შედარებით მცირე დეტალებზე. ცხადია, თუ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ, უნდა შევქმნათ ამ ამოცანის შესაბამისი სიძლიერის იარაღი. ის მეთოდები, რომლებსაც მთავარი მტრების – სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ – დღემდე იყენებდა რევოლუციონერთა კლასი, არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. ისტორიამ შემოგვინახა მომენტები, როდესაც ხალხმა შეძლო სახელმწიფოს დამარცხება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება: სახელმწიფომ მაინც შეძლო ძალების მოკრება და კაპიტალისტთა გაერთიანება, რასაც ხალხზე გამარჯვება მოჰყვა. რუსეთის რევოლუციამ გამოააშკარავა ჩვენი ნაკლოვანებები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. პირიქით, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ერთი მხრივ, რუსეთის რევოლუციის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ შესანიშნავ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ აგვეშენებინა პროლეტარიატთა თავისუფალი საზოგადოება, თავისი სოციალური სტრუქტურებით, რომლებიც სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ზედამხედველობის გარეშე განვითარდებოდნენ. Continue reading ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ