Tag Archives: ნოამ ჩომსკი

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – მემარცხენეობაზე

25163_noam_chomsky-660x350
გთავაზობთ ქრისტოფერ ჰელალის ინტერვიუს თარგმანს მნიშვნელოვან ამერიკელ ფილოსოფოსთან, ლინგვისტთან და სოციალურ კრიტიკოსთან ნოამ ჩომსკისთან. ჩომსკი ერთ-ერთი უმნიშვნლეოვანესი ფიგურაა ანალიტიკური ფილოსოფიის სფეროში. ის ერთ-ერთი დამაარსებელია კოგნიტური მეცნიერების მიმართულების. მან თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, როგორც პროფესორ-ემერტისუსმა. ის ავტორია 100-მდე წიგნის, რომელიც ეხება პოლიტიკას, ლინგვისტიკას და ჩვენი სოციალური სფეროს მრავალ მხარეს. ჩომსკი თანამედროვე დასავლური აკადემიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალია. აღნიშნულ ინტერვიუში მისი მხრიდან გამოთქმული პოზიციები, რომლებიც წარსულის რეტროსპექტიულ ანალიზს გულისხმობს, ერთგვარად პროვოკაციულია და ამიტომ, დიდი ინტერესი გამოიწვია აკადემიურ წრეებში.

ინტერვიუში საუბარია 1917 წლის რუსეთის რევოლუციის გააზრებაზე, თანამედროვე ამერიკულ მემარცხენეობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და მომიჯნავე პროფესიული ინტერესების მქონე ადამიანებისთვის საინტერესო უნდა იყოს აღნიშნული წერილი. Continue reading ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – მემარცხენეობაზე

ნოამ ჩომსკი – რა სახის ანარქიზმის მწამს და რა ხდება ლიბერტარიანელების თავს

ნოამ ჩომსკსს ინტერვიუ ჩამოართვა მიშელ ს. უილსონმა 28 მაისი, 2013 წელი

25163_noam_chomsky-660x350

მიშელ ს. უილსონი: თქვენ ბევრ სხვა რამესთან ერთად, თვითდეკლარირებული ანარიქსტი ხართ, უფრო კონკრეტულად, ანარქო-სინდიკალისტი. ადამიანების უმრავლესობა ანარქისტებს წარმოიდგენს როგორც დეპრივილეგირებულ პანკებს, რომლებიც მაღაზიების ვიტრინებს ქვებს უშენენ ან როგორც შენიღბულ ტიპებს, რომლებიც ბურთის ფორმის ნაღმებს მსუქან მრეწველებს სტყორცნიან. არის კი ეს სწორი ხედვა? რა არის ანარქიზმი თქვენთვის?

ნოამ ჩომსკი: ანარქიზმი, ჩემი გადმოსახედიდან, არსებითად, გარკვეული სახის ტენდენციაა ადამიანების აზროვნებაში, რომელიც თავს ავლენს განსხვავებული ფორმებით, განსხვავებულ ვითარებებში, და მას აუცილებლად ახლავს წამყვანი მახასიათებლები. პირველ რიგში, ეს არის ტენდენცია, რომელიც ეჭვნეულად და სკეპტიკურადაა განწყობილი დომინაციის, ხელისუფლების და იერარქის მიმართ. ის იკვლევს იერარქიულ და დომინაციურ სტრუქტურებს ადამიანის სიცოცხლის ყველა სპექტრში, დაწყებყლი პატრიარქალური ოჯახებიდან დამთავრებული იმპერიული სისტემებით, და ის სვამს კითხვას, ნუთუ ეს სისტემები გამართლებულია. ის ვარაუდობს, რომ მკტიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ნებისმიერს, ვინც ფლობს ძალაუფლებას და ავტორიტეტს. მათი უფლებამოსლებანი არ არის თვითდამტკიცებული. მათ უნდა მისცენ საკმარისი მიზეზი ხალხს, რათა მოიპოვონ ლეგიტიმაცია. და თუ ისინი ვერ ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალაუფლებას და უფლებამოსილებებს, რაც ჩევეულებრივი შემთხვევაა, მაშინ უნდა მოხდეს ხელისუფლების დემონტაჟი და ჩანაცვლება რაიმე მეტად თავისუფალით და სამართლიანით. როგორც მე მემის, ანარქია ზუსტად ეს ტენდენციაა. ის იღებს სხვადასხვა ფორმებს სხვადასხვა დროს. Continue reading ნოამ ჩომსკი – რა სახის ანარქიზმის მწამს და რა ხდება ლიბერტარიანელების თავს

ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

25163_noam_chomsky-660x350

არავის აქვს უფლება, მიისაკუთროს ანარქიზმი. ეს ცნება საკმაოდ ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. არსებობს უამრავი თვითმარქვია ანარქისტი, რომელიც იჩემებს, რომ სწორედ მათი გზა არის ჭეშმარიტი, დანარჩენები კი ცდებიან. თუ გადავხედავთ თანამედროვე ანარქისტულ ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ მისი უმეტესი ნაწილი შეიცავს ბრალდებებს სხვების მიმართ, რითაც მისი ავტორები ემგვანებიან მარქსისტ-ლენინისტური „სექტანტური“ ლიტერატურის შემქმნელებს. სამწუხაროდ, ასეთი ლიტერატურის რაოდენობა ძალიან დიდია.

პირადად მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ხედვა უეჭველად სწორია, და საერთოდ არ მხიბლავს სხვების თვითდაჯერებული განცხადებები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით არავის აქვს უფლება, ამტკიცოს თავისი ხედვის უდავო სისწორე. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ მომავლის ჩვენეული პერსპექტივა, მიზნები, იდეალები, და უნდა ვეცადოთ, ვიმუშაოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. როდესაც ორ იდეას შორის არსებობს ღრმა უფსკრული, ჩემი აზრით შეუძლებელი იქნება მათი დაკავშირება, თუ პრობლემას არ მოვაგვარებთ ზოგად დონეზე. იმედი მაქვს, რომ ჩემი იდეების დადებითი და უარყოფითი მხარეები გამოჩნდება იმ მოკლე პასუხებში, რომელსაც დასმულ კითხვებზე შემოგთავაზებთ.

 

1.    რას გვეტყვით ანარქისტული იდეების ჩამოყალიბების შესახებ? რომელი ანარქისტული მიმდინარეობები წარმოიშვა დროთა განმავლობაში?

 ანარქისტული აზროვნების საფუძვლები, ჩემი აზრით, უნდა ვეძებოთ განმანათლებლობის და კლასიკური ლიბერალიზმის ხანაში. შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ – მე17 საუკუნის მეცნიერული რევოლუციის პერიოდში, რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ასპექტები, მაგალითად ავიღოთ კარტესისეული რაციონალიზმი. ამ თემაზე არის საკმაოდ ბევრი ლიტერატურა (მაგ: ისტორიკოს ჰარი ბრაკენის შრომები, მეც მაქვს დაწერილი რამდენიმე წიგნი ამის შესახებ ). აქ, ცხადია, ვერ შევძლებთ ამ წიგნების შეჯამებას, მაგრამ ვიტყვი რომ ვეთანხმები ანარქო-სინდიკალისტ რუდოლფ როკერს, რომელიც ფიქრობდა, რომ კლასიკური ლიბერალური იდეები იმსხვერპლა ინდუსტრიულმა კაპიტალიზმმა. შემდგომში იდეები თანდათანობით ისევ ვითარდებოდა, რისი მიზეზიც, ჩემი აზრით ისაა, რომ ისინი კარგად ერგება ადამიანის რეალურ მოთხოვნილებებს. ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. Continue reading ინტერვიუ ნოამ ჩომსკისთან – ანარქიზმზე

ნოამ ჩომსკი – მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ

25163_noam_chomsky-660x350


1. ყურადღების გადატანა

საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტი მდგომარეობს პოლიტიკურ-ეკონომიკური მმართველი წრეების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიდან და პრობლემებიდან ადამიანთა ყურადღების გადატანაში ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე, რომლითაც საინფორმაციო სივრცე გამუდმებულად არის გადატვირთული. ყურადღების გადატანის ხრიკი საკმაოდ არსებითია იმისთვის, რათა მოქალაქეებს არ მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ მნიშვნელოვანი ცოდნა მეცნიერების, ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, ნეორობიოლოგიისა და კიბერნეტიკის სფეროში. “მოქალაქეთა ყურადღება გამუდმებით უნდა გადავიტანოთ ნამდვილი სოციალური პრობლემებიდან ისეთ თემებზე, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნიათ. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოქალაქეები მუდმივად რაღაცით იყონ დასაქმებულნი და არ რჩებოდეთ დრო განსჯისთვის; უნდა შეგვეძლოს მათი გადატანა “მინდვრიდან – ვაგონში”” (ციტატა წიგნიდან “ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის”). Continue reading ნოამ ჩომსკი – მანიპულაციის 10 სტრატეგია მასმედიის მიერ