Tag Archives: პიერ-ჟოზეფ პრუდონი

ანარქიზმის ისტორია

პირველი ნაწილი

უილიამ გოდვინი
უილიამ გოდვინი

 ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის უარყოფა – მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში ფინიკიელებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს. მარშელის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად.

ანარქიზმი იყო რეაქცია  საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება.

ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში – ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“. Continue reading ანარქიზმის ისტორია

ერიხ ფრომი – სოციალიზმი, როგორც პრობლემა

Erich_Fromm

ავტორიტარული წყობის ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს. ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით (რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტნაკლებად დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ქონდათ.

დღესდღეობით სიტყვებმა – მარქსიზმი და სოციალიზმი – ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან” და სხვადასხვა სახის ბოროტებასთან ასოცირდება. ამ რეაქციის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ,  თუ შევაფასებთ იმას, თუ რა ზომამდე შეუძლიათ სიტყვებს ფლობდნენ მაგიურ აზრს და ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელ გონიერი აზროვნების საერთო დაცემას. Continue reading ერიხ ფრომი – სოციალიზმი, როგორც პრობლემა

კონტროლის ახალი პარადიგმა

 

იყო მართული ნიშნავს: იყო ნათვალთვალები, ინსპექტირებული, დირექტირებული დანომრილი, რეგულირებული, აღრიცხული, ინსტრუქტირებული, ნაქადაგევი, შემოწმებული, შეფასებული, ცენზორირებული, ნაბრძანები იმ არსებებისაგან, რომელთაც არ აქვთ არც უფლება, არც გონიერება და არც ღირსება, აკეთონ ასე. იყო მართული ნიშნავს იყო ჩართული ნებისმიერ ოპერაციაში, ჩანიშნული ყველა აღრიცხულ გარიგებაში, დათვლილი, რეგისტრირებული, დაშტამპული, გაზომილი, ლიცენზირებული, ავტორიზებული, დაჯერებული, აღკვეთილი, რეფორმირებული, კორექტირებული, დასჯილი. საზოგადოებრივი სარგებლის, საერთო ინტერესების სახელით იყო ექსპლოატირებული, გამოძალული, ჩახშობილი, გაძარცვული. უმნიშვნელო წინააღმდეგობის გაწევისა და უბრალო დაჩივლებისათვის – რეპრესირებული, დაჯარიმებული, გალანძღული,განიარაღებული,დაპატიმრებული, გასამართლებული, დეპორტირებული, გაყიდული, მსხვერპლშეწირული. საბოლოოდ კი მასხრად აგდებული, შერცხვენილი, დამნაშავის იარლიყით. ეს არის მთავრობა. ეს არის მისი მორალი.

პიერ-ჟოზეფ პრუდონი, 1850-იანი წლები

r2k-logo

Continue reading კონტროლის ახალი პარადიგმა