Tag Archives: პირდაპირი მოქმედება

პირდაპირი მოქმედება – საქართველო

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]

იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.

ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.

მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.

ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს "სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია". ეს ის დროა როცა სწავლის საფასურმა თითქმის გაორმაგდა.
პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”. ეს ის დროა როცა სწავლის საფასური თითქმის გაორმაგდა.

 

Continue reading პირდაპირი მოქმედება – საქართველო

განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

IMG_4095

გოდვინი: განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ
იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობს ნაციონალური განათლების სისტემა, არსებობს მუდმივი ოპოზიცია, რომელიც მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობდა და საუბრობს. ჯერ კიდევ ადრეული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ამგვარი სწავლების იყო უილიამ გოდვინი, რომელმაც 1793 წელს დაწერა ,, კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობაზე’’ Enquiry concerning Political Justice, and its Influence on General Virtue and Happiness (1793), რომელიც გახდა პირველი თანამედროვე ანარქისტული შეტევა სახელმწიფო სისტემაზე.
ადამიანისთვის, რომელმაც ორი რევოლუცია გადაიტანა (ფრანგული – 1789-99 წლებში და ამერიკული 1776 ბოლოდან), მნიშვნელობა არ ჰქონდა მმართველობის რომელი ფორმა იქნებოდა ქვეყანაში, ამიტომ მან დაიწყო მართველობის ყველა ფორმასთან აქტიური ბრძოლა. ის მიიჩნევდა, რომ საზოგადოების ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს – განათლება და მთავრობა (მართველობის სხვადასხვა ფორმებით). აქედან გამომდინარე გოდვინის აზრით ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ადამიანების ხელში რჩებოდა იყო/არის თავისუფალი განათლება, რომლის გატარება უნდა დაიწყოს არა უნივერსიტეტიდან, არამედ სკოლიდან! ის ამტკიცებდა, რომ წარმატებული რეფორმა სკოლაში საწინდარი იყო ნებისმიერი თავისუფალი რეფორმის წარამტების საწინდარი, ამ სახის ცვლილებები უნდა მომხდარიიყო კომპლექსურად. ამრიგად არ მოხდებოდა გაუცხოება სასკოლო სივრციდან საუნივერსიტეტო სივრცეში გადასვლის დროს. Continue reading განათლება ჩაგვრის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაცია – კაპიტალიზმის ტროას ცხენი

მაკედონელი ანარქისტების მიერ მომზადებული კრიტიკული ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და როლზე თანამედროვე მსოფლიოში.

LiberalsRiotNow_0

მნიშველოვანი მიზეზი არსებობს  რომ ანარქისტებმა არასამთავრობო სექტორს სათანადო ყურადღება დაუთმონ, უმთავრესად იმიტომ რომ „მესამე სექტორი“ საზოგადოების დემოკრატიზების იარაღად მოიაზრება,  უფრო მეტიც, ეს სექტორი განიხილება  ცენტრალიზებული ძალაუფლების, რეპრესიის, სიღატაკისა და ზოგადად კოლექტიური უბედურების წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატივადაც. ჩვენთვის ეს კაპიტალიზმის მორიგი თვალთმაქცობაა თავისუფლებისა და არჩევანის თავისუფლების შესახებ ილუზიის კვლაწარმოებისათვის.

მოსაზრება, არჩევნებს, რომ რეალური ცვლილების მოხდენა შეეძლოს, მას არაკანონიერად გამოაცხადებდნენ,  არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიესადაგებათ, რომლებიც იმის გარდა, რომ მთავრობის მიმართ ლოიალურნი და მათ მიერ წახალისებულნი არიან, კვლავ მიიჩნევიან უსამართლობის, მთავრობის ანტიპოდის შექმნისა და პოლიტიკური დისკურსში მონაწილეობის პლატფორმად.

ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მიგვაჩნია რომ მას მკვეთრად განსხვავებული როლი აქვს: გახდეს მედიატორი მთავრობასა და ხალხს შორის, მასაშადამე მოახერხოს ხალხის აღშფოთების განეიტრალება, გადააქციოს პოლიტიკურად არაკონტროლირებადი უთანხმოება მშვიდ, მშვიდობიან, ლეგალურ, კონტროლირებად და უწყინარ უკმაყოფილებად, მხარი დაუჭიროს კაპიტალიზმს კორპორაციების სასიამოვნო ხატის შექმნით, მმართველი იდეოლოგიის პროპაგანდით და საბოლოოდ, შექმნას ცვლილებებისათვის ბრძოლის ილუზია.

Continue reading არასამთავრობო ორგანიზაცია – კაპიტალიზმის ტროას ცხენი

რა არის პირდაპირი მოქმედება?

“პირდაპირი მოქმედება” ანარქისტების გაერთიანებაა, რომელიც პროპაგანდას უწევს ანარქიას და ხელს უწყობს ანარქისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. “პირდაპირი მოქმედება” იბრძვის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც კაპიტალიზმის, სახელმწიფოსა და ყოველგვარი იერარქიის გარეშე შეძლებს მართოს საკუთარი ცხოვრება. ეს უდავოდ რევოლუციური მიზანი საჭიროებს ორგანიზებულობას და მჭიდრო თანამშრომლობას. ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ანარქიის ცოცხალი მაგალითის ჩვენება, “პირდაპირი მოქმედება” კი ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.image

Continue reading რა არის პირდაპირი მოქმედება?

სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?

10689720_1461537667468044_3864179024236645426_n
ბევრი ფიქრობს, რომ სოციალ-დემოკრატია ყოველთვის რეფორმისტული იდეოლოგია იყო, რომელიც მიზნად კაპიტალიზმის ნელ-ნელა გარდაქმნას ისახავდა, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც სოციალ-დემოკრატიული იდეების შედეგად, ინტერნაციონალური რევოლუციური სოციალისტური პარტია გაჩნდა,  მიზანი კაპიტალიზმის სრულიად განადგურება იყო, ყველა შესაძლო გზის გამოყენებით.

ანარქისტების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიული პარტიები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვება იყო იდეალური საშუალება სოციალიზმის გასავრცელებლად და ხალხის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ასამხედრებლად. მათი სიჯიუტე კი მათივე იდეის დასასრულის დასაწყისად იქცა – დროთა განმავლობაში მათ იდეოლოგიას მოაკლდა რადიკალიზმი, დაიწყეს ლაპარაკი რეფორმიზმზე და უღალატეს თავდაპირველ პრინციპებს. ანარქისტები მართლები აღმოჩნდნენ – სოციალისტურმა რიტორიკამ იდეალურად შენიღბა პარტიების ნამდვილი მიზანი – ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

წინააღმდეგობა, რომელიც პარტიის სოციალისტურ რიტორიკასა და ამავე პარტიის ოპორტუნისტულ პრაგმატიზმს შორის ჩნდებოდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამან გამოიწვია ინტენსიური თეორეტიკული დებატები, რომლებიც ყველაზე მეტად 1898-1904 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატიამ ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატა და ნაცვლად ისეთ იდეოლოგიად ჩამოყალიბებისა, რომელიც არსებულ რეალობას შეცვლიდა, თვითონ მოერგო არსებულ რეალობას. Continue reading სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?