Tag Archives: პრივატიზაცია

პიერ-ჟოზეფ პრუდონი – რა არის საკუთრება?

პიერ-ჟოზეფ პრუდონი შვილებთან. მხატვარი გუსტავ კურბე 1865

 

1840 წელს გამოქვეყნებული პრუდონის წიგნი “რა არის საკუთრება” იქცა დასავლურ საზოგადოებაში დაფუძნებული კერძო საკუთრების კრიტიკის კლასიკად.  პრუდონი თავისი გამოკვლევით აჩვენებს კერძო საკუთრებას, როგორც მიზეზს, ამ საზოგადოებასთან დაკავშირებული სენებისა:  სიხარბე, კორუფცია, პოლიტიკური ტირანია, სოციალური ატომიზაცია და ადამიანის ბუნებრივი უფლებების უხეში დარღვევები.  წიგნში დეკლარირებული ყველაზე ცნობილი თეზისია “საკუთრება – ქურდობაა”. წინამდებარე ტექსტი  მოიცავს ამ წიგნის ფრაგმენტებს.

პრივატიზაციის ახალი ტალღის ფონზე, ეს კრიტიკა დღესაც საკმაოდ აქტუალურია. საჯარო ქონების გასხვისებით ხელისუფლება ცდილობს გადადგას “გონივრული” ნაბიჯი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც საზოგადოებას, ასევე კერძო მესაკუთრეს. თუ ეს არის “საყოველთაო კეთილდღეობის” ლოზუნგებს ამოფარებული ბანალური ძარცვა? პრუდონი ცდილობს ამ კითხვას კაპიტალისტური მორალისა და მათივე ლოგიკის მეშვეობით უპასუხოს და დაამტკიცოს, რომ საკუთრებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. ვინაიდან  IXX საუკუნის საფრანგეთი უპირატესად აგრარული ქვეყანა იყო და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ეკონომიკური ინტერესები მიწასთან იყო მიბმული, პრუდონი თავის ყურადღებას მიწის მფლობელობასა და საკუთრების საკითხზე ამახვილებს, მაგრამ მისი დასკვნების განზოგადოება და ექსტრაპოლირება შესაძლებელია წარმოების ნებისმიერ იარაღზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პრუდონი საკუთრების გაბატონებულ ფორმას უპირისპირბს მფლობელობას, რომელიც პირველისაგან განსხვავებით გულისხმობს წარმოების იარაღიდან მიღებული პროდუქციის და არა თავად იარაღით განკარგვის უფლებას, რომელიც მხოლოდ შრომით მოიპოვება.

თავი I.

ნაშრომში გამოყენებული მეთოდი. რევოლუციის იდეა

მე რომ დამჭირვებოდა მეპასუხა კითხვაზე: “რა არის მონობა?”- მე ვუპასუხებდი:”ეს არის მკვლელობა”, და ჩემი აზრი მაშინვე გასაგები გახდებოდა. მე არ დამჭირდებოდა ხანგრძლივი მსჯელობის გაშლა, რათა მეჩვენებინა, რომ წაართვა ადამიანს აზრი, ნება, პიროვნულობა, არის უფლება მის სიცოცხლესა და სიკვდილზე და დაიმონო ადამიანი – ნიშნავს მოკლა ის. მაშ კითხვაზე, თუ “რა არის საკუთრება?” რატომ არ შემიძლია ვუპასუხო უბრალოდ და არ შემეშინდეს რომ ვერ გამიგებენ თუ ვუპასუხებ “ეს არის ძარცვა” მითუმეტეს, რომ ეს მეორე წინადადება არის უბრალოდ პირველის პერეფრაზი.

მე ეჭვქვეშ ვაყენებ ჩვენი მთავრობისა და დაწესებულებების მთავარ პრინციპს – საკუთრებას. მე მაქვს ამის უფლება. მე შეიძლება ვცდებოდე დასკვნებში, რომლებიც გამომდინარეობენ ჩემი კვლევებიდან: მე მაქვს უფლება; მე მომწონს, როდესაც ჩემი წიგნის საბოლოო დასკვნა გადმომაქვს წიგნის დასაწყისში, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ამის უფლება.

არაერთი ავტორი გვასწავლის, რომ საკუთრება არის სამოქალაქო უფლება, რომელიც წარმოადგენს მითვისებულის კანონით კურთხევის შედეგს. ასევე ბევრი ამტკიცებს, რომ ეს არის უფლება, რომლის წყაროსაც წარმოადგენს შრომა. და ეს დოქტრინები რომლებიც როგორც ჩანს სრულიად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, საყოველთაო თანხმობითა და წახალისებით სარგებლობენ. მე კი ჩემი მხრიდან ვამტკიცებ რომ არც შრომას, არც მითვისებას და არც კანონს არ შეუძლია შექმნას საკუთრება: რომ არსობრივად მას არ გააჩნია საფუძველი – შეიძლება კი ჩემი გაკიცხვა ამისათვის?

როგორი ხმაური აღიზვირთება!

საკუთრება არის ძარცვა! ეს არის 1793 წლის ნაბათი! ეს არის რევოლუციის ლოზუნგი!… Continue reading პიერ-ჟოზეფ პრუდონი – რა არის საკუთრება?