Tag Archives: პროტესტი

პირდაპირი მოქმედება – საქართველო

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]

იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.

ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.

მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.

ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს "სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია". ეს ის დროა როცა სწავლის საფასურმა თითქმის გაორმაგდა.
პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”. ეს ის დროა როცა სწავლის საფასური თითქმის გაორმაგდა.

 

Continue reading პირდაპირი მოქმედება – საქართველო

რა არის პირდაპირი მოქმედება?

“პირდაპირი მოქმედება” ანარქისტების გაერთიანებაა, რომელიც პროპაგანდას უწევს ანარქიას და ხელს უწყობს ანარქისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას. “პირდაპირი მოქმედება” იბრძვის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც კაპიტალიზმის, სახელმწიფოსა და ყოველგვარი იერარქიის გარეშე შეძლებს მართოს საკუთარი ცხოვრება. ეს უდავოდ რევოლუციური მიზანი საჭიროებს ორგანიზებულობას და მჭიდრო თანამშრომლობას. ანარქისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის ანარქიის ცოცხალი მაგალითის ჩვენება, “პირდაპირი მოქმედება” კი ამის საშუალებას რეალურად გვაძლევს.image

Continue reading რა არის პირდაპირი მოქმედება?

ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები

albert-camus

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია.

არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია. ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

Continue reading ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები