Tag Archives: რეკუპერაცია

უმუშევრობასთან ბრძოლა: სამუშაო ადგილების რეკუპერაცია

მიმდინარე ეკონომიკურ კრიზისსა და “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას ადამიანები მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა გამოსავლებს უპირისპირებენ. როდესაც მთავრობა უარს აცხადებს უმუშევრად დარჩენილთა დახმარებაზე, ამ უკანასკნელთა თვითორგანიზება ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ეს სფერო ინოვაციური გამოსავლებით გამოირჩევა.

უმუშევრობასთან დასაპირისპირებლად ერთი ასეთი ახალი გზაა სამუშაო ადგილების რეკუპერაცია (აღდგენა). ეს ნიშნავს იმას, რომ მუშები მთავრობისთვის მოთხოვნების წაყენების ნაცვლად, ერთმანეთს ეყრდნობიან – იკავებენ მიტოვებულ სამუშაო ადგილებს და იწყებენ მუშაობას ბოსებისა და იერარქიის გარეშე; ავითარებენ და ამკვიდრებენ დემოკრატიულ ასამბლეებს, თანაბარ ანაზღაურებას, სამუშაო პოზიციათა როტაციას და უფრო ეკოლოგიურ წარმოებას.

რეკუპერაციის პროცესი მუშებმა არგენტინაში, 2001 წლის ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ დაიწყეს, უფრო მოგვიანებით კი ეს პრაქტიკა ევროპაშიც გავრცელდა. ამჟამად ლათინურ ამერიკასა და ევროპაში ათობით ასეთი სამუშაო ადგილია, არგენტინაში კი – 350-ზე მეტი. მუშათა დემოკრატიული მენეჯმენტის პირობებში არსებული სამუშაო ადგილების მაგალითებია Vio.Me საბერძნეთში, Ri-Maflow, Officine Zero იტალიაში, La Fabrique du Sud საფრანგეთში. Continue reading უმუშევრობასთან ბრძოლა: სამუშაო ადგილების რეკუპერაცია