Tag Archives: რელიგია

ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”


 1917 წლის რევოლუციის შემდეგ 75 წლის პეტრე კროპოტკინი ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა, მიუხედავად ასაკისა ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ  და გონებრივ საქმიანობაში, მუშაობდა კოოპერაციის პრაქტიკულ პრობლემებზე, სამჯერ შეხვდა ლენინს და მიწერა რამდენიმე კრიტიკული წერილი. ინტელექტუალურ საკითხებს შორის, რომელზეც ის მუშაობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ეთიკა. მის მიერ ჩაფიქრებული წიგნი უნდა ყოფილიყო ორ ტომად. ორივეზე ის პარალელურად მუშაობდა, პირველი ნაწილი  1919-20 წლებში დაასრულა, მეორე ნაწილის დასრულება ვერ მოასწრო თუმცა დაწერილი ქონდა ცალკეული თავები, შენიშვნები და გეგმები. პირველი ნაწილი გამოიცა მოსკოვში 1922 წელს  (იხ. ინგლისური ვერსია Ethics: Origin and Development ), ხოლო მეორე ტომის ფრაგმენტები, ანარქისტების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, დასაბეჭდად გაგზავნილ იქნა საფრანგეთში, მაგრამ ის არ გამოცემულა და საწმუხაროდ მისი ბედი დღემდე უცნობია. მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი მეორე ტომიდან ნაპოვნი იქნა სსრკ არქივში, და რომელიც გამოცემულ იქნა რუსეთში 90-იან წლებში. წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი პირველი ტომიდან.

…მთავარი ამოცანა, რაც დღეს ეთიკის წინაშე დგას, არის მოძებნოს საერთო ადამიანში არსებულ ორ, ურთიერთსწინააღმდეგო გრძნობებს შორის, და ამგვარად დაეხმაროს ადამიანს არა კომპრომისის მიღწევაში, არამედ მათ სინთეზში. ერთი, ამ გრძნობებიდან, ადამიანს უბიძგებს სხვების დამორჩილებისკენ პირადი ინტერესებისდა სასარგებლოდ; როცა მეორე – სხვებთან გაერთიანებისკენ, რათა საერთო ძალისხმევით მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს. პირველი არის გამოხატულება ადამიანის ერთი-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებისა – ბრძოლისა, ხოლო მეორე, აგრეთვე ძირითადი მოთხოვნილება ადამიანისა: ერთიანობის განცდისა და თანაგრძნობისა. ეს ორი ჯგუფი გრძნობებისა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ აუცილებელია რაიმე ფორმაში მათი სინთეზის პოვნა. მითუმეტეს აუცილებელია, როცა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რა განსაზღვრული ცოდნა, რათა გაუმკლავდეს ამ შინაგან წინააღმდეგობას, კარგავს თავის რეალურ ძალას. ის ვერ დაუშვებს, რომ ბრძოლა დაუფლებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდებსა და ერებს შორის, გახდეს მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა; ამასთანავე ის ვერ ირწმუნებს საკითხის გადაწყვეტად ძმობას და თვითგვემას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ არასოდეს მიუღწევია ძმობისთვის არა თუ ხალხთა შორის, არამედ ურთიერთატანისთვისაც კი ქრისტიანობის სხვადასხვა სწავლებებს შორის. Continue reading ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”

კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

cn_image.size.hitchens_2004_contributor_image
თავი 1. მსუბუქად რომ ვთქვათ

თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას.

9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლა “დარტმურში” დავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ის “მონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა. Continue reading კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

ერეტიკოსის გზამკვლევი ბიბლიაში

ქვევით იხილავთ ციტატებს ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლებიც პირდაპირ ქადაგებს სიძულვილს, ქალთმოძულეობას, ჩაგვრას, მორჩილებას და სავსეა სადისტური ფანტაზიებით.

„სანამ ბიბლიას წაიკითხავთ გირჩევთ ხელთათმანები ჩაიცვათ. მოჭარბებული ტალახისა და სიბინძურის არსებობა ამას სავალდებულოს ხდის.“ – ფრიდრიხ ნიცშე, ანტიქრისტე.

god

სექსი

კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

კორინთელთა მიმართ 7:1

ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. Continue reading ერეტიკოსის გზამკვლევი ბიბლიაში

მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

 

ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად
ეკლესია და სახელმწიფო: მუშაობენ ერთობლივად

ნათელია, რომ თავისუფლება არასდროს მიეცემა კაცობრიობას, და რომ საზოგადოება, ადგილობრივი გაერთიანებები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც საზოგადოებას შეადგენენ, მხოლოდ მაშინ შეძლებს იპოვოს ჭეშმარიტი კმაყოფილება, როცა აღარ იარსებებენ სახელმწიფოები. ნათელია, რომ ე.წ. საზოგადოების საერთო ინტერესი, რომელსაც სახელმწიფო წარმოადგენს მოჩვენებითად და რომელიც სინამდვილეში არაფერია თუ არა მუდმივი უარყოფა სახელმწიფოს დაქვემდებარებული რეგიონების, კომუნების, ასოციაციების და ინდივიდუალთა დიდი ჯგუფის პოზიტიური ინტერესებისა, და რომ სახელმწიფო ერთი დიდი სასაკლაოა, უზარმაზარი სასაფლაო, სადაც აბსტრაქტული მიზნების ჩრდილ ქვეშ იმალება მისი ყველა ჭეშმარიტი მისწრაფება. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ

ერთი სიტყვით კონტროლზე

 

კორნელიუს კასტორიადისი
კორნელიუს კასტორიადისი


* თავდაპირველად ადამიანი ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ახსნაც არ შეეძლო. შემდგომ, დაკვირვებების შედეგად ადამიანმა აღმოაჩინა გარკვეული კანონზომიერებები, ციკლური მოვლენები და მან ეს ცოდნა გამოიყენა ადამიანთა უმრავლესობის კონტროლისათვის, რომელსაც საფუძვლად პირადი, მერკანტილური ინტერესები ჰქონდა. განათლების გავრცელების შეზღუდვით ადმიანთა მცირე ჯგუფი დღემდე წარმატებით იყენებს მეცნიერებას და მის მიღწევებს ამ მიზნებისათვის.

* ასე შეიქმნა რელიგია, რომელიც წარმოადგენს მთელ სისტემას საკრალიზებული ცოდნისა და რიტუალების კომპლექსს, ადამიანის ყალიბში მოქცევისა და მისი მართვის შესაძლებლობისთვის. Continue reading ერთი სიტყვით კონტროლზე

მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

 

tumblr_mh5d367Qyj1qe125qo1_1280

ნაწილი 1

ვინ არიან მართლები – იდეალისტები თუ მატერიალისტები?  ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ იდეალისტები ცდებიან. დიახ, ფაქტები იდეაზე წინ დგანან. იდეალი, როგორც პრუდონმა თქვა, არის მხოლოდ ყვავილი, რომელიც მატერიალურ პირობებშია ფესვგადგმული. დიახ, კაცობრიობის მთელი ისტორია – ინტელექტუალური და მორალური, პოლიტიკური და სოციალური, არაფერია, თუ არა ეკონომიკური ისტორიის ანარეკლი.

თანამედროვე მიუკერძოებელი და ნამდვილი მეცნიერების ყველა მიმართულება თანხმდება ერთ ფუნდამენტურ საკითხზე : სოციალური სამყარო, უფრო ზუსტად, კაცობრიობა, არის ცხოველთა ჯერჯერობით ყველაზე განვითარებული ცხოველთა სახეობა. თუმცა, ეს განვითარება გულისხმობს უარყოფასაც – ადამიანები უარყოფენ მათში ცხოველური საწყისის არსებობას. სწორედ ეს უარყოფა, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, წარმოშობს გარკვეულ იდეალებს, ინტელექტუალური და მორალური სამყაროს რწმენებს და იდეებს .

დიახ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ადამები და ევები, თუ გორილები არა, გორილების ახლო ნათესავები მაინც იყვნენ, წარმოადგენდნენ ყველაზე ძლიერ, ჭკვიან მხეცებს, რომლებიც სხვა ცხოველებზე მაღლა იდგნენ და გამოირჩეოდნენ ორი მთავარ თვისებით – აზროვნების უნარით და აჯანყების მოთხოვნილებით. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – ღმერთი და სახელმწიფო

ემა გოლდმანი – ათეიზმის ფილოსოფია

Emma_Goldman_2

ათეიზმის ფილოსოფიის ადეკვატური აღწერისათვის აუცილებლად დამჭირდება დავუბრუნდე წარსულს და შევეხო იმ ისტორიულ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს,რაც რწმენამ განიცადა უძველესი დროიდან დღემდე.მართალია, ამ თემას მთლიანად ვერ მოვწყდებით, – რადგან ღმერთის,ზებუნებრივი ძალისა და სულის კონცეპტები დროისა და პროგრესის პარალელურად უფრო და უფრო ბუნდოვანი და მისტიკური გახდა – მაგრამ შევეცადოთ, ისტორიული პერიპეტიები და რწმენის ევოლუცია ამჯერად  გვერდზე გადავდოთ.

ღმერთის იდეამ, უზენაესი ძალის ფეტიშმა მეტწილად ტრანსფორმაცია გაურკვეველი უკუპროპორციით განიცადა, მაშინ, როცა ადამიანური საზრისის ევოლუციის ვექტორი მეცნიერული პროგრესის – სოციალური და მეტაფიზიკური ფენომენების რაციონალური ანალიზისაკენაა მიმართული,ამრიგად მეცნიერებას თანდათან თანაფარდობაში მოჰყავს ადამიანი და სოციალური მოვლენა,როგორც ურთიერთქმედი ძალები. Continue reading ემა გოლდმანი – ათეიზმის ფილოსოფია