Tag Archives: როჟავა

ინტერვიუ სირიაში მებრძოლ ანარქისტებთან


“საერთაშორისო რევოლუციური სახალხო პარტიზანული ძალები“-IRPGF ბოლო თვეებში ცნობილი გახდა როგორც სირიის კონფლიქტში YPG-SDF-ს მხარეს მებრძოლი პირველი ანარქისტული რაზმი. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ისინი საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობენ, თუმცა მზად არიან, გვესაუბრონ გარკვეულ საკითხებზე. მაგალითად იმაზე, თუ რამ აიძულა სირიულ ქურთისტანში წასვლა, თუ რას საქმიანობენ იქ და რა არის მათი მიზანი. ინტერვიუდან შეძლებთ ამ ყველაფრის გაგებას.

– რატომ გადაწყვიტეთ როჟავაში მგზავრობა?

– ჩვენ ჩამოვედით როჯავაში, რათა დაგვეცვა აქ მიმდინარე სოციალური რევოლუცია. ჩვენ გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა რევოლუციისთვის არა მხოლოდ სიტყვებითა და სოლიდარობის აქციებით, არამედ ფიზიკური დასწრებითა და ჩვენი სიცოცხლეებითაც. ყურადღების გამახვილება ქალთა განთავისუფლებასა და ეკოლოგიაზე ძალიან დიდ როლს თამაშობს ყოველგვარ რევოლუციაში, ამიტომაც ჩვენ არა მარტო მხარს ვუჭერთ და ვიცავთ მას, არამედ ვმუშაობთ რევოლუციის გავრცელებაზეც. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა სხვადასხვა კომუნისტური პარტიების საბრძოლო ტაქტიკასა და პრაქტიკაზე და, ასევე, შეგვექმნა სივრცე ანარქისტი მებრძოლებისთვის. Continue reading ინტერვიუ სირიაში მებრძოლ ანარქისტებთან

მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

bookchin005
ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ზოგიერთი თეზისი ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” Continue reading მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს


ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას.

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. Continue reading რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს