Tag Archives: საზოგადოება

მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

მიხეილ ჯავახიშვილი

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე? Continue reading მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია.

perlman01

ტომის წევრთა ყოველდღიური საქმიანობა საკუთრივ ტომის კვლავწარმოებასა და შენარჩუნებას ახდენს. კვლავწარმოებაში მოიაზრება, არამხოლოდ ფიზიკური რეპროდუქცია, არამედ -სოციალური კვლავწარმოებაც. ტომის წევრები ”სოციალური ფაქტების”[1] კვლავწარმოებას ახდენენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა ეს ჯგუფი სპეციფიკურ მოქმედებებს ასრულებს. ტომის წევრების სპეციფიკური ”სოციალური მოქმედებები”[2] არ არის ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელი, იმ სახით, რა სახითაც ვთქვათ, თაფლის წარმოება არის ფუტკრისთვის ბუნებრივი მახასიათებელი. ტომის წევრების მიერ ყოველდღიური ცხოვრების ფორმის შენარჩუნება, კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე სოციალური პასუხია. მონების ყოველდღიური მოქმედება მონობის კვლავწარმოებას ახდენს. ამით მონები არამხოლოდ ფიზიკურად კვლავაწარმოებენ საკუთარ თავსა და მათ ბატონებს, არამედ- იმ ინსტრუმენტებსაც, რომელთა მეშვეობითაც ბატონები მათ რეპრესიას ახდენენ და – საკუთარ ჩვევას, რომ დაემორჩილონ ბატონის ავტორიტეტს. ადამიანისათვის, რომელიც მონების საზოგადოებაში ცხოვრობს, ბატონი-მონის დამოკიდებულება ბუნებრივ და მუდმივ ურთიერთობად აღქიმება. თუმცა, ადამიანები არ იბადებიან ბატონებად და მონებად. მონობა არის სპეციფიკური სოციალური ფორმა, და ადამიანები მას მხოლოდ კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებში ემორჩილებიან. სახელფასო ანაზღაურების მქონეთა ყოველდღიური აქტივობა სახელფასო შრომისა და კაპიტალის კვლავწარმოებას ახდენს. ყოველდღიური სოციალური მოქმედებების მეშვეობით, „მოდერნული“ ადამიანები კვლავაწარმოებენ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ ფორმებს, ისევე როგორც ტომის წევრები და მონები ახდენენ მათი საზოგადოების წევრების, სოციალური ურთიერთობებისა და ღირებულებების კვლავწარმოებას. სოციალური აქტივობის ადრეული ფორმებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სისტემატურად ახდენს იმ მატერიალური პირობების ტრანსფორმირებას, რომელსაც კაპიტალიზმი შეესაბამება. ადამიანური აქტივობის ზოგიერთი შეზღუდვა თანდათანობით ექცევა ადამიანის კონტროლის ქვეშ. ინდუსტრიალიზაციის მაღალ დონეზე, პრაქტიკული ქმედება ქმნის საკუთარ მატერიალურ პირობებს, ასევე იძენს საკუთარ სოციალურ ფორმებს. ამიტომაც ანალიზის სუბიექტი არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ კვალვაწარმოებენ კაპიტალისტურ საზოგადოებას პრაქტიკული ქმედებები, – არამედ ისიც, რომ ეს ქმედებები/აქტივობები აქრობენ მატერიალურ პირობებს , რომლებსაც კაპიტალიზმი შეესაბამება.

ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში Continue reading ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია.

ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

წიგნიდან „სიყვარულის ხელოვნება“

Erich_Fromm

პირველყოფილ საზოგადოებაში ადამიანები მცირე ჯგუფებში ცხოვრობდნენ, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს აერთიანებდნენ. კულტურის განვითარებასთან ერთად ჯგუფი გაიზარდა, ის უკვე პოლისის და სახელმწიფოს მოქალაქეებს და ეკლესიის წევრებს აერთიანებს. ყველაზე ღარიბი რომაელიც კი ამაყობდა იმით, რომ შეეძლო ეთქვა: „მე რომის მოქალაქე ვარ“; რომი და იმპერია მისი ოჯახი, სახლი და სამყარო იყო. იგივე მეორდება თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაშიც, სადაც ჯგუფთან გაერთიანება გაუცხოების დაძლევის უმთავრესი საშუალებაა. ეს არის გაერთიანების ტიპი, რომელშიც ინდივიდუალური „მე“-ს მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება და ბრბოსთან კუთვნილება ძირითადი მიზანი ხდება. Continue reading ერიხ ფრომი – დამორჩილება თანამედროვე საზოგადოებაში

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი! Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები

albert-camus

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია.

არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია. ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

Continue reading ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები