Tag Archives: სკოლა

ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

Erich_Fromm

(წინასიტყვაობა)

მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ. Continue reading ერიხ ფრომი – ა.ს. ნილის “აღზრდის რადიკალური მეთოდის” შესახებ

ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა

ჯოელ სპრინგის “Primer of libertarian Education”-ის მიხედვით

„ყოველი სწავლება დღეს დესპოტიზმია. შეუძლებელია ახალგაზრდისათვის გზის გაკვალვა ისე, რომ პირისპირ არ შეეჯახოს მორჩილების მოთხოვნაში დამალულ ტირანიას: „იქ წადი, ასე გააკეთე, წაიკითხე, დაწერე, ადექი, დაჯექი“ – შესაძლოა ეს ენა სამუდამოდ გამოყენებოდეს ახალგაზრდებთან კომუნიკაციისას“ (უილიამ გოდვინი)

main-qimg-dd1a646faee2c5ba6bd231d01b99aa74

თანამედროვე გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც „ნაციონალური განათლების“ საპირისპირო თეზისებსა და პრინციპებზე იქნება დაფუძნებული, ჯოელ სპრინგი ეყრდნობა ადრეულ ლიბერტარიანელ მოაზროვნეებს, რომ ჩამოაყალიბოს განათლების ხუთი ფუნდამენტური ასპექტი: საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი, მოსწავლეთა და სტუდენტთა ავტონომია, ინდივიდუალური ცნობიერების განვითარება, სექსუალური/გენდერული თავისუფლება და ბავშვის სტატუსი – აგრეთვე ამ ასპექტთა მნიშვნელობა ლიბერტარულ მოძრაობაში, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ გარდაქმნას მოითხოვს.

უფრო ადვილია დააფიქსირო ოპოზიციური აზრი საჯარო განათლების იმ ფორმაზე, რა ფორმითაც ეს სისტემა ჩამოყალიბდა და დღეს გვაქვს, ვიდრე მოახდინო პოზიტიური ალტერნატივის არტიკულაცია, განსხვავებული შეხედულებებით განათლებაზე, როგორც სამუშაო ძალის მოსამზადებელ,ან ინდივიდის მორჩილ მოქალაქედ ჩამომაყალიბებელ სისტემაზე. სპრინგი მიზნებზე, მეთოდებსა და განათლების შინაარსზე აქცენტირდება.მისი „ლიბერტარული განათლების სახელმძღვანელო“ (მონრეალი,1975)  მნიშვნელობა არა მარტო თანამედროვე განათლების სისტემის ფუნდამენტურად კრიტიკული დისკურსის ჩამომაყალიბებელ, არამედ საგანმანათლებლო სივრცის ლიბერტარული კონცეფციის მაარტიკულირებელ როლშია. Continue reading ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა