Tag Archives: სოციალ-დემოკრატია

სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?

10689720_1461537667468044_3864179024236645426_n
ბევრი ფიქრობს, რომ სოციალ-დემოკრატია ყოველთვის რეფორმისტული იდეოლოგია იყო, რომელიც მიზნად კაპიტალიზმის ნელ-ნელა გარდაქმნას ისახავდა, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც სოციალ-დემოკრატიული იდეების შედეგად, ინტერნაციონალური რევოლუციური სოციალისტური პარტია გაჩნდა,  მიზანი კაპიტალიზმის სრულიად განადგურება იყო, ყველა შესაძლო გზის გამოყენებით.

ანარქისტების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიული პარტიები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვება იყო იდეალური საშუალება სოციალიზმის გასავრცელებლად და ხალხის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ასამხედრებლად. მათი სიჯიუტე კი მათივე იდეის დასასრულის დასაწყისად იქცა – დროთა განმავლობაში მათ იდეოლოგიას მოაკლდა რადიკალიზმი, დაიწყეს ლაპარაკი რეფორმიზმზე და უღალატეს თავდაპირველ პრინციპებს. ანარქისტები მართლები აღმოჩნდნენ – სოციალისტურმა რიტორიკამ იდეალურად შენიღბა პარტიების ნამდვილი მიზანი – ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

წინააღმდეგობა, რომელიც პარტიის სოციალისტურ რიტორიკასა და ამავე პარტიის ოპორტუნისტულ პრაგმატიზმს შორის ჩნდებოდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამან გამოიწვია ინტენსიური თეორეტიკული დებატები, რომლებიც ყველაზე მეტად 1898-1904 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატიამ ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატა და ნაცვლად ისეთ იდეოლოგიად ჩამოყალიბებისა, რომელიც არსებულ რეალობას შეცვლიდა, თვითონ მოერგო არსებულ რეალობას. Continue reading სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?

სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. Continue reading სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი